კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სიკეთეს ჩავდივართ თუ არა, როდესაც მოყვასს ფულს ვასესხებთ?
პასუხი:
სესხის გაცემა, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეა, რადგან სესხი თითქმის იგივეა, რაც ჩუქება. ვისაც შეუძლია, სესხის გაცემით დაეხმაროს მოყვასს და ამას არ გააკეთებს, ის განისჯება ადამიანის მიმართ არასათნომყოფობის გამო.
კითხვა: როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სულიერი განვითარება?
პასუხი:
ბავშვის სულიერებაზე ადრევე უნდა იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ პატარას ჩვილობაშივე ხშირად მიიყვანთ ხატებთან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზიარებას. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ტაძარში მიყვანა, მოძღვრისგან მისი დალოცვა. ნაკურთხი წყლის პკურება, ლოცვა მისთვის და რელიგიურ თემატიკაზე საუბრები მასთან.
კითხვა: უნდა მოვინანიოთ თუ არა ისეთი ცოდვა, რომელიც ჩავიდინეთ უცოდინრობით, ანუ არ ვიცოდით, რომ ცოდვას ჩავდიოდით და უნებლიეთ ჩავიდინეთ?
პასუხი:
ასეთი ცოდვა, რა თქმა უნდა, უნდა მოინანიოთ, რადგან ადამიანი ვალდებულია, იცოდეს, რა არის ცოდვა. ამ ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ადამიანები ყველაფრით ინტერესდებიან, გარდა იმისა, რაც მათ ცხონებაში დაეხმარებათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანმა ნათლიად აირჩიოს თავისზე ასაკით უმცროსი ადამიანი?
პასუხი:
ამის შესახებ არანაირი აკრძალვა არ არსებობს, შეგიძლიათ, მოანათვლინოთ თავი თქვენზე უმცროსს. ასეთ დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ნათლიამ იზრუნოს თქვენს სულიერებაზე და თუ ის ადამიანი თქვენზე უმცროსია, მაგრამ რელიგიურ საკითხებში თქვენზე მეტად არის განსწავლული, არანაირი დარბრკოლება არ არსებობს.
კითხვა: როდის შეიძლება, მორწმუნემ ლოცვა შეამოკლოს?
პასუხი:
ლოცვის შემოკლების მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმრები, მგზავრობის უხერხულობა და სხვა. ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გაეწიოს. ასეთ დროს ლოცვის შემოკლება შეიძლება. თუმცა, ამასთანავე, უნდა ვუფრთხილდეთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას. თუ შეგვიძლია, უნდა ვილოცოთ ყოველგვარი შემოკლების გარეშე, გულწრფელად და გულითადად.скачать dle 11.3