№32 ბრძნული აზრები
ჟილსონი: როდესაც სიკეთეს აკეთებთ, კეთილი ადამიანები გაფასებენ, გულგრილები ივიწყებენ, ხოლო ბოროტები კიდევ უფრო ბოროტდებიან.
სტენლი ჩარლზი: ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ადამიანმა ისწავლოს, ღმერთის მოსმენაა.
ნიკოლსონი: თუ გატყუებენ, მაგრამ არ გჯერათ, ესე იგი, თქვენ გართობენ.
მონტენი: როდესაც ფულიანი ადამიანი ხვდება გამოცდილ ადამიანს, გამოცდილი ადამიანი იძენს ფულს, ხოლო ფულიანი – გამოცდილებას.
რემარკი: ის, ვინც არაფრის შეჩერებას არ ცდილობს, ყველაფერს ფლობს.
სპინოზა: პატივისცემაზე მეტი სიყვარული არ არსებობს.
ჰაიდეგერი: სინამდვილეზე უფრო მაღლა შესაძლებლობა დგას.
სტენდალი: ტვინი, მართალია, არ ჩანს, მაგრამ, როცა საკმარისი არ არის, შესამჩნევია.
საადი: მე ყოველთვის კარგს ვეძებ ადამიანში, ცუდს ისინი თვითონ გვაჩვენებენ.
სტოლიპინი: ერი, რომელსაც არ გააჩნია ნაციონალური თვითშეგნება, ნეხვია, რომელზეც სხვა ერები აღმოცენდებიან.
ბალზაკი: არასოდეს იცი, რა მოვა ხვალ – შემდეგი დილა თუ შემდეგი ცხოვრება.
მონტესკიე: ბედნიერი უნდა იყო ჩუმად.
პეტრარკა: შეხვდები იქ, სადაც არ ელი, ხოლო შეიძენ იქ, სადაც არ ეძებ.
ჩესტერტონი: ყველაფერი, რისი ფულზე ყიდვაც შეიძლება, იაფია.
ბანდერა: როცა პურსა და თავისუფლებას შორის ხალხი ირჩევს პურს, ის კარგავს ყველაფერს, მათ შორის პურსაც. თუ ხალხი ირჩევს თავისუფლებას, მას ექნება საკუთარი ხელით მოყვანილი პური, რომელსაც ვერავინ წაართმევს.
გოგებაშვილი: დედა ენა არის ენა სულისა, უცხო ენა კი – ენა მეხსიერებისა.
ლაროშფუკო: თუ არ უყვარხართ – ნუ ითხოვთ, თუ არ გენდობიან – თავს ნუ იმართლებთ, თუ არ გაფასებენ – დამტკიცებას ნუ დაიწყებთ.
ჩესტერფილდი: მთავარი ის კი არ არის, ვინ იყო შენთან ერთად თავიდან, არამედ ის, თუ ვინ იყო შენთან ერთად ბოლომდე.
მოლიერი: მამაკაცებო, დაიმახსოვრეთ: როცა ქალი ლამაზი და ჭკვიანია, არ ინერვიულოთ, არჩევანს ქალი გააკეთებს.
მოპასანი: ნებისმიერ ქალში არის ეშმაკი, ანგელოზი, სულელი და კაპასი, რომელსაც გააღვიძებთ, იმას მიიღებთ.