კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ გახდა მსოფლიოში ცნობილი სტილისტი, ბერიას ძალისხმევით, საბჭოთა დაზვერვის აგენტი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია გენიალური ინოვატორი იყო და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ გაგანია კომუნიზმის მშენებლობის პერიოდში საქართველოს დედაქალაქი მოწინავე ევროპულ ქალაქს დაემსგავსა.
ისტორიის დოქტორი იულია კარბიშევსკაია წერს: „ლავრენტი ბერიას „ქართული კარიერა“ (იგულისხმება ბერიას საქართველოში მოღვაწეობის წლები) საშინელი რეპრესიებისა და საყოველთაო შიშის ხანას დაემთხვა. ამ საშინელმა ტალღამ საქართველოსაც გადაუარა და საკმაოდაც დააზარალა, თუმცა რესპუბლიკის მმართველი ყველა ღონეს იყენებდა, რომ მსხვერპლი, რაც შეიძლება, ნაკლები ყოფილიყო. პარალელურად კი, ყოველდღიური აღმშენებლობით იყო დაკავებული და კვირა არ გაივლიდა, რომ თბილისში რაიმე სიახლე არ დაენერგა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ოცდაათიან წლებში, სწორედ ბერიას მმართველობის დროს შეიქმნა თბილისში სილამაზის სალონების ქსელი, რომელსაც ცნობილმა ფრანგმა სტილისტმა ჟან ლეპენმა ჩაუყარა საფუძველი. მან გარკვეული პერიოდი საქართველოში იმუშავა, შემდეგ კი პარიზში დაბრუნდა, ანალოგიური ქსელი შექმნა და მსოფლიო სახელიც მოიხვეჭა. ასე რომ, ევროპული ყაიდის საპარიკმახეროები პარიზზე ადრე თბილისში ფუნქციონირებდა და მსოფლიო მოდის ქალაქში (პარიზში) ეს სისტემა მხოლოდ ხუთი წლის მერე შეიქმნა. ამ ყველაფრის ინიციატორი, იდეის სულის ჩამდგმელი და ხელშემწყობი კი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია იყო. 24 წლის ჟან ლეპენს ბერია შემთხვევით  შეხვდა აბასთუმანში. ფრანგი ყმაწვილი საქართველოში ექიმის რჩევით იყო  ჩამოსული, ორთვიანი ვიზით. მას სუსტი ფილტვები ჰქონდა და სუფთა ჰაერითა და ნატურალური პროდუქტებით მკურნალობდა. ბინა ჰქონდა ნაქირავები. ბერია აბასთუმანში საკურორტო ადგილის შესარჩევად იყო ჩასული. ფრანგს შემთხვევით შეხვდა და გამოელაპარაკა. ორი კვირის შემდეგ კი მანქანა გაუგზავნა, კაბინეტში მიიწვია და სილამაზის სალონების შექმნა შესთავაზა, რაზეც ლეპენი დათანხმდა. 1933-1938 წლებში თბილისში თორმეტი სალონი ფუნქციონირებდა, სადაც ლეპენის მიერ მომზადებული სტილისტები მუშაობდნენ და დედაქალაქელთა და დედაქალაქის სტუმრების სილამაზეზე ზრუნავდნენ. ნიშანდობლივია, რომ სალონებში იმ დროისთვის მოწინავე ხელსაწყო-დანადგარები იყო დამონტაჟებული, რომლებიც გერმანიაში იყო დამზადებული და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ბარტერული ხელშეკრულებით ჩამოტანილი. ასევე, ლავრენტი ბერიას საზრიანობისა და მოხერხებულობის წყალობით, „ზოლინგენის“, „მერსედესისა“ და „ჰენკელის“ საწარმოებს, სადაც ხელსაწყოები მზადდებოდა, უმაღლესი ხარისხის მანდარინები და ჩაი მიაწოდეს, სანაცვლოდ კი დანადგარები მიიღეს.
სხვათა შორის, თბილისის საპარიკმახეროებში ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე შემორჩა ეს ნივთები და დანადგარები, რომლებმაც 70 წელი გაძლეს და ალბათ, კიდევ დიდხანს იმუშავებდნენ, თუმცა, ისინი ჯართში ჩააბარეს. სხვათა შორის, მათ უმრავლესობას ფაშისტური სვასტიკა ერტყა, რადგან უკვე ჰიტლერული მმართველობისას იყო დამზადებული...
