კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 თხილი – კიბოსა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მეცნიერებმა თხილში კიბოს უჯრედების გამანადგურებელი ნივთიერება - პაკლიტაქსელი აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში მხოლოდ იშვიათი, ველურად მზარდი ხის – წყნარი ოკეანის ტისის მერქანში მოიპოვება.
ძირითადი სარგებელი, რომელიც თხილს ადამიანის ორგანიზმისთვის მოაქვს, გულის კვებაში მდგომარეობს. ის გულის გლუვი კუნთის მუშაობის სტიმულირებას ახდენს, აუმჯობესებს სისხლძარღვთა მუშაობას – ელასტიკურობას ანიჭებს, ორგანიზმიდან აძევებს ჭარბ ქოლესტერინს.
თხილის შემადგენლობაში შედის PP, A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, K ვიტამინები. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლინს – ამინომჟავას, რომელიც ტვინის მოქმედებას ააქტიურებს. მის შემადგენლობაში შემავალი მინერალები ძალზე მრავალფეროვანია: თუთია, კალიუმი, კალციუმი, კობალტი, მანგანუმი, ფტორი, რკინა, სპილენძი და სხვა. პოლიგაჯერებული ცხიმ-მჟავები თხილში წარმოდგენილია გლიცერიდებით, ოლეინის, სტეარინის, პალმიტინის მჟავებით. თხილში შემავალი ცხიმები 70 პროცენტს შეადგენს. ის მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ნახშირით.
ენერგეტიკული ღირებულებით 8-ჯერ უსწრებს რძეს (3,5 პროცენტი) და 2-3-ჯერ – თეთრ პურს.
თხილის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას. ის დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობაზე, აქრობს მეტეორიზმს, ხელს უწყობს ლაქტაციის მომატებასა და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობას.
თხილი საოცრად დადებითად მოქმედებს ბრონქებისა და ფილტვების სისტემაზე, ააქტიურებს კანის საფარის ქსოვილის აღდგენას, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია ტროფიკული წყლულებისა და დამწვრობების დროს.
თხილი ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, აწესრიგებს კაპილარების გამტარუნარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვთა სისტემას, უხდება ტრომბოფლებიტს, ჰიპერტონიასა და ჰიპოტონიას. გარდა ამისა, ის წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქრობს ლპობის გამომწვევ ბაქტერიებსა და პათოგენურ ორგანიზმებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
თხილი ცნობილია, როგორც ტვინის მოქმედების სტიმულატორი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრირებას უკეთებს მას, ააქტიურებს ადამიანის რეაქციებს.
მას სქესობრივი ფუნქციების შესუსტების დროსაც იყენებენ. თხილის რეგულარული მოხმარება თავიდან აგვაცილებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. გლიკემიის დაბალი ინდექსის გამო, სასურველია, მისი ჩართვა დიაბეტიკების რაციონში, თუმცა დიაბეტის რთული ფორმების დროს – უკუნაჩვენებია.
თხილი სასარგებლოა დასუსტებული ჯანმრთელობის მქონეთათვის, მხცოვანი ასაკის ადამიანებისთვის.
თხილი აუცილებელი კომპონენტია ორსულთა რაციონში –  დადებითად მოქმედებს ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე. ის ახალშობილებში სამჯერ აქვეითებს ასთმის შესაძლო პათოლოგიების რისკს.
თხილში ფიტოსტეროლების, კაროტინოიდებისა და ფლავონოიდების სიჭარბე ადამიანს გახდომასა და ნორმალური წონის შენარჩუნებაში ეხმარება.
თხილის ფოთლების ნახარში: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი. ამის შემდეგ გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი 2-3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.
თხილის გული საგულდაგულოდ გასრისეთ, დაამატეთ წყალი (200 გრამი თხილის გული 200 მილილიტრ წყალზე) და მოურიეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს.
200 გრამი თხილის გული შეურიეთ 50 გრამ თაფლს. მიიღეთ სისხლნაკლებლობის დროს 25 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
თხილიდან გამოწურულ ზეთს კვერცხის ცილას ურევენ და დამწვრობებს არჩენენ, ასევე ისვამენ თავზე თმის გასაჯანსაღებლად.
თხილის ფოთლების ნაყენი: 20 გრამი დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი 4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე კუჭ-ნაწლავის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის მკურნალობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის წყლულის, კანქვეშა სისხლჩაქცევების დროს.
სწორი შენახვისას თხილი 12 თვე ვარგისია.
გამჭვირვალე შეფუთვაში თხილი, ნიგოზი და სხვა მსგავსი პროდუქტი ვერ ძლებს. შესაბამისად, მისი გემოც მძაღეა, პროდუქტი კი – ჯანმრთელობისთვის საშიში. გარჩეული თხილის ბაზარში შეძენა რეკომენდებული არ არის, რადგან არსებობს მისი სოკოვანი დაავადებით დასნებოვნების შანსი, თანაც, ვერ მივხვდებით, საქონელი ვადაგასულია თუ არა. თუ თხილი ნესტიანია, მუქი ლაქები, უსიამოვნო სუნი და მძაღე გემო აქვს, ესე იგი, უხარისხოა და თქვენს ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს.
შინაურ პირობებში, გარჩეული თხილი ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, სინათლისა და სხვა სუნისთვის მიუღწეველ, გრილ და მშრალ სათავსში.
არ არის რეკომენდებული თხილის ნაჭუჭში შენახვა, რადგან ის სწრაფად შრება და სასარგებლო ნივთიერებების დიდ წილს კარგავს.
თხილის უკუჩვენებები – თხილის მიღება რეკომენდებული არ არის დიაბეტის მძიმე ფორმების, გაცხიმოვნების, დიათეზის დროს, ღვიძლის პრობლემებისა და ინდივიდუალური აუტანლობისას.
თხილის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად ვითარდება სისხლძარღვების, კუჭის სპაზმები, თავის ტკივილი და თავბრუხვევა.скачать dle 11.3