კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ვისზე აპირებს უვადო პატიმარი ვოვა არუთინიანი ციხეში დაქორწინებას და რას სწერს ის მომავალ მეუღლეს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ვოვა არუთინიანი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე, ჯორჯ ბუშზე ტერორისტული აქტის განხორციელებისა და პოლიციელის განზრახ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, საპატიმროდან წერილს გვიგზავნის, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ძალიან განიცდის მარტოობას,  დაქორწინება სურს და შესაბამის გოგოს ეძებს.
ვოვა არუთინიანი: „გამარჯობა, მე ვარ არუთინიანი, პატიმარი. ამჟამად, ვიმყოფები ციხეში და აქედან გიგზავნი ამ წერილს. მე არ ვიცი, ვინ კითხულობს ახლა ამას, მე ვერ ვხედავ მას. იმედი მაქვს, რომ ის არის სერიოზული ადამიანი, დაფიქრდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვარ ორმოცი წლის. ბოლო ცამეტი წელი ვიმყოფები ციხეში. ამ წლების განმავლობაში მე ბევრი რამ გადავიტანე. თვითონაც მიკვირს, როგორ შევძელი ეს, მაგრამ გავუძელი და ბევრი რამ ვისწავლე. შევინარჩუნე ჩემი ინტელექტი, ადამიანობა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმა. ყოველდღე ვვარჯიშობ, ვმუშაობ, ვსწავლობ, ცივი წყლით ვბანაობ და ასე ვცხოვრობ წლების განმავლობაში. მაგრამ ვარ მარტო, ეს არ არის ნორმალური ვითარება! ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრი დედაა – ძალიან კეთილი და ერთგული ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს. არ მსურს შევეგუო იმას, რომ მარტონი ვართ და არც შევეგუები! ვეძებ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი ოჯახის წევრი, გახდება ჩვენი ნაწილი, მინდა, გავიცნო ეგეთი ადამიანი, ვეძებ მას! ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, ვისაც არ გაუმართლა, ამა თუ იმ მიზეზით ბევრი ტკივილი და იმედგაცრუება გადაიტანა. წინ იყურება, მომავალს ვერ ხედავს, ხელი ჩაიქნია ყველაფერზე – არ შეიძლება ეგრე! გახსოვდეს, რომ შენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ზოგი და მიუხედავად ამისა, იმედი არ დაკარგა. იბრძვის ამ ცხოვრების უსამართლობასთან და მზადაა გამოგიწოდოს ხელი. ჩამოართმევ თუ არა ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. ის, რომ ციხეში ვარ, არ ნიშნავს, რომ არაფერი გამოგვივა. ადამიანი ციხეშიც ადამიანად რჩება და არარაობა თავისუფლებაზეც არარაობა იქნება. არა მგონია არარაობასთან საქმის დაჭერა გინდოდეს. ჩემთვის არ იყო ადვილი ამ გზავნილის გამოგზავნა, მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის, მჯერა, რომ სწორად ვმოქმედებ და მაქვს სათანადო ნებისყოფა. მაგრამ გაცილებით მეტი  ნებისყოფა სჭირდება მას, ვინც გადაწყვეტს, რომ პასუხი გამცეს. გამომეხმაუროს, ნაბიჯი გადადგას, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მთელი მისი მომავალი ცხოვრება. ეყოფა ნებისყოფა, რომ „ფეხებზე დაიკიდოს“ ყველანაირი ჭორები და „კეთილმოსურნეების“ ჩურჩული – „რას იტყვის უბანი?!“, „რას იტყვის ხალხი“?! გადაწყვიტოს სხვისი ჭკუით იცხოვრებს თუ თავისი. გახსოვდეს, შენი მომავალი შენსავე ხელშია. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რა გელის წინ. ნუ გეშინია, შიში არასდროს არ იყო კარგი მრჩეველი. იბრძოლე შენი მომავლისთვის. ისევე, როგორც მე ვიბრძვი აი აქ, ციხეში ცამეტი წლის განმავლობაში, ყოველდღე. გადადგი სწორი ნაბიჯი! დედაჩემის მისმართია: თბილისი 0159 ვაშლიჯვარი. კორპუსი 11, ბინა 35. ტელეფონი – 593 58 34 56. დაუკავშირდი დედაჩემს და დაუტოვე მას შენი ნომერი, რომ შევძლო დაგეკონტაქტო. სერიოზულად დაფიქრდი და გადაწყვიტე“.
ანჟელა არუთინიანი (დედა): ყველას უნდა, რომ ცოცხალი ქმარი გვერდით ჰყავდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ 77 წლის ვარ და სულ მარტო ვარ. ოროთახიანი ბინა მაქვს, მაგრამ მარტოობა ძალიან ძნელია. მეუღლე რომ გარდამეცვალა ჩემი ბიჭი რვა წლის იყო. ძალიან გამიჭირდა ჩემი ერთადერთი შვილის გაზრდა. იმედია, ისეთი ადამიანი გამოჩნდება, ვინც მასთან ოჯახს შექმნის. ვოვას წელიწადში ორჯერ 24-საათიანი პაემანი აქვს. ციხეშივე დააქორწინებენ, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. როცა კანონიერი ცოლი იქნება, თვეში ერთხელ ნახვის საშუალებასაც მისცემენ. ხომ არსებობს ისეთი გოგო, რომელიც ვერ გათხოვდა, უკვე 35 წლისაა და უნდა ოჯახი შექმნას. თუ ასეთი გოგო გამოჩნდება, მე მის ნომერს ვოვას დავუტოვებ და მასთან დარეკვის უფლებას მისცემენ. ხან დაურეკავს, ხან წერილს დაუწერს და ასე დაიწყება ურთიერთობა. მე ხომ მუდმივად არ ვიცოცხლებ და ცოლი ეყოლება.
