კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რომელი ანტიქართული ორგანიზაცია მოქმედებდა საქართველოში და რა გეგმები ჰქონდათ მის წევრებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

კრიმინალური ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, ყოველი მათგანი ცდილობდა ფაქტების დამალვას და ამ ამბავს არ ახმაურებდა. საბაბად კი  საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციის ბრალდება მოჰყავდათ, რაც თითქოსდა, ამ საქმის გახმაურებას შეიძლება, გამოეწვია. ხელისუფლების მხრიდან ასეთი განმარტება აბსოლუტურად არაადეკვატურია და ამიტომ, გთავაზობთ ამ საქმის ძირითად მომენტებს. თუმცა, მთავარი გმირების ვინაობები და მოქმედების ადგილი და დრო შევცვალეთ. ვინმესთან ან რამესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...
                                     ეგრეთ წოდებული „ფეხი“
ეგრეთ წოდებული, „ფეხი“ ქუჩურ ჟარგონზე „მცირე კალიბრის“ ნარკოკურიერს ნიშნავს, ანუ ადამიანს, რომელსაც მცირე რაოდენობის (დიდ პარტიებთან შედარებით) სხვადასხვა ნარკოტიკი მიაქვს მომხმარებელთან. „ფეხის“ მოქმედების სქემა საკმაოდ დახვეწილი და ეშმაკურია. მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული, „ფეხი“ ნარკომომხმარებლებისგან ნარკოტიკების შესაძენ თანხას აკრეფს, მიდის ეგრეთ წოდებულ, „ნარკობარიგასთან“ და მას ფულს აძლევს. „ნარკობარიგა“ კი, „ფეხს“ უხსნის, თუ სადაა გადამალული იმ რაოდენობის ნარკოტიკები, რისთვისაც მან ფული უკვე მიიღო. „ფეხი“ სამალავიდან იღებს ნარკოტიკებს და უკვე თავის სამალავში ინახავს. შემდეგ უკავშირდება ნარკომომხმარებლებს და უმხელს მათ ნარკოტიკების ადგილსამყოფელს. ამგვარად, ამ მანიპულაციის ყველა ფაზა ისე მიმდინარეობს, რომ ნარკოდანაშაულთან მებრძოლ ადამიანებს ნარკორეალიზატორების ფაქტზე დაჭერა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ... მსგავსი სქემით მოქმედებდა, ეგრეთ წოდებული, „ფეხი“, ვახნიკ კობლეშოვი, რომელიც 2002 წლის 21 ივლისს თავმოკვეთილი იპოვეს მისსავე მანქანაში, შავი ფერის „ბეემვეში“ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მიტოვებული, ნახევრად დანგრეული შენობის წინ.
                                                                    ორგანიზაცია „აგ“
                                                                     და გეგმა „პუგ“

ვახნიკ კობლეშოვი 34 წლის უცოლშვილო მამაკაცი იყო და იმ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, რომლებიც რამდენიმე ასეული ათასია საქართველოში და კომპაქტურად სახლობენ ქვეყანაში, კონკრეტულად კი – თბილისში. თავად თავმოკვეთილი კობლეშოვიც თბილისის მკვიდრი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა – 41 წლის ხურსიკი და 43 წლის ოგაში. ორივე საქართველოს, ეგრეთ წოდებულ, სასაზღვრო ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მეზობელი რესპუბლიკიდან ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი კურატორები იყვნენ. ხურსიკი და ოგაში ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდნენ. მათ ფულს უხდიდნენ და თავისუფლად შემოჰქონდათ ნარკოტიკები, რომლებიც შემდგომ ძირითადად ეთნიკურ ქართველებზე ვრცელდებოდა. ხურსიკმა და ოგაშმა დამარხეს თუ არა უმცროსი ძმა, კერძო დეტექტივს, 42 წლის შერმადინ ქონდარელს დაუკავშირდნენ, რომელიც ძველი მილიციელი იყო, მაიორის ჩინს მიაღწია და სამსახურიდან ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს კორუფციის გამო დაითხოვეს. უსინდისობის მიუხედავად, შერმადინ ქონდარელი მაღალი პროფესიონალი იყო და ყველა სფეროში ფართო კავშირები გააჩნდა. კერძო სამძებრო „კანტორა“ ჰქონდა გახსნილი და ფულსაც გვარიანად შოულობდა. მისი უწყება, ბინძური საქმეებითაც იყო დაკავებული და მკვლელობის შეკვეთებსაც კი იღებდა. ერთი სიტყვით, ქონდარელი, რომ იტყვიან „ქსივიანი