კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ გადააწევინა სტალინმა ჰიტლერს ომის დაწყების თარიღი

ნინო კანდელაკი ანრი შავლაძე

ჰიტლერული გერმანიის სწრაფი მოდერნიზაციისა და გაძლიერებული, ფორსირებული საომარი მზადების პარალელურად, სტალინი დროის მოგებას ცდილობდა, რათა დიდი ომის დაწყების თარიღი, შეძლებისდაგვარად, უფრო შორს გადაეწია.
„ჯერ დიდი ომის საწარმოებლად სათანადოდ მზად არა ვართ“, – იმეორებდა ხოლმე დიდი ბელადი სხვადასხვა დონის შეხვედრებზე და ეკონომიკის დაჩქარებულ ზრდას ესწრაფოდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, 1937 წელს გაორმაგდა ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვება, აღმოჩენილი იქნა ახალი, სხვადასხვა დანიშნულების ძვირფასი საბადოები, რომელთა დამუშავება დაუყოვნებლივ ხორციელდებოდა: გაიზარდა ყველა სახის სამხედრო შეკვეთები და რაც მთავარია, დაჩქარებული ტემპებით ხორციელდებოდა წითელი არმიის გადაიარაღება. ყოველივე ამის პარალელურად, სტალინი დიპლომატიურ საშუალებებსაც იყენებდა საიმისოდ, რომ როგორმე ჰიტლერისთვის გადაეფიქრებინა „აღმოსავლეთისკენ ლაშქრობა“, რაც ნაცისტების პროგრამაში პირდაპირ იყო ჩადებული.
„იგი, ფანატიკოსია და ასეთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ძალზე რთულია. თუმცა, ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და თუკი ეს სასურველ შედეგს მოგვცემს, არც მათთან დიალოგზე ვთქვათ უარი“, – ამბობდა სტალინი ჰიტლერზე.
იმავე წელს სტალინმა ჰიტლერთან ურთიერთობის დასამყარებლად ნელ-ნელა დაიწყო ნიადაგის მოსინჯვა. მან ჯერ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება სცადა და მცირერიცხოვანი დელეგაცია მიავლინა ბერლინში, მოგვიანებით კი ეს მისიები გაიზარდა და საბჭოთა და გერმანელი სპეციალისტები უფრო ხშირ და ფართო კონტაქტებს ამყარებდნენ ერთმანეთთან. პარალელურად, გაძლიერდა სადაზვერვო საქმიანობა ორივე ქვეყანაში და საბჭოთა „ჩეკისტებმა“ რამდენიმე წარმატებული ოპერაციის განხორციელება შეძლეს გერმანიაში. ერთი სიტყვით, სტალინი ნებისმიერ საკითხს ყოველთვის სახელმწიფოებრივი, სახალხო პოზიციიდან უდგებოდა და ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც კი უხდებოდა. გერმანიასთან კავშირების დამყარების მცდელობის გამო, საბჭოთა მეთაურს რამდენჯერმე არაოფიციალური ნოტაც კი გაუგზავნეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის მთავრობებმა. საყვედურები სტალინს თავიანთი ქვეყნების ელჩების პირით შეუთვალეს, თუმცა, მან ძალზედ კორექტულად მოიგერია, ვიწრო წრეში კი ასეთი რამ განაცხადა: „საფრანგეთი და ბრიტანეთი მე გერმანიასთან საერთო ენის გამონახვის მცდელობისთვის მსაყვედურობენ, მაგრამ მათ რომ საშუალება მიეცეთ, უარესს იზამენ“. სტალინის ეს სიტყვებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში მათ მიუნხენის სამარცხვინო გარიგება დადეს ჰიტლერთან. წლის მეორე ნახევრისთვის სტალინმა საბჭოთა დაზვერვას სტრატეგიულ ამოცანად  ფაშისტური გერმანიის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული ნაკადის მიწოდება დაუსახა. ამ ამოცანის მიზანი მზარდი აგრესიული სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანა და მთავარი დარტყმის მიმართულების შეცვლა იყო. „ჰიტლერმა უნდა გაიგოს, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმა ახლა მას არავითარ წარმატებას არ მოუტანს, ამიტომ უნდა ჩავაწვეთოთ, რომ ასეთი კამპანიის დაწყებისთვის ჯერ მძლავრი ბუფერული ზონის შექმნა, ანუ სხვა სახელმწიფოების დაპყრობაა საჭირო“, – იმეორებდა სტალინი, თუმცა მშვენივრად უწყოდა, რომ 1937 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, სამხედრო კუთხით, უფრო დიდი განსხვავება იყო გერმანიის სასარგებლოდ, ვიდრე 1941-ში. „ნებისმიერი თქვენი დეზინფორმაცია, – მოძღვრავდა სტალინი ფიტინს, – აბსოლუტურ სიმართლეს უნდა ჩამოჰგავდეს და მტერმა არ უნდა იცოდეს, რა ძლიერ ჩამოვრჩებით მას“. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაციული ოპერაცია თავად სტალინის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, რამაც უამრავი თანხა შთანთქა, მაგრამ საკმაოდ დიდი ეფექტი მოიტანა და, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1937 წელს შედგენილი საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა სამი წლით გადააწევინა ჰიტლერს. გეგმის მიხედვით, წითელი არმიის სასწავლო პროგრამა სატანკო მანევრებს მოიცავდა. იმ პერიოდისთვის, საბჭოთა კავშირს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 8 ათასი ტანკი ჰყავდა. ცრუ გეგმის მიხედვით, რომელიც შეგნებულად ჩაუგდეს ხელში მტერს, აგვისტოში, ხუთი უდიდესი სატანკო სწავლება უნდა ჩატარებულიყო ციმბირში, ყაზახეთში, ცენტრალურ რუსეთში, ტაჯიკეთსა და ურალში. გეგმაში ეწერა, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობა უნდა მიეღო 35 ათას ტანკს, ანუ მთელი შეიარაღების (იგულისხმება ტანკები) ნახევარს. სინამდვილეში, სულ 8 ათასი ტანკი გვყავდა მთელს არმიაში, ხოლო დეზინფორმაციაში 70 ათას ტანკზე იყო საუბარი.
ერთი სიტყვით, საბჭოთა დაზვერვამ ჰიტლერელთა ჯაშუშები ხუთივე სატანკო სწავლებაზე დაასწრო და საკუთარი თვალით აყურებინა 35 ათასი საბჭოთა ტანკის მძლავრი შეტევა. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირმა სულ 7 ათასი ტანკი გამოიყენა, მაგრამ ეს ტექნიკა მომზადებული პლატფორმების მეშვეობით ერთი სწავლებიდან მეორეზე გადაჰყავდათ და რას წარმოიდგენდნენ ფაშისტი ჯაშუშები, თუ ეს ყოველივე გრანდიოზული დეზინფორმაცია იყო, რამაც ჰიტლერს ომის დაწყების თარიღი გადააწევინა  – იმ პერიოდისთვის ჰიტლერს სულ 18 ათასი ტანკი ჰყავდა და ასეთი მინუსით ომის დაწყება ვერ გაბედა.
скачать dle 11.3