კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ იკლავდა თავს ნინო ლეჟავა და როდის გახდა ის პრეზიდენტის ტრუსიკის ძმაკაცი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მსახიობი ნინო ლეჟავა ადრეული ასაკიდან ჩანს კინოსა თუ თეატრში, მაგრამ მისმა ბოლო დროინდელმა, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულმა როლმა, დიდი პოპულარობა მოუტანა. როგორც თავად ამბობს, ხშირად უთამაშია ტრაგიკული როლები, თუმცა, ნაილა ის პერსონაჟია, რომელიც კარგად მოირგო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მას საერთოდ არ ჰგავს.
ნინო ლეჟავა: ისეთი როლები მხვდებოდა კინოში და თეატრში, ხან ვიხრჩობოდი  და ხან თავს ვიკლავდი. ასე რომ, თავიც რამდენიმეჯერ მოვიკალი, დავიხრჩე კიდეც და დღეს, მაინც ცოცხალი ვარ (იცინის).
– როგორ გგონია, რატომ გიმეტებენ რეჟისორები სასიკვდილოდ?
– თვალების გამო. თუ კარგად დამაკვირდებით, რაც არ უნდა ვიცანცარო, ჩემს თვალებში სევდა ჩანს. კომედიებიც მითამაშია, დრამაც და ვფიქრობ, ერთი მიმართულების მსახიობი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ, ბევრ ფილმში ვთამაშობ, აქტიურად ვდგავარ თეატრის სცენაზე, მაყურებელმა მაინც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებით“, ნაილას როლით შემიყვარა.
– ნაილა, მოქეიფე და „მამალი“ ქალია, უყვარს სმა და დროსტარება.  ბევრს ჰგონია, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი ხარ. გიყვარს ქეიფი და დროსტარება?
– სასმელი საერთოდ არ მიყვარს. ზაფხულში ლუდი მიყვარს, მაგრამ ბევრს არ ვსვამ, ზომა ვიცი. დალევის „ბარხატს“ რომ ეძახიან, მე იქამდე ვერ მივდივარ (იცინის). მახსოვს, ერთხელ დავლიე, ერთი ბოთლი „ბეილისი“ და რომ გამახსენდება მეორე დღის „პახმელია“,  ახლაც ცუდად ვხდები (იცინის). თუ დამჯღანა სასმელმა, რატომ უნდა დავლიო? იცით, როგორი მოქეიფე ვარ? სუფრასთან ხასიათზე რომ მოვიდე, სასმელი არ მჭირდება. სასმელი არა, მაგრამ ხინკალი მიყვარს (იცინის).
– ნაილას კაცებიც რომ უყვარს?
– ჩემს გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდებიან ის მამაკაცები, რომელიც მას უყვარს და საერთოდაც, არ მგავს ნაილა, არც მუსიკალური გემოვნებით და არც თვისებებითა და ხასიათებით. კეთილია და მხიარული, აი, ამაში მგავს (იცინის). სერიალში ოთხი ქმარი კი მყავდა და მეხუთე ნუგო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ორჯერ გავთხოვდი. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა, სადღაც ყოფილა და იქ ვიღაცას უთქვამს ჩემზე – განა თამაშობს, ზუსტად ის არის ცხოვრებაშიც, როგორიც ნაილაო (იცინის). ერთხელ კი, ჩემმა მეორე მეგობარმა მითხრა, თურმე, ვიღაც ამბობდა ჩემზე: როგორ მეცოდება ეგ გოგო, როგორი ნარკომანიაო. გამხდარი რომ ვარ, ეტყობა, ამის გამო ჰგონიათ (იცინის). მსგავსი ჭორები ნამდვილად არ მაღელვებს. თეატრი, ყველაზე დიდი ჭორის ბუდეა და არაფერი დაიმალება. მოკლედ, არც საბაბი მიმიცია არავისთვის და არც ზომაზე მეტად ვეჩხირები ადამიანებს თვალში. ზოგადად, მამაკაცს ზედმეტი ყურადღება, ლოლიავი და ფოფინი სწყენს და იწყებს ახლის ძიებას. ძალიან კარგი ქმარი მყავს, ვგიჟდებით ერთმანეთზე, მაგრამ არ ვცვითავ სიტყვას – მიყვარხარ და არ ეუბნები ხშირად. ვცდილობ, სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვხატო. ხანდახან კი ვიცი ხოლმე გემრიელად თქმა – „უხ, შენ გენაცვალე“, ასეთი „გამონათებები“ მაქვს საყვარელი მამაკაცის მიმართ (იცინის). გოგა რეჟისორია და მაგრად ხალისობს ნაილაზე.
