კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ყურძნის დიეტა და სამ დღეში მინუს 2 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მედიცინაში არსებობს ყურძნით მკურნალობის პრაქტიკა და მას ამპელოთერაპია ეწოდება. ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, ამარცხებს გულის უკმარისობას, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს – ბრონქიტს, პნევმონიას, ასთმას და ორგანიზმში სისხლის ნაკლებობას. ყურძენი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, B, C და A ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს. ის, ასევე, მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას და აწესრიგებს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და  განდევნის ინფექციებს.
ამ დიეტით სამი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, 2 კილოგრამზე მეტი დაიკლოთ. ამასთან, აივსოთ ენერგიით და გაწმინდოთ ორგანიზმი შლაკებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დროს შავი ყურძენი არ გამოგადგებათ.

                                              პირველი დღე
მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ: ნახევარი კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი ხაჭო და 50 გრამი შავი შოკოლადი.
                                               მეორე დღე
დღის განმავლობაში მიირთვით: 1,5 კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი მაწონი, 1 ცალი ბანანი.
                                                მესამე დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ: 2 კილოგრამი ყურძენი და 100 გრამი ხაჭო.
თუ გაქვთ ჭარბ ჭონასთან დაკავშირებული პრობლემები, ქრონიკული ჰიპერტონია, დიაბეტი ან კუჭის წყლული, ამ დიეტას თავი უნდა აარიდოთ.скачать dle 11.3