კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა პრობლემები ექმნება მამაკაცს ოჯახში, როცა ცოლს მეტი ხელფასი აქვს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

საზოგადოებაში მიღებულია, რომ ოჯახი მამაკაცმა უნდა არჩინოს. ის უნდა იყოს მთავარი „შემომტანი“ და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიმღებიც. თუ ქალი ფულს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიმუშავებს, მამაკაცი ამაზე მხოლოდ გაიღიმებს და იტყვის, რომ საყვარელი მეუღლე ერთობა. თუმცა, დიდი ხანია, ქალის ფუნქცია გააქტიურდა. დღეს ქალი რამდენიმე „ფრონტზე“ ერთად „იბრძვის“. ეს კი მამაკაცებს დიდად არ მოსწონთ. დიახ, ქალმა უნდა იმუშაოს – კაცები ამას ხმამაღლა ამბობენ, მაგრამ აქტიური ქალი რეალურად პრობლემებს უქმნით.

თინიკო (35 წლის): ქართველი კაცები სულ ტყუილად დებენ ევროპელობაზე თავს. მათ შეიძლება, უნდათ, რომ სტერეოტიპებისგან თავისუფლები იყვნენ, მაგრამ აშკარად არ გამოსდით. მე სხვების მაგალითებიც მსმენია და რატომღაც მეგონა, ცოლები აზვიადებდნენ, სანამ მე თავად არ აღმოვჩნდი რეალობის წინაშე. რა რეალობისო, მკითხავთ – ისეთი პრობლემები მაქვს, გამაოგნებელი. შოკიდან ვერ გამოვდივარ. არადა, ურთიერთობას როცა ვიწყებდით, ჩემს ქმარზე უწყინარი, პროგრესული და თავისუფალი არავინ მეგონა. იცით, რა „გამოსვლები“ ჰქონდა? შესაშური. როცა ვუსმენდი, ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ განსაკუთრებულად კარგი ქმარი მეყოლებოდა.
– „განსაკუთრებულად კარგი“, ანუ... როგორი? რა იყო „სიკარგის“ შესაფასებელი კრიტერიუმი?
– მესმის თქვენი. ზოგ ქალს ისეთი მოთხოვნები აქვს, გაოცდები. მაგალითად, ვიღაცებისთვის მთავარია, მის ქმარს ფული ჰქონდეს, სხვა არაფერი აინტერესებს. ისეთ რამეებზე დახუჭავს თვალს, ღირსებაზე ლაპარაკიც რომ ზედმეტია. მე არ  მესმის იმ ქალების. თუმცა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემი განსასჯელი არ არის, ვის რა მოსწონს და რატომ. ჩემთვის პირადად, კარგი ქმარი ნიშნავს მამაკაცს, რომელიც აფასებს ცოლს, როგორც პიროვნებას. მასში სრულფასოვან პარტნიორს ხედავს და თავისუფლებას არ უზღუდავს.
– ასეთი მამაკაცები არსებობენ?
– რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემი ქმარი არ აღმოჩნდა მათ შორის. ანუ, მეგონა, რომ ასეთი იყო, მაგრამ ძალიან გამიცრუა იმედი. სანამ ოჯახს შევქმნიდით, მშვენივრად ნიღბავდა თავის რეალურ სახეს. ორმაგად დაზარალებული ვარ – ერთი, რომ იმედი გამიცრუვდა, მეორე – სულ სხვა მამაკაცი შემრჩა ქმრად.
– რასაც ძალიან ნანობთ? მოტივაცია გაქვთ, რომ გაშორდეთ?
– გაშორებაზე მიფიქრია. ვერ მოგატყუებთ. ზოგჯერ ისეთ შეურაცხყოფას მაყენებს, გული ყელში მებჯინება.
– შეურაცხყოფას – რის გამო?
– ჩემი დამოუკიდებლობის და პრინციპულობის გამო. ერთხელ ვუთხარი, რომც მიღალატო, დიდად არ ვიდარდებ, იმიტომ რომ ფეხზე მყარად ვდგავარ. მიყვარხარ, მაგრამ თავს არ დავიმცირებ, ხვეწნას არ დაგიწყებ-მეთქი. გადაირია, რისთვის მინდა ცოლი, რომელსაც არაფრად ვუღირვარო – ხომ ხვდებით, ყველაფერი უკუღმა გაიგო. თავის უკუღმართ ტვინში ისე გადახარშა, როგორც თავად აწყობდა. კაცები ხომ სწორხაზოვნად აზროვნებენ. „შაბლონური“ მიდგომა აქვთ ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. ვერ გამოდიან სტერეოტიპული ჩარჩოებიდან. არ უნდათ, თუ არ გამოსდით, არ ვიცი. ძალიან ხშირად მაქვს კონფლიქტი ჩემს ძვირფას მეუღლესთან. უკვე ისიც აღარ მოსწონს, რომ ჩემი ფული მაქვს. მაგის გამო გაგივიდა თავს, ჩემი ხელის შემყურე უნდა იყო და მაგსიგრძე ენა აღარ გექნებაო. ვერ გავიგე, რა უნდა. ფული ხომ ოჯახში მომაქვს? ხომ  ერთად ვხარჯავთ? ხომ მინდა, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ბედნიერი მომავალი? რას ითხოვს, წარმოდგენა არ მაქვს. ნერვოზი დამმართა. ეტყობა, მართლა უნდა, საკუთარი შემოსავალი არ მქონდეს და ველოდო, როდის გაიმეტებს ჩემთვის ტუჩის ფანქრის ფულს. ასეთი უსამართლობა არ მესმის. თუ ვუყვარვარ, ჩემი კარიერული წარმატება ხომ უნდა ახარებდეს? აშკარად, პირიქით, არის. დაბოღმილი დაიარება მას მერე, რაც მე ხელფასი გამიზარდეს და შემოსავალი მასზე მეტი მაქვს. ხვალვე რომ მარტო დავრჩე, არაფრის საჭიროება არ მექნება.
– იქნებ თქვენ აშინებთ და ეუბნებით, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, მიატოვებთ.
– შეიძლება, წამომცდა ასეთი რაღაც, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ან პატივს არ ვცემ. პირიქით, მიყვარს, ამიტომ მწყინს მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ.
– ანუ, თქვენ შორის პრობლემები იმიტომ დაიწყო, რომ მასზე მეტი შემოსავალი გაქვთ?
– სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. რადგან მე მეტი შემოსავალი მაქვს, ამიტომ გადაწყვეტილებების მიმღების ფუნქცია დაკარგა. ამას პირდაპირ მეუბნება და იბოღმება. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ოჯახში გადაწყვეტილების მიღება ცოლ-ქმარს შორის შეთანხმებით უნდა ხდებოდეს? ეს ერთპიროვნული მბრძანებლობის სურვილი რა უბედურებაა! აი, ამაში „იჭედებიან“ კაცები. ვინ უთხრათ, რომ  სამყაროს „ცენტრები“  არიან, არ მესმის. ქალის პატივისცემა ვიცითო და როგორც კი ქალს რამე უპირატესობას შეამჩნევენ, ეგრევე „ჭედავენ“. არავითარი პროგრესული აზროვნება. ყველა კაცს უნდა, გულის სიღრმეში მაინც, ქალს ზემოდან უყუროს, განსაკუთრებით – ცოლს. ეს რაღაც მამაკაცური სენია, ნამდვილი ეპიდემია, რომლისგანაც ვერაფრით განიკურნენ. არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა, მაგრამ დათმობას არ ვაპირებ.
скачать dle 11.3