კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 კალიზია – მცენარე საოცარი თვისებებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კალიზია, ანუ ოქროს ულვაში, ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ულვაშების წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით ქრომს, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას უწყობს ხელს და სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს. მცენარის წვენი ასევე შეიცავს სპილენძს და გოგირდს. გოგირდი ჩვენს ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, ასუფთავებს სისხლს და ანელებს დაბერების პროცესს. ასევე უდიდესი როლი აქვს სპილენძს – ის ხელს უწყობს უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას, არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
ოქროს ულვაში ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას.
ოქროს ულვაშის მოხმარების სპექტრი ძალიან ფართოა. ის გამოიყენება ისეთი ორგანოებისა და დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: კუჭი და ნაწლავები, სისხლმბადი ორგანოები (ძვლის ტვინი, ლიმფური კვანძები, ელენთა, თიმუსი, ღვიძლი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა,  შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, სახსრები და ხერხემალი და ბევრი სხვა.
ნაყენს, ჩვეულებრივ, მცენარის ულვაშით ამზადებენ, რომელსაც ნაწილებად ჭრიან და არაყს ასხამენ. ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა: 15 სახსარი და ნახევრი ლიტრი არაყი. მოათავსეთ ეს ინგრედიენტები მინის ქილაში, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და 2 კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილზე დადგით და ყოველდღე, დღეში ერთხელ, შეანჯღრიეთ. როდესაც ნაყენი მზად იქნება, გაფილტრეთ. მიიღეთ წყალთან ერთად, საჭმლის მიღებამდე, ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
რაც შეეხება დოზირებას, რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
1) პირველი დღე – 10 წვეთი ჩაამატეთ ნახევარ ჭიქა წყალში; მეორე დღე – 11 წვეთი; მესამე დღე – 12 წვეთი და ასე შემდეგ – მთელი თვის განმავლობაში უმატებთ თითო წვეთს; შემდეგ, პირიქით – ყოველდღე თითო წვეთს აკლებთ, სანამ 10 წვეთამდე არ მიხვალთ. ანუ ეს იქნება მკურნალობის ორთვიანი კურსი. ხოლო შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და მდგომარეობის მიხედვით, თუ საჭირო იქნება მკურნალობის გაგრძელება, კურსი გაიმეორეთ.
2) შეგიძლიათ მკურნალობა პირდაპირ 30 წვეთით დაიწყოთ – გახსენით ნახევარ ლიტრ წყალში. ამ შემთხვევაში, ნაყენი დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
ეს ნაყენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების, თრომბოფლებიტის (ვენის კედლების ანთება), ფილტვებისა და სისხლის დაავადებების დროს.
განსაკუთრებით ეფექტურია სახსრების სამკურნალოდ, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ამ შემთხვევაში, ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვისაც გამოიყენება. მაგრამ, ასეთი ნაყენის მოსამზადებლად, მცენარის ულვაშის 25 სახსარი და 1,5 ლიტრი არაყი არის საჭირო. მომზადების წესი იგივეა. ამ ნაყენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს და იკეთებენ კომპრესებს. მალამოს მოსამზადებლად, მცენარის წვენი გამოიყენება, რომელსაც იღებენ მისი ფოთლებისა და ღეროს გამოწურვის შედეგად. წვენის მისაღებად მცენარე წვრილად დაჭერით და გამოწურეთ. მიღებულ სითხეს რომელიმე საფუძველს, მაგალითად ბავშვის კრემს ურევენ, პროპორციით – 1:3.  ოქროს ულვაშის მალამო გამოიყენება ეგზემის, ტროფიკული წყლულისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ნახარშის მომზადებისას, მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. უფრო ხშირად კი, ფოთლებისგან ამზადებენ.
1 ლიტრი ნახარშის მოსამზადებლად საჭიროა 1 დიდი ფოთოლი. დაჭერით ფოთოლი წვრილად, მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში. დაასხით ცივი წყალი და დაახურეთ სახურავი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 5 წუთი. გააჩერეთ 30 წუთი, გაფილტრეთ და როდესაც გაცივდება, მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ნახარშის მიღება რეკომენდებულია 2 კვირის განმავლობაში, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ასევე, ძლიერი სურდოს შემთხვევაში.
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 18 წლამდე, ოქროს ულვაშით მკურნალობა კატეგორიულად იკრძალება.
ასევე არ შეიძლება ამ მცენარის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენება თირკმელებით დაავადებისა და პროსტატიტის შემთხვევაში.
მცენარით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ქრონიკულია და მედიკამენტებს იღებთ.
მცენარის წანაზარდს ანუ ულვაშს სამკურნალო თვისებები იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის ზრდასრული მცენარიდან არის მოჭრილი (ზრდასრულ მცენარეს ულვაშის სახსრები იასამნისფერი აქვს). რაც შეეხება ფოთლებს, ის ნებისმიერ ასაკში, ერთნაირად სასარგებლოა.скачать dle 11.3