– როგორი გოგო უნდა ან თქვენ როგორი რძალი გინდათ?
– მთავარია, პატიოსანი იყოს და ვიღაცები არ ჰყავდეს, არ მოგვატყუოს. წინათ პასპორტში ყველაფერი ეწერათ, გათხოვილია, შვილი ჰყავს და ასე შემდეგ. ახლა მამის სახელი აღარ უწერიათ და როგორ უნდა დაუჯერო? ეს ცოტა მაშინებს, მეტი არაფერი. წელიწადში ორჯერ იქნება ქმართან, ოცდაოთხსაათიანი პაემანი აქვთ და ღამეც დარჩება. შეიძლება, ბავშვიც ეყოლოთ. ჩემი შვილი ორმოცი წლისაა. პრეზიდენტები სულ იცვლებიან და იქნებ ვინმე ისეთი მოვიდეს, რომ რამე შეიცვალოს. ჩემს შვილს სულ ვუმეორებ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, აუცილებლად გაათავისუფლებენ.
– პატიმრობა არასდროსაა მარტივი, მაგრამ პირველი წლები, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებოდათ.
– არ შემიძლია იმ ტკივილის გახსენება. ვოვა სულ მეუბნება:  დედა, მე რომ ის ყველაფერი მეთქვა, როგორც მაშინ ვიყავი, ვერ გაუძლებდიო. ალბათ, მე ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი.
– რას საქმიანობდა დაკავებამდე?
– 27 წლის იყო, როცა დააკავეს. სამსახური არ ჰქონდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გვქონდა სახლში. ახლაც ძალიან ბევრს კითხულობს იქ, ინგლისურს და არაბულს სწავლობს.
– თავს როგორ ირჩენდით?
– დეზერტირების ბაზარში ვმუშაობდი. მე ძალიან ღარიბი, მაგრამ ამაყი ქალი ვარ. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემს შვილს ტაჩკები ეთრია ბაზარში. სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში სწავლა ვეღარ გააგრძელა. ფასიანი იყო ყველაფერი და ამის საშუალება არ გვქონდა. მამა რომ გარდაეცვალა, საშინელ დღეში ჩავვარდით. ვოვა რომ დაიჭირეს, მაშინ ხომ ჩემი სიცოცხლე აუტანელი გახდა. ორი წელი საჭმელი არ მიჭამია. დავდიოდი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გული მიმდიოდა. პირველ თვეში ათი კილოგრამი დავიკელი. ჩვენი სახლის გაჩერებამდე რომ მივიდოდი და დაჯდომას ვაპირებდი, ძალა არ მყოფნიდა და დაბლა ვვარდებოდი. ამიყვანდნენ და სახლში შემიყვანდნენ ხოლმე. ორი წელი ასე ვიყავი. ერთხელ ერთმა მამაკაცმა მითხრა, ქალბატონო, ეგრე როგორ შეიძლება. ჯერ თქვენ უნდა იყოთ კარგად, რომ მერე თქვენს შვილს მიხედოთო. ბევრი ნათესავი გვყავდა, მერე დეიდამ მითხრა, მოდი, ბინა გაყიდე და ჩვენთან გადმოდიო. ვიფიქრე, ბინა რომ გავყიდო, ბიჭი რომ გამეზრდება და ცოლს მოიყვანს, სად წავიყვანო-მეთქი და უარი ვუთხარი. ამის შემდეგ დავრჩით მე და ვოვა მარტო, თორემ ნათესავების მეტი რა გვყავდა. ამის შემდეგ მათი ხმა აღარ გამიგია. შეიძლება, ჩემს შვილს ასეთი ბრალი რომ აქვს, ეშინიათ კიდეც, მაგრამ ვოვა უდანაშაულოა.
– ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბევრი გაათავისუფლეს, ვოვას რატომ არაფერი შეეხო?
– ვოვა პოლიტპატიმარიცაა და უკანონო პატიმარიც, მაგრამ ახლა შეწყალებები აღარ არის. როცა იყო, მაშინ მე ეს არ გამიგია. ტელევიზორში მოვისმინე, რომ ორასი პოლიტპატიმარი გამოუშვეს, მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო.
– ახლა როგორ ირჩენთ თავს?
– ისევ ბაზარში დავდივარ, პარკებსა და ხელსახოცებს ვყიდი. ვინმე რამეს რომ ყიდულობს, მივდივარ და ვეუბნები, ბატონო, „სალფეტკი“ არ გნებავთ? ამდენი წლის შემდეგ, გუშინ პირველად მითხრა უხეშად ერთმა კაცმა: პენსია ხომ გაქვსო. მე ვუთხარი, პენსია გეყოფათ-მეთქი. მერე, შვილები ხომ გყავსო. რას ვეტყოდი. წავედი, სადღაც დავდექი, ვიტირე და მერე ისევ გავაგრძელე მუშაობა.
скачать dle 11.3