ლეპენი მას მერე დაბრუნდა პარიზში, რაც ბერია მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სილამაზის სალონები მოსკოვში თბილისის მიბაძვით გაკეთდა და ეს მას მერე მოხდა, რაც სტალინმა გასცა ასეთი განკარგულება. ერთი სიტყვით, ბერია თავის სტიქიაში იყო და სტალინის მიერ სანიმუშოდ გამოცხადებულ მოსკოვს ბევრ რამეში უსწრებდა. საბჭოეთის დედაქალაქში მხოლოდ მას მერე კეთდებოდა ის, რაც საქართველოს დედაქალაქში კარგა ხნის განხორციელებული იყო“.
ძალიან საინტერესო გაგრძელება ჰქონდა ჟან ლეპენისა და ლავრენტი ბერიას ურთიერთობებს. ბერია რომ „ენკავედეს“ უფროსი გახდა, ფრანგი სტილისტი პარიზში დაბრუნდა, თბილისის ანალოგიური სისტემა დანერგა და სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ათეულობით სალონი გახსნა. ძალიან პოპულარული გახდა და მასთან ოკეანისგაღმიდანაც კი ჩამოდიოდნენ ელიტური ჯენტლმენები და ქალბატონები. ევროპიდან კი ლეპენს „შემოსევა“ ჰქონდა და ყველა მაღალი წრის ადამიანი მხოლოდ მასთან ლამაზდებოდა...
არსებობს გამოთქმა – სასარგებლო სასიამოვნოსთან უნდა შეათავსოო და ლავრენტი ბერიაც ხშირად ამ პრინციპს მისდევდა. ლეპენს სილამაზის სალონები გააკეთებინა, თან მუსიე ჟანის თავისი უწყების სამსახურში ჩაყენებაც არ დავიწყებია. ბერიას დავალებით, ქართველმა „ჩეკისტებმა“ ფრანგს ისეთი „იდეოლოგიური ლექციები“ ჩაუტარეს და ლეპენი ისე იყო მოხიბლული ინტელექტუალი ბერიათი, რომ ყოველგვარი იძულების გარეშე დათანხმდა საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობაზე. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ჟან ლეპენი საბჭოთა საგარეო დაზვერვის უძვირფასესი თანამშრომელი იყო და პარიზში ფუნქციონირებადი სილამაზის სალონების ქსელი საბჭოთა დაზვერვის არალეგალური ბინებიც იყო. ამ ქსელის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ჩვენთან თანამშრომლობდა და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც ვიღებდით. ამ სალონებში ევროპის მთელი ელიტა იკრიბებოდა და მათგან ბევრ საგულისხმო ამბავს ვიგებდით. იყო ზოგიერთი მათგანის გადმობირების შემთხვევებიც. საფრანგეთის ოკუპაციის დროს ლეპენის სალონები ორმაგი დატვირთვით მუშაობდა და ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობასაც ეხმარებოდა. იქ იმალებოდნენ გაქცეულები, ამზადებდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს. ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ პროკლამაციებს. თუმცა, მოღალატის წყალობით, ლეპენის ქსელი გაიშიფრა და „გესტაპომ“ მისი მეპატრონე დააპატიმრა. მას საშინელ პირობებში ამყოფებდნენ, აიძულებდნენ, გაეცა ფრანგი პატრიოტები. ფაშისტებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ლეპენი ჩვენზე მუშაობდა. სასტიკი წამების მიუხედავად, ლეპენი გმირულად იტანდა ტკივილს და ხმას არ იღებდა. ჩვენმა კაცმა  პარიზის „გესტაპოდან“ გვაცნობა, რომ ცოტაც და ლეპენი ან მოკვდებოდა, ან წამებას ვერ გაუძლებდა  და რომ ალაპარაკებულიყო, ბევრი ადამიანი დადგებოდა დარტყმის ქვეშ. ამიტომ, ლავრენტი ბერიას ბრძანებით, საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოპერატიულმა ჯგუფმა პარიზის „გესტაპოდან“ ჟან ლეპენი გაიტაცა და პირდაპირ მოსკოვში ჩამოიყვანა“.
ფრანგი სტილისტი სამშობლოში 1948 წელს დაბრუნდა, მანამდე კი ოთხჯერ მოინახულა თბილისი, სადაც მის ბრწყინვალე ბიზნესს ჩაეყარა საფუძველი. ჟან ლეპენი 1999 წელს 80 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. უკანასკნელ წლებში მან გამოაქვეყნა თავისი ცხოვრების ამსახველი წიგნი, სადაც დიდი ადგილი უკავია ბერიასა და თბილისს, რომლებსაც ცნობილი ფრანგი დიდი სიყვარულით მოიხსენიებს.
скачать dle 11.3