კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 სოფიო უნგიაძე-ახალგაზრდა, წარმატებული ექიმი ქართული კარდიოლოგიის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე

აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი _ სოფიო უნგიაძე, აღნიშნულ კლინიკაში  სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მოხვდა და დღეს ამ ცენტრის სტაჟიანი თანამშრომელია. კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე მიღწევების ასათვისებლად გავლილი აქვს არაერთი სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში და დღემდე სწავლობს იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე მედიცინის მსოფლიო მიღწევებს.
სოფიო უნგიაძე: 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დიპლომის აღებიდან ორ თვეში მოვხვდი, გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, როგორც უმცროსი ექიმი. დედა ექიმი მყავს, თუმცა, ჩემს ირგვლივ არავინ იყო კარდიოლოგიური კუთხით. მარტივი არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ ექიმი გავხდებოდი, აუცილებლად კარდიოლოგი ან ნევროლოგი უნდა ვყოფილიყავი. რატომღაც ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება, ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და აღმოვჩნდი კარდიოლოგიაში.
-როგორ მოხვდით გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
-ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერე, რომ უნივერსიტეტი დავამთავრე და სექტემბერში ლექციებზე აღარ წავიდოდი, ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო. დავიწყე გამოსავლის ძიება და ოჯახის მეგობრის დახმარებით ყოველგვარი მოლოდინების გარეშე მოვხვდი ამ კლინიკაში. დავიწყე მორიგეობა და ბედნიერი ვიყავი, რომ პაციენტებთან ურთიერთობის საშუალება მქონდა. გამიმართლა და ძალიან კარგი გუნდი შემხვდა, თავად ქალბატონი გულიკო არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელიც წლებია კარგი მეგობარი, მასწავლებელი და თბილი ადამიანია. დღეს უკვე ამ კლინიკაში მუშაობის 14 წლიანი სტაჟი მაქვს და ამ ხნის მანძილზე გამოვიარე ყველა დეპარტამენტი, რეანიმაციიდან  კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე.
      ჩემი პირველი შეხება პაციენტებთან გადაუდებელი დახმარების დეპარტამეტიდან დაიწყო, დაახლოებით 5-6 წელი მომიწია რეანიმაციაში მუშაობა და
იქ მიღებული გამოცდილება შეუცვლელია. ჩემი აზრით, ყველა ექიმმა ეს საფეხური უნდა გაიაროს,  შეიძლება ძალიან სტრესულია, მაგრამ იმდენს სწავლობ ამასობაში, რომ მზად ხარ უკვე შემოდგომი ეტაპებისთვის. გამიმართლა და ძალიან კარგი გუნდი შემხვდა, ახლაც არაჩვეულებრივი  გუნდი მყავს და ყოველთვის მაქვს მათი იმედი.

