კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა იწვევს ძილში ლაპარაკს და კბილების კრაჭუნს და როგორ ვუმკურნალოთ მას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

სომნოლოკია – ასე ჰქვია ლათინურად ძილში ლაპარაკს. მედიკოსების აზრით, ძილის დროს ასეთი აქტიურობა გადატანილი სტრესის შედეგია. თუ ადამიანს ძილში ლაპარაკის გარდა არანაირი სხვა ნევროზული რეაქცია არ აღენიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის. მაგრამ შესაძლოა, ძილში ლაპარაკი ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა სიმპტომებიც. ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭიროა მაშინ, თუ ადამიანს ძილში ლაპარაკის დროს:
• სახე უწითლდება, მეტისმეტად ოფლიანდება, უძლიერდება ნერწყვდენა, ხედავს კოშმარებს, ყვირის, აქვს მოხრჩობის შეტევები, აკრაჭუნებს კბილებს, მთვარეულივით დადის სახლში, ახალგაღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, გამოფხიზლება უჭირს, გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.
ნევროპათოლოგთან მისვლამდე დააკვირდით:
• რამდენად ხშირად ლაპარაკობს ძილში ადამიანი, სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ყვება, აკვიატებული ხომ არ აქვს ერთი და იგივე თემა, გარკვევით ლაპარაკობს თუ არა, რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის შედეგია.
კიდევ ერთი ძილში დამახასიათებელი არცთუ ისე სასიამოვნო ჩვევაა კბილების კრაჭუნი, ანუ ბრუქსიზმი, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის უპირატესად ღამით ვლინდება, დღისით კი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს.
ბრუქსიზმი უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება და 7-8 წლის ასაკში თავისთავად გაივლის ხოლმე. შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც აღინიშნება უფროსებშიც.
თანამედროვე მონაცემებით, ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიები.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ:
• ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ბრუქსიზმის ინტენსივობა სტრესულ სიტუაციაში იმატებს. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ძილის დროს ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც გვხვდება.
თუკი ბრუქსიზმი ადამიანის ხანგრძლივ დაავადებად იქცა,  შესაძლოა, სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს და სიმპტომები უკვე არა ძილში, არამედ სიფხიზლეში გამოვლინდეს. ბრუქსიზმმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების პათოლოგიური ცვეთა, კარიესი და თავის ტკივილები. თუ ბრუქსიზმის ეპიზოდები დიდხანს გრძელდება, შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს რბილი ქსოვილებიც კი. ბრუქსიზმის ძლიერი შეტევების დროს, გაღვიძებისას ადამიანი გრძნობს თავის, კბილებისა და ზოგჯერ სახის ტკივილსაც კი. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
თუ ბრუქსიზმი უეცრად განვითარდა ზრდასრულ ადამიანში, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ღამის ეპილეფსია და თავის ტვინის დაავადებები. თუ ბრუქსიზმი ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც, აუცილებელია მოგვარდეს ყველა არსებული სტომატოლოგიური პრობლემა და უპირველეს ყოვლისა თანკბილვის დეფექტები. ეფექტურია კალციუმის, მაგნიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პრეპარატები.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრუქსიზმის ძირითადი მიზეზი ხშირად სტრესია, ეფექტურია ზოგადი ანტისტრესული მეთოდები: რაციონალური და რეგულარული კვება ნახშირწყლებისა და კოფეინის შეზღუდვით, ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა და თბილი აბაზანა, ასევე, სწორად შერჩეული დღის რეჟიმი და სამუშაო გრაფიკი.
скачать dle 11.3