კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვის უკეთებდა ამერიკაში საოცრებებს რატი დურგლიშვილი და ვინ ჩააგდო ის „შერყეულ“ მდგომარეობაში

ნინო კანდელაკი ნონა ქარქაშაძე

მომღერალი რატი დურგლიშვილი ახლახან ამერიკიდან დაბრუნდა. რით მოიხიბლა ლოს-ანჯელესში, აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას, რატომ არ მოდის მასთან სიყვარული და რატომ ემუქრებოდნენ ბავშვთა სახლში ჩაბარებით, ინტერვიუდან შეიტყობთ.
რატი დურგლიშვილი: დიდი ტური ავიღე, თითქმის 5 თვე ვიყავი ლოს-ანჯელესში. წლებია, მოგზაურობით ვარ გატაცებული, რაც საოცრად დადებით ენერგეტიკას მანიჭებს. მაინტერესებს უცხო ქვეყნების კულტურა, ხალხი, მათი ცხოვრება, ტრადიციები, მაგრამ დიდხანს ჩემი ქვეყნის გარეშე ვერ ვძლებ. შეიძლება, ერთი ან ორი წლით წავიდე სასწავლებლად უცხო ქვეყანაში, ისიც იმიტომ, რომ ჩემი ცოდნა შემდეგ ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
– ყველაზე მეტად რით მოიხიბლე ლოს-ანჯელესში?
– კარგად შევისწავლე ლოს-ანჯელესი, იმდენად ჩემი გახდა ეს ყველაფერი, „გუგლსაც“ აღარ ვიყენებდი. ზოგადად, კომპასივით ვარ, რაც ჩემს ამერიკელ მეგობრებს ძალიან უკვირდათ, თვალახვეული რომ დამაყენო ქუჩაში, სახლს მაინც მივაგნებ. (იცინის) ვფიქრობ, იმიტომ არის ეს ქვეყანა ასეთი განვითარებული, რომ ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, თავისი სპეციალობისა და შესაძლებლობების შესაბამისად დასაქმდეს, რაც ძალიან მომეწონა. ჩვენთან რომ ერთი ადამიანი ას საქმეს ითავსებს და ყველაფრის „სპეციალისტია“, იქ ასე არ არის. მაგალითად, ნათურის შეცვლაც რომ გინდოდეს, ამ საქმეს მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურება. ეს კეთდება იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს შემოსავალი და შესაბამისად, ყველგან იყოს პროფესიონალი კადრი. ანუ მე თუ მუსიკოსი ვარ, ვერ დავიწყებ მუშაობას სხვა სფეროში და ეს ძალიან მომწონს. ყველა ადამიანს აქვს არსებობის საშუალება, ყველა ნორმალურად ცხოვრობს, გიღიმიან, ბედნიერები არიან, ამინდი საოცარია... ლოს-ანჯელესში ღამის ცხოვრება თითქმის არ არსებობს. ღამის 2 საათზე ყველა კლუბი იკეტება და ალკოჰოლურ სასმელს მაღაზიაშიც ვეღარ შეიძენ. ერთადერთი კლუბი ვნახე, რომელიც დილის 7 საათამდე მუშაობს, ოღონდ – ალკოჰოლის გარეშე!
– მგონი, ამერიკაში სწავლის გაგრძელებას აპირებ?
– ამის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ იქ კოლეჯში სწავლა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა. შოუ-ბიზნესის სტრუქტურის შესწავლა მაინტერესებს, რისი შესაძლებლობაც აქ არ არის. ამერიკულ კოლეჯში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ვნახე სხვადასხვა ქვეყნიდან, მართლა გენიოსები არიან, საოცრებებს ქმნიან პატარა – 10, 15, 20 წლის ბავშვები. შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი და აღმოვაჩინე, რომ საოცარი გვერდში დგომა იციან ამერიკელებმა, რის გამოც თავი უცხო გარემოში არ მიგრძნია.
– იქ მარტო იყავი?
– მარტო არასდროს ვარ, იქ ბევრთან ერთად ვიყავი (იცინის)... თუ პირად ცხოვრებას გულისხმობთ, დღეს ყველა ცხოვრობს ვიღაცასთან და იქ უფრო მეტად არ არის მაგის პრობლემა. სამწუხაროდ, სერიოზული გრძნობა არავის მიმართ მაქვს, ძალიან ყურადღებიანი ვარ და ვიცი ქალბატონის ფასი. პარტნიორთან ჩემს ურთიერთობას იდეალურიც კი შეიძლება დაერქვას, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს, არავინ იცის!  
– ვერავინ იტყვის, რომ 36 წლის ხარ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა და ამ ასაკში ოჯახის შექმნაზე, მგონი, უნდა ფიქრობდე...
– ხომ არის კატეგორია ადამიანებისა, ვისაც არ უნდა ოჯახის შექმნა, არ აქვს სტაბილური ურთიერთობა მხოლოდ ერთ პარტნიორთან? არ მაინტერესებს ეს ოჯახური თემები – „პური წამოიღე“ და რაღაც მსგავსი. თავისუფლება მიყვარს! როცა მინდა, მაშინ უნდა გავიღვიძო და დავიძინო, არ მინდა, პასუხისმგებლობა ავიღო, რადგან ოჯახი სახუმარო თემა არ არის. ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ როცა შვილი მეყოლება, მას აღზრდა უნდა და არა მხოლოდ გაზრდა. რაღაც-რაღაცებზე თვალის დახუჭვა რომ შემეძლოს, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ვერ ვხუჭავ თვალს, სიყვარული არ მოდის.
