კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რყევით დაცული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რაც გკლავს, მაინც გაძლიერებს?

ლარის კურსმა ისევ აიშვა და 2,6-ის ზემოთ ფარგლებშიც კი იცურა (დოლართან მიმართებით). ცხადია, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სუბიექტურიც გვარიანად ემატება, თორემ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას, წესითა და რიგით, ვალუტის შემოდინება უნდა გაეძლიერებინა, ამ უკანაკნელს კი ლარი თუ არ გაემყარებინა, იმავე ნიშნულზე დაეტოვებინა, რაზეც იყო, მიუხედავად ობიექტური რყევისა.
ობიექტურ მიზეზთა შორის ამ ჩვენმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა (გიორგი ქობულიამ) ჩვენს მეზობელ თურქეთში ლირის გაუფასურება დაასახელა (ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორიაო).
მეორე მხრივ, ლარი ზარალდება იმიტომაც, რომ საქართველოს იმპორტი ექსპორტს ერთი ოთხად უსწრებს (ამიტომაც მოსალოდნელზე მეტად ირყევა, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სახელდობრ, თურქეთში ლირის გაუფასურება ფასებზე ნაკლებად აისახება, რადგან მათი იმპორტი ფეხზე მყარად დგას).
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა სიაში თურქეთის გარდა რუსეთიცაა და აზერბაიჯანიც და, თუ გავიხსენებთ, რომ მათი ვალუტებიც ხშირად ირყევა, საშველი არ ყოფილა?!
ცხადია, საშველი არის, თავად უნდა იქცე იმპორტიორად, თუმცა ჯერჯერობით ეს უფრო ფანტაზიაა, მაგრამ, მაგალითად, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გვაიმედებს, რომ „ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს უარყოფით გავლენებს. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს.“
აქედან გამომდინარე, იბადება რიტორიკული კითხვა: ბალიშებს თუ ავიფუმფულებთ, თუნდაც, ლარი გასამებულაო?!

скачать dle 11.3