კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 გატაცება ინგლისურად

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

რობერტ სტელერი

​სამძრავიანი „ბოინგ 727-ის“ პილოტების კაბინაში ნათურამ ციმციმი დაიწყო. გაისმა სტიუარდესას ხმა.   
– კაპიტანო, კლარისა ვარ. პრობლემები გვაქვს. ვიღაც მამაკაცმა სარა ტუალეტში შეათრია და ჩაიკეტა. სერ, ეს თვითმფრინავის გატაცებაა. რა ვიღონო? დანარჩენი მგზავრები ჯერ ვერაფერს ხვდებიან. ვიღაც ტიპი ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. ბუნებრივია, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ტუალეტამდე რომ მივიდა, პისტოლეტი ამოიღო, სარას მიაბჯინა და მასთან ერთად ტუალეტში შესვლა აიძულა. სარას ველაპარაკე, კარგადაა. მაგრამ ამბობს, რომ გამტაცებელს გარდა პისტოლეტისა, დანა და რაღაც ბოთლიც აქვს... რას ვაკეთებთ?
– არაფერს, არაფერს აკეთებ! – სწრაფად უპასუხა კაპიტანმა ლიტლჯონმა, – ტერორისტმა  სარას  ლაპარაკი არ აუკრძალა, ესე იგი აპირებს, მოლაპარაკებები მისი მეშვეობით აწარმოოს. ჩვენგან შენ ელაპარაკე. ტუალეტზე კი ჩამოკიდე წარწერა: „დაკეტილია ტექნიკური მიზეზების გამო“. მე ახალ ორლეანს დავუკავშირდები და ინსტრუქციებს მოვითხოვ.                                                                           
– გამტაცებელი თვითმფრინავის მობრუნებასა და ჯექსონვილში საწვავის შესავსებად დაჯდომას ითხოვს.
– ვერ გავარკვიეთ ვინ არის?                                                         
– მგზავრთა სიაში ჩაწერილია, როგორც ჩარლზ ვაგნერი. მეტი არაფერი ვიცით.
  ახალი ორლეანი სწრაფად გამოვიდა კავშირზე. კაპიტანმა ყველაფერი აუხსნა. იმათაც კურსის შეცვლის უფლება მისცეს. კაპიტანმა  შტურვალი ძალიან ნელა გადახარა. რა თქმა უნდა, არ სურდა, მგზავრები რამეს მიმხვდარიყვენენ. სწორედ ამ დროს მიკროფონში კლარისას ხმა გაისმა:
– გამტაცებელი მგზავრებისა და თვითმფრინავის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვს. იმუქრება, რომ  ჯერ სარას მოკლავს, შემდეგ თვითმფრინავს ააფეთქებს. მილიონის მეოთხედს ითხოვს. ფული ჯექსონვილში გადმომცენო.
კაპიტანი ჯექსონვილს დაუკავშირდა:                         
– გესმით ჩემი? ტერორისტი გამოსასყიდს ითხოვს.
– ყველაფერი გვესმის. ფულის გარდა არაფერს ითხოვს?    
– ერთი წუთით, – კაპიტანმა მეორე მიკროფონი აიღო და სტიუარდესას ჰკითხა:
– კლარისა, მხოლოდ ფული უნდა? მეტს არაფერს ითხოვს?                                                        
–  ბევრი მოთხოვნა აქვს,  სერ... ამ ტიპმა, ალბათ,  ყველაფერი ბოლომდე გათვალა. ითხოვს, რომ ფული წვრილი კუპიურებით იყოს და პატარა ჩემოდანში იდოს. თვითმფრინავი  ასაფრენი ბილიკის ბოლოში უნდა დაჯდეს, აეროპორტის შენობიდან რაც შეიძლება შორს. ასევე მოითხოვს, რომ თვითმფრინავში არავინ ამოვიდეს. პირობას იძლევა, რომ მგზავრებს გაუშვებს. ამბობს, როდესაც ისინი ჩავლენ,  ტუალეტიდან მაშინ გამოვა. ორი ადამიანი ტრაპზე უნდა ამოვიდეს და ჩემოდანი სალონში შემოაგდონ, თუმცა, არავითარ შემთხვევაში შიგნით არ უნდა შემოვიდნენ და ბოლო მოთხოვნა... მას ორი პარაშუტი სჭირდება – სპორტული და სამხედრო.
