№32 ეს საინტერესოა
* ცნობილ ფრანგ არქიტექტორს ლე კორბუზიეს ბავშვობაში ხშირად სჯიდნენ კუთხეში დაყენებით. გაიზარდა და კუთხეებზე შური იძია – ოვალურკედლებიანი კოშკი დააპროექტა.
* მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების რუსეთში ქალს მხოლოდ ორი პროფესია ჰქონდა – მასწავლებლისა და ბებია ქალის.
* რემბრანდტი ხშირად ხატავადა ავტოპორტრეტებს, რომელზეც ის ხან მარტო, ხან სასკიასთან ერთად იყო გამოსახული. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ავტოპორტრეტის ხატვისას, სარგებლობდა რა სარკით, მან მეტად სერიოზული შეცდომა დაუშვა – სურათზე მას ფუნჯი მარცხენა ხელში უჭირავს.
* ნიკოლოზ პირველის დროს რუსეთის იმპერიაში დამნაშავეს ასე უცნაურადაც სჯიდნენ: ამწყვდევდნენ და მაძღრისად კვებავდნენ ქაშაყით... შემდეგ კი წყალს აღარ ასმევდნენ.