№34 ბრძნული აზრები
ტვენი: ყოველ ჯერზე, როდესაც აღმოაჩენ, რომ უმრავლესობის მხარეს ხარ, ესე იგი დროა, გაჩერდე და დაფიქრდე.
პლატონი: მოქალაქეთა შორის არ უნდა არსებობდეს არც უკიდურესი სიღარბე და არც ზღვარგადასული სიმდიდრე. ორივე უდიდესი ბოროტების სათავეა.
ლეონარდო და ვინჩი: მზე ვერასოდეს ხედავს ჩრდილს.
პასკალი: ადამიანისთვის ზემოდან ბოძებული ყველაზე დიდი პრივილეგიაა, იყოს სასიკეთო ცვლილებების მიზეზი ვინმეს ცხოვრებაში.
ჰიუგო: გადავარჩინოთ თავისუფლება, თავისუფლება გადაარჩენს დანარჩენს.
სენეკა: ადამიანთა ყველაზე დიდი შეცდომაა ხვალინდელი დღის მოლოდინში დღევანდელი დღის დაკარგვა.
ვაშინგტონი: დამარცხებულია არა ის, ვინც ომი წააგო, არამედ ვინც ბრძოლა შეწყვიტა.
ფოლიე: ცუდ გემოვნებას იგივე უფლებები აქვს, რაც კარგ გემოვნებას.
იოანე ოქროპირი: მეოცნებეობა შინაგანი სიცარიელის ნიშანია.
ციცერონი: მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე.
აკაკი: სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.
ნიცშე: ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო, მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
ჰესე: ნუ ურევთ თქვენდამი ჩემს დამოკიდებულებას და ჩემს ხასიათს ერთმანეთში. ჩემი ხასიათი დამოკიდებულია ჩემზე, ხოლო ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი თქვენს საქციელზე.
ავრელიუსი: დაადანაშაულე საკუთარი თავი ან არავინ.
ნაპოლეონი: სწორი პოლიტიკაა – ხალხს დააჯერო, რომ თავისუფლები არიან.
ციცერონი: ჩვენ უნდა ვიყოთ კანონის მონები, რათა გავხდეთ თავისუფლები.
ვოლტერი: ადამიანები ცხოველებივით არიან. დიდები ჭამენ პატარებს და პატარები კი მათ ჰკბენენ.
ჰოპკინსი: ცოლი არ უნდა მოიყვანო, მაგრამ ამას რომ მიხვდე, ამისთვის ცოლი უნდა მოიყვანო.
უაილდი: ის ვინც ეძებს ლამაზ, კეთილ და ჭკვიან ქალს, ერთს კი არ ეძებს, არამედ სამს.