კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ვისთან ერთად გეგმავს უცხოეთში „გაძრომებს“ სალომე გოგიაშვილი და როდის „უჭედავს“ მას ქმარი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


დიდი ხანი არ არის, რაც სალომე გოგიაშვილმა ბიზნესი წამოიწყო და საკუთარი თავით კმაყოფილია. მართალია, ჯერ ბიზნესიდან აღებული ფული არ ჰყოფნის, მაგრამ ქმრის ფულს თამამად ხარჯავს. ახლახან, მან აჩი ფურცელაძესთან ერთად სიმღერაც ჩაწერა და მიაჩნია, რომ ამით ბავშვობის კიდევ ერთი ოცნება აიხდინა.
სალომე გოგიაშვილი: ძალიან მიყვარს ზაფხული და მზე. წელიწადის ამ დროს დადებითი ენერგეტიკით „ვიტენები“. დასვენების პერიოდს, ყოველთვის ბავშვებზე „ვარგებ“, მივდივართ ოჯახი ზღვაზე და მერე კი, აუცილებლად, მე და ჩემი მეუღლე განმარტოებას ვგეგმავთ.
– მეუღლესთან ერთად სად აპირებ განმარტოებას?
– პარიზი დავგეგმეთ, გვინდა „ფრანგული არდადეგები“ მოვიწყოთ. მე და ჩემი ქმარი ხშირად ვმოგზაურობთ და ახლაც ასე გადავწყვიტეთ. ყველაზე კომფორტულად უცხოეთში მასთან ერთად ვისვენებ და ისიც ასეა. რაღაცნაირად, სხვანაირად კომფორტულები ვხდებით. ორივეს გვიყვარს მაღაზიებში სიარული, კარგ რესტორნებში ვახშმობა, სასტუმროში ერთსა და იმავე დროს დაბრუნება და დაძინება. ამიტომ, როცა სადმე „გაძრომა“ გვინდა, ერთად ვგეგმავთ (იცინის). რამდენიმეჯერ შევთავაზე – ბიჭებთან ერთად წადი-მეთქი და იუარა, ისე გემრიელად ვარ შენთან, მირჩევნია, ერთად, ტკბილად დავისვენოთო.
– ბიზნესი, შვილები, ქმარი, ოჯახი... დასვენებას ნამდვილად იმსახურებ. ხომ მეთანხმები?
– რასაკვირველია, დასვენება საჭიროა, მაგრამ ისიც მიყვარს, როცა დატვირთული ვარ და საქმეში ჩართული. ბევრი თავისუფალი დრო არ მომწონს, ამ დროს დეპრესიული  ვხდები. ენერგიული ვარ და მირჩევნია ვიმუშაო. თუმცა, ზაფხულში ყველაფერი მეზარება, სულ გარეთ მინდა, მეგობრებთან, ზღვაზე... ამ დროს, დასვენება ყველაზე კარგი გამოსავალია.
– როცა მეუღლეს შენ გარეშე უწევს უცხოეთში წასვლა, არ ეჭვიანობ?
– მე არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას, მარტო რომ არ უშვებენ ქმრებს და ეჭვიანობენ. თუ გასაკეთებელია, აქაც გადასარევად გააკეთებს. სხვათა შორის, არც ჩემი ქმარია ეჭვიანი, თუმცა ბევრ რამეზე „მიჭედავს“ (იცინის).
– მაინც, რაზე „გიჭედავს“?
– ზოგადად, გამომწვევად არ ვიცვამ, მაგრამ ქალი ვარ და ხანდახან მინდება ასეთი კაბის ჩაცმა. თუ თვალში მოხვდა, ეგრევე მახდევინებს. ეს, ხშირად ხდება (იცინის). არ უყვარს გვიანობამდე რომ ვარ დაქალებთან და ამაში ანგარიშს ვუწევ. არ მინდა, ზედმეტად ნერვები მოვუშალო. საყვარელი მამაკაცის გამო ყველა ქალს უწევს დათმობებზე წასვლა და არც მე ვარ გამონაკლისი. ყველა კაცს აქვს თავისი ხუშტურები და მძიმე ხასიათი, რომელსაც იტან, უძლებ, ხარ მასთან და გაქვს ოჯახი ან არ იტან და ხარ მარტო. მე მირჩევნია, ქმრისგან ავიტანო ხუშტურებიც და მძიმე ხასიათიც და ვიყო მის გვერდით. მარტო რომ მდომოდა ყოფნა და ჩემს გემოზე ცხოვრება, „კონტროლიორის“ გარეშე, მარტივად ვიქნებოდი. დიდად არც არაფერს მიკრძალავს, კომფორტული ადამიანია და საწუწუნო ნამდვილად არ მაქვს.
