კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა კავშირშია კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადება დაავადებების წარმოქმნასთან

პლანეტებისა და ვარსკვლავების ვიბრაციებსა და მათ გეომაგნიტურ ტალღებს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. სამედიცინო ასტროლოგია შეისწავლის მზის, მთვარის, მზის სისტემის პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების, ვარსკვლავებისა და კოსმიური გამოსხივების ზემოქმედებას ადამიანზე. ერთი ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მთვარის ერთსა და იმავე ფაზაში, ერთნაირი დაავადებებისადმი მიდრეკილება აქვთ.
ასევე, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, კონკრეტული დაავადებისადმი აქვს მიდრეკილება:

ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანების ძირითადი დაავადებები, დაკავშირებულია თავის არესთან. მათთვის დამახასიათებელია შაკიკი, ნევრალგია, ნერვული სტრესები, უძილობა, ჰიპერტონია; აქვთ შედარებით სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა. ამიტომ, შეიმჩნევა მიდრეკილება მოტეხილობისა და დამწვრობისკენ.
კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ხშირია ყელ-ყურ-ცხვირთან, ენდოკრინულ სისტემასთან და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული დაავადებები; ასევე, ჰაიმორიტი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, კუნთების დაჭიმვა. დარღვეული და არაჯანსაღი კვების შედეგად მათ წონასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები უჩნდებათ, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს გულის სწორ ფუნქციონირებას.
ტყუპებისთვის დამახასიათებელია ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, ბრონქიტი, ასთმა. ასევე, სხვადასხვა სახის ნერვული დეპრესია, ენის ბორძიკი, უძილობა, თავის ტკივილი. ისინი მძაფრად რეაგირებენ სისხლის დაავადებებზე, დიდხანს არ უხორცდებათ ჭრილობები და ხშირია სეფსისის შემთხვევებიც.
კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელია კუჭთან დაკავშირებული დაავადებები, სხვადასხვა სახის შეშუპება, ფსიქოსომატური დარღვევები, ფილტვების, ღვიძლის დაავადებები; ხშირად უჩნდებათ აზრები თვითმკვლელობაზე; ახასიათებთ აზრის აკვიატება. გადამეტებული ფანტაზიის, შიშისა და არასტრაბილური ფსიქიკის მეოხებით შეიძლება, დაავადებაც კი გაიჩინონ.
ლომისთვის დამახასიათებელია გულისა და მკერდის არესთან დაკავშირებული დაავადებები, სტენოკარდია, ინფარქტები, აორტის ანევრიზმა, სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჰიპერტონია; ხშირია ხერხემალთან დაკავშირებული ტრავმები და დაავადებები.
ქალწულისთვის დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები, ჩირქოვანი აპენდიციტი, პერიტონიტი, მუცლის ღრუსთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებები. წარმატება პროფესიულ საქმიანობასთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მათი დაავადებების წარმოქმნასთან, რასაც ხელს უწყობს მეტად ლაბილური ფსიქიკა.
სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანების დაავადებები, დაკავშირებულია თირკმელებთან და შარდ-სასქესო სისტემასთან. ხშირია რადიკულიტი, ურემია, ნეფრიტი. აგრეთვე, ნერვულ სტრესებთან და ფსიქიკასთან დაკავშირებული დაავადებები.
მორიელისთვის დამახასიათებელი დაავადებებია: ბუასილი, სწორი ნაწლავის დაავადებები, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები. ხშირია, ენდოკრინული სისტემისა და საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევა.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს სუსტი ვეგეტატიური ნერვული სისტემა აქვთ. ხშირია მყესების გაწყვეტა, ძვლის მოტეხილობა, რევმატიზმი, რადიკულიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებული დაავადებები და შინაგანი სისხლდენები.
თხის რქებს ხშირად აწუხებთ ძვლოვან სისტემასთან და ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, მარილების დაგროვება და სახსრების ანთება, სისუსტის შეგრძნება სიარულისას, ნივთიერებათა ცვლის დაღვევა, ასევე კანის დაავადებები.
მერწყულის ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტრომბოფლებიტი, ართრიტი, სისხლის დაავადებები, თვალებთან დაკავშირებული დაავადებები. გონების გადაღლის შემთხვევაში, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი.
თევზების ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ანემია, წამლების მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კანის დაავადებები – როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი. ასევე, ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები.скачать dle 11.3