№33 სხარტულები
ვნერვიულობ, ჩემს თვალში დაცემისას ხომ არაფერი იტკინეთ?
***
ჩემი მეზობელი ისეთი კოჭლია, სიარულის დროს ძაღლებს ჰგონიათ, ქვას იღებსო და გარბიან.
***
გამოცდაზე სტუდენტი დააცემინებს და მეორე ეუბნება – 100 ქულა. ამანაც, პაპალამო და ორივე ჩაიჭრნენ.
***
ბევრ რამეს ვამჩნევ, მაგრამ არ ვიმჩნევ.
***
წარწერა ბაზარში: გურჯაანის მარწყვი სტამბულიდან.
***
წარწერა ჭიშკარზე: ეზოში ძაღლის გარდა ყველა ავია.
***
ქვეყანაში გვაქვს სამი დიდი პრობლემა: სიღარიბე, უმუშევრობა და რიგები რესტორნის ავტოსადგომებზე.
***
ყოველთვის მინდა, ორი რამ: წონაში დაკლება და ჭამა.