– მახსოვს, როცა ბიზნესი წამოიწყე, ქმრისგან ვალი აიღე. თუ დაუბრუნე?
– დიახ, დავუბრუნე, მაგრამ არ გამომართვა (იცინის). რომ ნახა, ამ საქმემ მოგება და წარმატება მოიტანა, ამით ბედნიერია. ჩვენი ბიზნესი ჯერ ახალგაზრდაა. მე და ჩემი პარტნიორი, ჯერჯერობით, ფულს ჯიბეში არ ვიდებთ. რაც შემოდის, საქმეში ვატრიალებთ და სამკერვალო გავხსენით. სხვათა შორის, ჩემი ქმარი ბიზნესში კარგი მრჩეველია და კონსულტაციებს ხშირად გავდივარ.
– შენი ფული არ ჩაგიდია ჯიბეში, მაგრამ ქმრის ფულს თუ იდებ და ხარჯავ თამამად?
–  (იცინის) ქმრის ფულს სიამოვნებით ვიდებ ჯიბეში და ზუსტად ისეთი მხარჯველი ვარ, როგორიც ის. ოღონდ, ვიღაცას ვასიამოვნო და არ ვიხევ უკან. თუ საფულეში რამე მაქვს, ისე ვხარჯავ, არ ვითვლი. თან, მგონია, ავტომატურად ივსება და რომ გავხსნი და აღარაფერია, გული მისკდება (იცინის). მერე ვიწყებ თავის  მტვრევას და ფიქრს, სად იხარჯება ამდენი ფული. მთავარია, ვიყიდო და ჩავიცვამ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა.
– ახლახან აჩი ფურცელაძესთან ერთად სიმღერა ჩაწერე. ეს ვისი იდეა იყო, ფიქრობ დიდ სცენაზე დადგომას და მომღერლობას?
– მომღერლობა სულ მინდოდა, მაგრამ მამა წინააღმდეგი იყო. მეც მიმაჩნია, თუ რაღაც საქმეში ძლიერი არ ხარ, თავი არ უნდა გაყო. თუმცა, მამის გენეტიკა აშკარად მებრძვის. თან, ხომ იცით, რასაც გიკრძალავენ, ყველაზე მეტად ის გინდა. რომ ვთქვი, სცენაზე მინდა სიმღერა-მეთქი, მამაჩემი გადაირია. მას მერე, ვიბრძვი. მეუბნებოდა, ქალისთვის არ არის მომგებიანი, ოჯახიდან სულ წასული უნდა იყოო. ალბათ, პრინცესულად გაზრდილი გოგო სცენისთვის ვერ გამიმეტა (იცინის). მე მაინც ვახარებ ჩემს ჭიას. აჩიმ რომ დამირეკა და მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვსო და ადრიანო ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართულად ჩაწერა შემომთავაზა, გავგიჟდი სიხარულით, კარგა ხანს ვკიოდი. სტუდიაში მეორე დღესვე ჩავწერეთ და ახლა კლიპის ბათუმში გადაღებასაც ვგეგმავთ. მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ დიდ სცენაზე დავდგე. ზუსტად ვაფასებ ჩემს ვოკალურ მონაცემებს. უბრალოდ, ვერთობი და რომ შევალ ასაკში, მერე არ მექნება სათქმელი, რატომ არ გავაკეთე რაც მინდოდა-მეთქი. ამ სიმღერით ჩემი ოცნება ავისრულე. ახლა ბავშვობის კიდევ ერთი ოცნების ახდენა დამრჩა – მსახიობობა. ოცნებები მიხდება და მჯერა, ერთხელ თეატრის სცენაზეც დავდგები (იცინის). რა ვქნა, ამბიციური ვარ და მინდა, ყველა ნატვრა ამიხდეს.
скачать dle 11.3