-რთული არ არის ქალისთვის ეს პროფესია?
-ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ სირთულეები არასდროს მაბრკოლებდა. ჩემს პროფესიულ განვითარებას მნიშვნელვნად შეუწყო ხელი ჩემმა ოჯახმა, იყო ბევრი სამსახურში გათენებული ღამე და დღემდე საკმაოდ დატვირთულ და არაორდინალურ რეჟიმში მიწევს მუშაობა, ორი შვილი მყავს 10 და 5 წლის. იყო პერიოდი, როცა პატარა დავტოვე და გერმანიაში წავედი ორთვიან სტაჟირებაზე.
-რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ უცხოელ კოლეგებთან და რაში გეხმარებათ მათთან ურთიერთობა?
-ჩაფიძის სამედიცინო ცენტრი ქართულ-გერმანული კლინიკაა და ჩვენი თანამშრომლების უმეტესობას, მათ შორის მეც  გავლილი გვაქვს სტაჟირებები ჩვენს პარტნიორ კლინიკებში გერმანიაში, ეს სტაჟირებები ძალიან დაგვეხმარა განვითარებაში. იქაური პროდუქტის ნახვა ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემია.
-რითია გამორჩეული გულიკო ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი?
-ჩვენთან კეთდება ყველა სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაცია. მათ შორისაა ისეთი ოპერაციები, რაც მთელი კავკასიის მასშტაბით შესაძლოა, სულ რამდენიმე კლინიკაში კეთდებოდეს. Mმაგ: ოზაკის ოპერაცია, რითიც ვამაყობთ, ასევე ვამაყობთ გერმანული საერთაშორისო სერთიფიკატით, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ ავიღეთ, რაც გერმანიაშიც  არ აქვს ძალიან ბევრ კლინიკას. Eგვაქვს შესაბამისი პროგრამა, რომლის მიხედვითაც მუდმივად უნდა ვითარდებოდე, თუ გინდა რესერთიფიცირება.  ჩვენი დეპარტამენტის დანიშნულება ძალიან მნიშვნელოვანია. ინტენსიურში მიღებული პაციენტი, რომელიც შედარებით დასტაბილურდება გადმოდის კარდიოლოგიის დეპარტამენტში  და გაწერამდე ამ პაციენტების მართვა, გამოკვლევები, კონსულტაციები, დანიშნულებები, რეკომენდაციების მიცემა, ინფორმირება გაწერისას -ეს უკვე ჩვენი პრეროგატივაა, რაც
საკმაოდ დიდ შრომასა და ნებისყოფას საჭიროებს.
-რა არის თქვენთვის მთავარი დამსახურება და განვითარების რა ეტაპზე ხართ დღეს?
-ერთი მადლიერი პაციენტი და ერთი გადარჩენილი სიცოცხლე ყველაფრად ღირს. ძალიან რთული პროფესიაა, რომელიც ბევრ შრომას და უძილო ღამეებს ითხოვს. კარდიოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება და ყოველდღიურად  იმდენი ახალი ინფორმაცია და კვლევა ქვეყნდება, რომ თუ მუდმივად არ იმუშავე  საკუთარ თავზე, არ გაეცანი თანამედროვე მსოფლიო მიღწევებს და ფეხი არ აუწყე ყველაფერს, სულ რაღაც 1-2 წელში შესაძლოა ძალიან ჩამორჩე მოვლენებს. Aამიტომ  სწავლა არ მთავრდება. Oახლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავდივარ დოქტურანტურას.
-რა არის კარდიოლოგიური დაავადებების გაახალგაზრდავების მიზეზი?
-სამწუხაროდ, კარდიოლოგიური დაავადებების ასაკი მართლაც გაახალგაზრდავდა, თუ ადრე ინფაქტის საშუალო ასაკი 60-65 წელი იყო, ახლა არაერთხელ გვყოლია 35-36 წლის პაციენტებიც ამ პრობლემით. დაავადებების გაახალგაზრდავება უკავშირდება სხვადასხვა რისკის ფაქტორების გაზრდას. Mმაგ: არასწორი კვება, ალკოჰოლი, თამბაქო, დაბინძურებული გარემო, სტრესი და ა.შ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების განვითარებას.
  კარდიოლოგიაში მკურნალობის იმდენნაირი მეთოდი დაინეგრა რომ კარდიოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტ-ნაკლებად გაიზარდა. იყო პერიოდი, როცა ინფაქტის შემდგომ ადამიანს ერთი თვე ლოგინიდან ადგომის უფლება არ ქონდა, ახლა 2-3 დღეში უკვე აქტიურია პაციენტი და სახლშიც ეწერება.
-რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
-მხოლოდ და მხოლოდ შრომა და პასუხისმგებლობის განსაკუთრებული განცდა საკუთარი პროფესიის და პაციენტების წინაშე. ყველა ადამიანი და განსაკუთრებით ექიმი, თავის თავთან და პაციენტთან უნდა იყოს მართალი. ყოველდღიურად დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ბევრი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს და თითოეული გადაწყვეტილებით შენი სინდისის წინაშე უნდა იყო მართალი  და დამიჯერეთ, ეს შრომა არ იკარგება არც პაციენტის, არც მისი ახლობლის და არც არავის წინაშე.
 

скачать dle 11.3