– ყველაფერი გესმოდათ? – ჰკითხა კაპიტანმა ჯექსონვილს.  
– კი, ყველაფერი გვესმოდა, – უპასუხეს ჯექსონვილიდან, – შევამოწმებთ, ჩარლზ ვაგნერი ამერიკის საპარაშუტო ასოციაციაში ხომ არ ირიცხება. კიდევ არის რამე, კაპიტანო?
– არაფერი. ასაფრენი ბილიკი გამითავისუფლეთ. ფულზე რას იზამთ?
– ნუ ინერვიულებთ. ყველაფერს გავამზადებთ. ეჭვი მეპარება, რომ მათი დახარჯვა მოასწროს, მაგრამ მიიღებს. პარაშუტებსაც მივცემთ.
წინ, როგორც იქნა, განათებული ჯექსონვილი გამოჩნდა. კაპიტანმა სალონთან დამაკავშირებელი მიკროფონი ჩართო და მშვიდი ხმით წარმოთქვა:
– ბატონებო და ქალბატონებო, ცუდი ამინდის გამო, იძულებულები ვართ, თვითმფრინავი ჯექსონვილში დავსვათ. ავტობუსი უკვე აეროპორტში გელოდებათ. ეკიპაჟი და ავიაკომპანია ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო.
 თვითმფრინავიდან ბოლო უკმაყოფილო მგზავრი გაიყვანეს. ყველა მათგანი ავტობუსში ჩასვეს და აეროპორტის შენობაში წაიყვანეს. „ბოინგში“ საწვავის ჩატვირთვა დაიწყეს. მეორე მხრიდან   ტრაპს პატარა ფურგონი მოადგა. იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ერთს პატარა პარაშუტი და ჩემოდანი მოქონდა, მეორეს – უფრო დიდი პარაშუტი. ისინი ტრაპზე ავიდნენ და ისე, რომ თვითმფრინავში არ შესულან, ჩემოდანი და პარაშუტები იატაკზე დააწყვეს.                                                                          მათი წასვლის შემდეგ კლარისამ კაპიტანს აცნობა:
– კაპიტანო, მას მაიამიში გაფრენა სურს. სიჩქარე მინიმალური უნდა იყოს, არა უმეტეს ორი კვანძისა საათში, ხოლო სიმაღლე – ორი ათასი ფუტი და კიდევ მან უკანა კარის გაღება მოითხოვა... საუბარში აეროპროტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
– კაპიტანო, ის თვითმფრინავიდან გადახტომას შეძლებს? – იკითხა ვიღაცამ.
– თუ უკანა კარს გამოიყენებს, შეძლებს, – უპასუხა ლიტლჯონმა.
– ღია კარით ფრენა სახიფათო არაა. ჰერმეტიზაცია არ დაირღვევა?
– ორი ათას ფუტზე არ დაირღვევა. ამასთან, ფლორიდა მაგიდასავით ბრტყელია. უკანა კარიც რომ დავკეტოთ, ის თავისუფლად შეძლებს ავარიული გასასვლელით ისარგებლოს. რა ვქნათ? მოდი,  ვცადოთ და ოკეანის თავზე ვიფრინოთ, ეჭვი მეპარება, წყალში გადახტომა გარისკოს. თქვენ გექნებათ დრო, რამდენიმე თვითმფრინავი ააფრინოთ და დაგვეწიოთ. ვიდრე ჩვენს ჩანაფიქრს მიხვდება,  10-15 წუთს მოვიგებთ.                                                    
– მართალი ხართ, სერ, – მხარი დაუჭირეს ქვემოდან, – ჩვენ ნაპირის გასწვრივ დერეფანს გაგიწმენდთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ ოკეანის თავზე, თუნდაც დეიტონამდე. „ბოინგი“ ასაფრენ ზოლზე გაქანდა და ერთი წუთის შემდეგ მიწას მოსწყდა. ლიტლჯონი მოტრიალდა, ნაპირს ერთი მილით დაშორდა და კურსი სამხრეთისკენ აიღო. ამ დროს კლარისამ აცნობა, რომ გამტაცებელი გამოსვლას აპირებდა.