– არასდროს გყვარებია?
– მყვარებია, ალბათ, 17-18 წლის წინ, აკადემიაში სწავლის პერიოდში, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე დავშორდით – თვითონ ეჭვიანობდა. ზუსტად არ
ვიცი, იყო თუ არა ეს სიყვარული, მაგრამ ფაქტია, რომ მახსოვს. სიყვარული ხომ ყოველ წამს აბედნიერებს ადამიანს, სამყაროს ფერს უცვლის... ძალიანაც მომწონს, ადრეულ ასაკში რომ ქორწინდებიან, ვიდრე ყველაფერზე ფიქრს და გაანალიზებას დაიწყებენ. შეიძლება, ინგრევა ასეთი ოჯახები, მაგრამ ის პერიოდი ხომ მაინც ლამაზად რჩებათ. ისე, ჩვენს ოჯახში გვიანი ქორწინება თითქოს ტრადიციაა. ყველა გვიან დაქორწინდა, მამა თითქმის 40-ის იყო, ამ ასაკში დაოჯახდნენ ჩემი მამიდაშვილები, ბიძაჩემი... ახლაც, ამერიკაში, ერთი ძალიან საყვარელი და სასაცილო გოგონა გავიცანი, ლამაზი უცხოელი მანდილოსანი, მხიარული და, ამავდროულად, ძალიან სერიოზული... საოცრებებს ვუკეთებდით ერთმანეთს და დროს იმდენად საინტერესოდ და სასიამოვნოდ ვატარებდით, რომ ცოტა შემარყია (იცინის). თუმცა, ეს მდგომარეობა როდემდე გასტანს, არ ვიცი. ზოგადად კი, ადამიანები მიყვარს და მათთან ურთიერთობა მაბედნიერებს. გულწრფელი ვარ, კომუნიკაბელური და არასდროს ვიტყუები. ასეთივე თვისებები უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იქნება. არ ვარ კონფლიქტური, მაგრამ უზრდელი და ამბიციური ადამიანები მაღიზიანებს. ორპირი და მატყუარა, უბრალოდ, ვერ იქნება ჩემ გვერდით.
– ტყუილი რომ არ გიყვარს, როგორც ვიცი,  მაგას თავისი ისტორია აქვს, რაც ბავშვობაში გადაგხდა...
– (იცინის) ბავშვობაში ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ ყველა დღესასწაული მიმელოცა დედისთვის და ამის გამო რას აღარ ვაკეთებდი... როიალის ქვეშ რკინის ყუთს ვინახავდი, რომელიც ჩემი ხელით მქონდა მოხატული და გაფორმებული. როცა სახლში სტუმრები მოდიოდნენ და კანფეტებს მჩუქნიდნენ, არ ვჭამდი და ყველაფერს ამ რკინის ყუთში ვაგროვებდი, სანამ რაიმე დღესასწაული დადგებოდა, რომ დედისთვის მიმელოცა. შემდეგ კი, 3 მარტს, 8 მარტს თუ დედის დაბადების დღეს, ყუთს ვხსნიდი და რაც შენახული მქონდა, დედას ვჩუქნიდი. თუმცა, ხშირად ეს საჩუქარი დაობებული აღმოჩნდებოდა ხოლმე. ერთხელაც, 6-7 წლისა ვიქნებოდი და კარგად არ მახსოვს, 3 თუ 8 მარტი მოდიოდა. მე კი არაფერი მქონდა, რომ დედისთვის მეჩუქებინა, არც ფული მქონდა, რომ რამე მეყიდა... ჰოდა, ავდექი და მაღაზიაში ქალის წინდა მოვიპარე, ჩავდე ყუთში და დილით დედას დღესასწაული მივულოცე.... მაგრამ, რაც ამის გამო მე გადამხდა!.. რა თქმა უნდა, ვაღიარე, წინდა საიდანაც ავიღე, წყნარად მომკიდეს ხელი, წამიყვანეს იმ მაღაზიაში და ბოდიშები მახდევინეს. შემდეგ კი დედამ მკაცრად მითხრა, რომ მისი შვილი აღარ ვარ, ოჯახის შემარცხვენელი და თავისმომჭრელი ვარ და ბავშვთა სახლში უნდა ჩამაბაროს. აი, ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს ჩემზე (იცინის). მე კი იმდენად შემრცხვა ჩემი საქციელის, ჩავთვალე, რომ უნდა „ჩავბარებულიყავი“, რადგან ჩემს ოჯახს არ ვიმსახურებდი. ეს იყო და ეს! ადრეული ასაკიდან ჩემმა მშობლებმა შრომას მიმაჩვიეს, პატარა ვიყავი მამასთან ანსამბლში რომ ვმუშაობდი და გასამრჯელოს ვიღებდი, შემდეგ მამამ სტუდია მიყიდა, ვმღეროდი რესტორანში და რა ვიცი, რაც მაქვს დღემდე, ყველაფერი პატიოსანი შრომით შევიძინე.
скачать dle 11.3