– სერიალში, პრეზიდენტის დაქალი ხარ. მას რატომ არ ეპრანჭები?
– დაქალი კი არა, როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, მისი ბავშვობის, ტრუსიკის ძმაკაცი ვარ (იცინის). იცით, მის საყვარელს რაში არ ვგავარ? რომ ამოწყდეს მთელი საკაცეთი, ცოლიან კაცსა და მეგობარს, სხვანაირად არ შევხედავ. პრეზიდენტი, ჩემთვის სანდოა, ამ ცხოვრებაში ერთმანეთი „გაგვაქვს“ (იცინის).
– მამაკაცის გამო გიტირია?
– მამაკაცის გამო არა, დაუნახაობისა და გულდაწყვეტის გამო მიტირია. ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ორწელიწად-ნახევარში გავშორდით. 30 წლის ასაკში, სანამ მეორედ გავთხოვდებოდი, იყო ბიჭი, რომელიც მიყვარდა და შვილი რომ მყავდა, მისმა მშობლებმა დამიწუნეს და რძლად არ მიმიღეს. მე იმ ბიჭისგან მეტკინა, თორემ, მის მშობლებს რას ვერჩი. ახლა გადასარევი ქმარი მყავს, ოთხი ბიჭი და ბედნიერი ცოლი და დედა  ვარ. სულ ვხუმრობ, კიდევ კარგი, გოგო არ მყავს, თორემ ციხეში ვიჯდებოდი-მეთქი (იცინის).
– ციხეში რატომ იჯდებოდი?
– ქალიშვილისთვის დედამთილს რომ ეწყენინებინა, მოვკლავდი, ამიტომ ჯობია, ვიყო კარგი დედამთილი, ვიდრე მკვლელი სიდედრი (იცინის). ასე რომ, ოთხი ბიჭის წყალობით, ციხეს ავცდი.
– მეგრული გვარი გაქვს. მეგრელი ქალისთვის დამახასიათებელი თვისებები თუ გაგაჩნია?
– მეგრული გვარი მაქვს, თორემ ჩემი წინაპრები სვანეთიდან მოდიან. ასე რომ, სვანური ხასიათი უფრო მაქვს, ვიდრე მეგრული, ამიტომაც ვარ ვაჟკაცური ქალი (იცინის). სვანური კიდევ, ის მაქვს, რომ არასოდეს ვყრი ფარ-ხმალს, სიტყვას არ გადავალ და ვარ პატრიოტი; არავის დავუჩოქებ და თავს არ დავუხრი. გარედან ვჩანვარ ძლიერი, ხშირად ირთვება ჩემში სვანური ხასიათი და მამაკაცური საწყისები, მაგრამ, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, მაშინ სუსტი ვარ. ამიტომ,  ჩემ გვერდით ძლიერი მამაკაცი აუცილებელია.
– ყველაზე უსუსური როდის იყავი?
– როცა დედა ცუდად იყო, ვუყურებდი თვალებში, მინდოდა შველა და ვერ ვშველოდი. სიმსივნე ჰქონდა და სამი თვე, ბავშვივით ვუვლიდი. იმდენად ცუდად იყო, ღმერთს ვეხვეწებოდი, შენთან წაიყვანე-მეთქი. ამ დროს ყველაზე უსუსური ვიყავი. პირველი სტრესი უსაყვარლესი მამიდას სიკვდილი იყო, მერე მამა, დედა... ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე. დეპრესიული არ ვარ, არასდროს ვიკეტები და ვვარდები ლოგინად... უბრალოდ, ფიქრისთვის არ ვიტოვებ დროს, სულ რაღაცას ვაკეთებ. მხოლოდ როლზე ვფიქრობ ხოლმე, ისიც ღამით და ამ დროს კედლებზეც დავდივარ (იცინის).
скачать dle 11.3