ნაძირალა“ და ქართული სახელმწიფოს მტერი იყო. ძმებმა მკვლელის მოძებნა სწორედ მას დაავალეს, ყოფილმა მილიციელმა კი ძალიან მალე მოახერხა და შეიტყო, რომ ვახნიკ კობლეშოვს თავი მოჰკვეთა პოლიციის იმჟამად მოქმედმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ მხეიძემ. ზურაბს ნარკოტიკული მოწამვლისგან 18-18 წლის ტყუპი ვაჟი გარდაეცვალა და ამაში დამნაშავე სწორედ ვახნიკი იყო, რომელმაც ჰეროინში თაგვის წამალი შეურია... ზურაბმა მას მიაგნო, ყველაფერში გამოტეხა და თავიც მოჰკვეთა. როდესაც ქონდარელმა კობლეშოვებს მათი ძმის მკვლელის ვინაობა შეატყობინა, მათგან ზურაბ მხეიძის ლიკვიდაციის შეკვეთა მიიღო და გასამრჯელოდ კიდევ 10 ათასი დოლარი გადაუხადეს. ეს საქმე მოქმედ პოლიციელს, ვინმე სოზარ ბილინს უნდა შეესრულებინა და ვიცე-პოლკოვნიკი მისსავე სადარბაზოში უნდა მოეკლა, საბურთალოზე. თუმცა, მხეიძე წინასწარ ელოდა თავდასხმას და ბილინიც უკვე გაშიფრული ჰყავდა. ამიტომ თავის ორ მეგობართან – გივი ჯოხაძესთან და პაატა კოპალეიშვილთან, ერთად ბილინი განაიარაღეს და საგურამოში, კოპალეიშვილის აგარაკზე გაიტაცეს. შემდგომ კი, მიჰყვნენ დანაშაულებრივ ჯაჭვს და ჯერ შერმადინ ქონდარელსა და მის კანტორაზე გავიდნენ, შემდეგ ხურსიკ და ოგაშ კობლეშოვებზე. ოთხივე ეს ადამიანი მხეიძემ და კამპანიამ საგურამოში ერთად შეკრიბეს. ყველაზე მთავარი კი, ის იყო, რომ კობლეშოვები სასტიკი წამების შემდეგ გამოტყდნენ, რომ იყვნენ საიდუმლო ანტიქართული ორგანიზაციის „აგ-ის“ აქტიური წევრები. „აგ“ – რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს: „ანტიგრუზინსკაია გრუპა“ („ანტიქართული ჯგუფი“). მათი შტაბ-ბინა თბილისში, საბურთალოზე, ვინმე არშან არშანოვის ფეშენებელურ ბინაში მდებარეობდა. მხეიძემ და მისმა მეგობრებმა მოტყუებით შეაღწიეს არშანოვის ბინაში და იქ აღმოაჩინეს გეგმა „პუგ“, რაც ასევე რუსულენოვანი აბრევიატურაა და ასე იშიფრება: „პლან უნიჩტოჟენია გრუზინ“ (ქართველების განადგურების გეგმა). მხეიძემ და კამპანიამ არშანოვი და დანარჩენები ვიდეოკამერაზე ჩაიწერეს და მას ანტიქართული გეგმის დოკუმენტაცია დაურთეს. მასალები, შესაბამის ძალოვან სტრუქტურას გაუგზავნეს. კობლეშოვები ქონდარელსა და ბილინს დაახოცინეს, ყველაფერი ფირზე ჩაიწერეს და პოლიციაში გადააგზავნეს. შემდეგ ორივე მკვლელი და არშან არშანოვი გაკოჭილი დატოვეს მანქანაში და მთავარ პროკურატურაში დარეკეს... იმ მომენტისთვის მხეიძისა და მისი მეგობრების ვინაობა ძალოვნებმა არ იცოდნენ და მათ ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ...
                                                                  ფარული მოლაპარაკება
ქონდარელი, ბილინი და არშან არშანოვი თავდაპირველად დააპატიმრეს. მათი საქმის გამოძიებას შეუდგნენ. ახლობლებმა ძმები კობლეშოვები დაასაფლავეს. ამ დროს კი, მათ რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დიდი არეულობა იწყებოდა. თუმცა, ყველაფერი უცებ ჩაწყნარდა. მეზობელი რესპუბლიკიდან მათი მთავრობის მაღალჩინოსანი ჩამოვიდა თბილისში და ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს ხელისუფალს შესთავაზა, რომ ეთნიკურ არეულობას აღმოფხვრიდა, თუ არშან არშანოვს გაათავისუფლებდნენ, თანაც, ორგანიზაცია „აგ-ის“ საქმე უნდა შეწყვეტილიყო. საქართველოს ხელისუფლება „მოძმეებს“ გაურიგდა და ჯერ არშანოვი გაათავისუფლა და „აგ-ის“ საქმის ძიება შეწყვიტა, შემდეგ კი ქონდარელი და ბილინი გააქრეს – ისინი „წამალში გაპარულები“ აღმოაჩინეს საკანში... ამით მოწმეები მოიშორეს. თუმცა, მხეიძის ძებნას ინტენსიურად აგრძელებდნენ და მიაგნეს კიდეც. ვიცე-პოლკოვნიკი და მისი მეგობრები გაშიფრეს, მაგრამ გვიან იყო – მეგობრების ტრიოს უკვე დაეტოვებინათ  საქართველო.
P.S. სარწმუნო წყაროს ცნობით, მხეიძესა და მის მეგობრებს „აგ-ისგან“ სასკვდილო განაჩენი აქვთ გამოტანილი და მათ დღემდე ეძებენ.
скачать dle 11.3