კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 23 სექტემბერს, დილის 9 საათზე. მაინტერესებს, კონკრეტულად რომელ პროფესიას დავეუფლო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?
პასუხი:
პროფესიებიდან თქვენთვის კარგია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 26 თებერვალს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი:
თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, რომ გამოავლინოთ ხასიათში ისეთი შტრიხები, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, გულღიაობა. ასევე, გქონდეთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, იყავით იუმორით აღსავსე, ოპტიმისტი, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, იყავით დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი. შეძელით ნოვატორული, რეფორმატორული ტენდენციების გამოვლენა, სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება და დაეყრდენით უანგარო პრინციპებს ურთიერთობების დროს. ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და ამით კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 4 მარტს, ღამის სამის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება ჩემთვის წარმატებების მომტანი ცხოვრებაში?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კავშირი. კარგია იქ გარკვეული დროით ცხოვრება, კაპიტალისა და ცოდნის დაგროვება. ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროფესიებიდან კი თქვენთვის სასურველია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 22 დეკემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა ერთმანეთში, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთება, უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი და სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია შეიტანოთ და არა – დეპრესია, აგრესია. ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. უნდა დაეყრდნოთ აუცილებლად კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინ.скачать dle 11.3