კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ შეიძლება, ფეხით სეირნობამ ჩაანაცვლოს საკვებზე დამოკიდებულება და რომელი საკვები მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე დადებითად

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ჩვენ ყოველდღე მივირთმევთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს და არც კი ვიცით, რომ ნელ-ნელა მათზე დამოკიდებული ვხდებით, არც ის ვიცით, რა მავნებლობა შეიძლება მოგვიტანონ მათ. არადა, დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა საკვებმა პროდუქტმა. კვლევების თანახმად, ადამიანები ყველაზე ხშირად დამოკიდებული ხდებიან ტკბილეულზე, გადამუშავებულ ცხიმებზე და კოფეინის შემცველ პროდუქტებზე. რა საკვები იწვევს დამოკიდებულებას და რომელ პროდუქტებზე დამოკიდებულებაა მავნებელი ორგანიზმისთვის, გვესაუბრა ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე.
– რა საკვები იწვევს დამოკიდებლებას?
– ყველაზე დიდ დამოკიდებულებას იწვევს ტკბილეული. ამერიკელი მკვლევრების აზრით, ეს დამოკიდებულება თავისი სიძლიერით უტოლდება და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც კოკაინზე დამოკიდებულებას, ვინაიდან ამ დროს ხდება ტვინში ოპიოიდური რეცეპტორების აგზნება. დამოკიდებულებას იწვევს კოფეინი, რომელსაც ორგანიზმზე მატონიზირებელი მოქმედება აქვს. ცნობილია, ეგრეთ წოდებული, ყველაზე დამოკიდებულება, რაც მკვლევრების აზრით, დამოკიდებულია ნივთიერება კაზეინზე, რომელიც ასევე, ტვინის ოპიოიდურ რეცეპტორებს აღაგზნებს. დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს არა მხოლოდ ყველზე, არამედ ნებისმიერ ცილოვან პროდუქტზე – ხორცზე, ლორზე და ასე შემდეგ. ცილოვან პროდუქტებში შედის შეუცვლელი ამინომჟავა თიროზინი, რომელიც აუცილებელია დოფამინის წარმოქმნისთვის, შესაბამისად, ცილოვანი პროდუქტის მიღება კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. შესაძლებელია, ნებისმიერ საკვებზე გავხდეთ დამოკიდებული, უბრალოდ, ფსიქოლოგიურად დამოკიდებული, როდესაც ამ კონკრეტული საკვების მიღება ჩვენში აღვიძებს დადებით ემოციას ან რაღაც დადებით მოგონებას. დამოკიდებულებას იწვევს, ასევე, კეტჩუპი, სტაფილო, ვაშლი, ბანანი.
– რა იწვევს საკვებზე დამოკიდებულებას?
– საკვებზე დამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია სიამოვნებასთან. ცნობილი ფაქტია, რომ კვება სიამოვნებაა. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი პროცესებისა, რის შედეგადაც გამომუშავდება გარკვეული ნივთიერებები, რომელთა მეშვეობითაც საკვები გადამუშავდება, ეს ჩვენთვის ხდება ენერგიის წყარო. ამის პარალელურად, ეგრეთ წოდებული, ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების წყალობით ბედნიერების განცდა გვეუფლება. თავის ტვინში გამომუშავდება ნივთიერება დოფამინი, რომელიც პასუხისმგებელია კმაყოფილების განცდაზე. სწორედ ამ მექანიზმით ვხდებით საკვებზე დამოკიდებული.
– როდის ხდება საკვებზე დამოკიდებულება სახიფათო?
– საკვებზე დამოკიდებულება სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი დამოკიდებულია კონკრეტულ არაჯანსაღ პროდუქტზე. არასასურველ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნებისმიერმა დამოკიდებულებამ, თუ ამ შემთხვევაში ვიღებთ ჭარბ კალორიებს, რაც ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზი ხდება. ეს უკანასკნელი კი არის დაავადება, რომელიც თავის მხრივ, შეჭიდულია არაერთ ქრონიკულ პათოლოგიასთან. მავნე შეიძლება გახდეს ტკბილეულზე დამოკიდებულება, რადგან გენეტიკური განწყობის მქონე პირებში შესაძლებელია, გაიზარდოს სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. მავნეა მარილიან საკვებზე დამოკიდებულებაც, რადგან შესაძლებელია, პროვოცირება გაუწიოს არტერიულ ჰიპერტენზიას. თუმცა, გარკვეულ საკვებზე დამოკიდებულება არ არის მავნე, მაგალითად, შავი შოკოლადი ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას, რაც დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობაზე და შესაძლებელია; სტრესის დაძლევაში დაგვეხმაროს.
– როგორ უნდა ვიკვებოთ ისე, რომ არ გავხდეთ დამოკიდებული?
– ნებისმიერი საკვები პროდუქტი – ცილა, ცხიმი თუ ნახშირწყალი, საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება მარტივ შაქრად, რაც ჩვენი ენერგიის წყაროა. როდესაც ვიღებთ იმდენ კალორიას, რასაც ვხარჯავთ, წონასწორობა დაცულია, ხოლო როცა ვიღებთ, ეგრეთ წოდებულ, თეთრ შაქარს, რომელსაც დაშლა და გადამუშავება არ სჭირდება, მის „დაწვასა“ და მოხმარებას ორგანიზმი ვერ ასწრებს, რაც გროვდება ცხიმის სახით, როგორც ენერგეტიკული მარაგი. ტკბილეულის ჭარბად მოხმარება ზრდის სიმსუქნის რისკს. სწორი კვება სწრაფად ათვისებადი შაქრის რაციონიდან გამორიცხვასა და მარილის შეზღუდვას გულისხმობს. როდესაც ადამიანი დამოკიდებულია გარკვეულ საკვებ პროდუქტზე და ეს მისი ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკების შემცველი ხდება, უნდა ვეცადოთ, ერთი სახის სიამოვნება სხვა სახის სიამოვნებით ჩავანაცვლოთ, მაგალითად, ფიზიკური აქტივობით. ცნობილი ფაქტია, რომ ფეხით სიარულის დროს გამოიყოფა ენდორფინები, იმატებს დოფამინის დონე და შესაძლებელი ხდება, დამოკიდებულების დაძლევა. იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მეგობრების წრეში ყოფნას, რაც ადამიანების უმეტესობას ანიჭებს სიამოვნებას. კვლევებით დადგენილია, რომ იმ მუსიკის მოსმენა, რომელიც მოგვწონს, დადებითად აისახება დოფამინის გამომუშავებაზე. ექსპერტები, ასევე, გვირჩევენ, დავისახოთ რამდენიმე მარტივად შესასრულებელი მიზანი, რომელთა განხორციელებაც ადამიანში კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდას იწვევს.
скачать dle 11.3