– კლარისა, – უთხრა კაპიტანმა, – მინდა, რომ დაჯდე და ღვედი შეიკრა. როდესაც სარას გაუშვებს, მანაც იგივე გააკეთოს.                                             
– გასაგებია კაპიტანო. დავჯექი და ღვედიც შევიკარი... – ქალიშვილს  ხმა აუკანაკლდა, – ისინი გამოვიდნენ. სარას სახეზე ფერი არ აქვს... სერ, მან დაინახა, რომ ოკეანის თავზე მივფრინავთ. მოითხოვს, სასწრაფოდ ნაპირისკენ გავფრინდეთ. ჩვენ  ან ნაპირისკენ ვბრუნდებით, ან იგი ჯერ სარას მოკლავს, მერე კი – მე. კაპიტანო, მგონი, ის არ ხუმრობს!
– მობრუნდით, – ბრძანება გასცეს ჯექსონვილიდან, – ჩვენ უკვე თვალს გადევნებთ.
ლიტლჯონმა თვითმფრინავი ნელა მოაბრუნა. რამდენიმე წამში ისინი უკვე ხმელეთის თავზე იყვნენ. კაპიტანმა კლარისას სთხოვა თავად გამტაცებელი დალაპარაკებოდა.
– კაპიტანო, – უპასუხა კლარისამ, – ის თქვენთან საუბარზე უარს ამბობს. ითხოვს, ოკალუში გავფრინდეთ. შემდეგ კი, სამხრეთისკენ ნეიპლსისკენ შევბრუნდეთ. სიმაღლე და სიჩქარე იგივე უნდა დარჩეს. ნეიპლსთან თქვენ შეგეძლებათ კაბინიდან გამოსვლა. იმ დროისთვის ის უკვე დატოვებს თვითმფრინავს.
საუბარში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩაერთო:                                  
– გააკეთეთ, რასაც ითხოვს. ნუ გარისკავთ. თქვენ გამანადგურებლები მოგყვებიან. თქვენს გზაზე არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის პოლიცია გავაფრთხილეთ. ასე რომ, შორს ვერ წავა.
ცოტა ხანში კაბინაში შეშინებული გოგონები შემოეკვეხნენ. სარა შიშისგან ფეხზე ძლივს იდგა. მალე ისინი ნეიპლსს მიუახლოვდნენ. ყველამ დაბლა ჩაიხედა. შემდეგ ლიტლჯონმა თანაშემწეს სალონის შემოწმება და უკანა კარის დახურვა სთხოვა. თანაშემწე რომ დაბრუნდა, მოახსენა, სალონში აღარავინააო.
– ნუ ინერვიულებთ, მაინც ვერსად გაგვექცევა, – დააწყნარა ისინი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, – შტატში განგაშია გამოცხადებული. კაპიტანო, შეგიძლიათ მაიამიში გაფრინდეთ. ლიტლჯონმა მადლობა გადაუხადა, გადამცემი გამორთო და ავტოპილოტი ჩართო.  შემდეგ  იქვე მდგარ ჩემოდანში ხელი ჩაყო და ხმადაბლა წარმოთქვა:   
– 50 ათასი – თითოს. ცუდად არ ვიმუშავეთ.  არა გოგოებო?
– მე მეტი მეკუთვნის, ტუალეტში ხუთი საათი გვამთან ერთად გავატარე, –  გააპროტესტა სარამ.
– მე კი მისი მოკვლა და გადაგდება მომიხდა, – ამოიოხრა კლარისამ  და იქვე დაამატა, – ჩარლზ ვაგნერი, აი, ვის არ გაუმართლა, ყველაზე მეტად. ის ახლა ოკეანის ტალღებში განისვენებს, თვითმფრინავის გამტაცებლის იარლიყით.

скачать dle 11.3