კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ იწვევს მშობლების ურთიერთობა შვილის ბედის ჩაკეტვას და რა დროს ხდება ბედნიერების ქვეცნობიერად განზიდვა

ნინო კანდელაკი ანი რევია

ამბობენ, დაბადებისას რაც ადამიანს შუბლზე დაგეწერება და დაგებედება, იმას ვერ ასცდებიო. მაგრამ, როგორც ასტროლოგ-ეზოთერიკოსი, ანზორ ოდიშარია ამბობს, ადამიანს მარტივად ჩატარებული რიტუალებით შეუძლია, ცხოვრება ისე შეცვალოს, რომ წარმატებულიც იყოს, სიყვარულშიც უმართლებდეს და საქმიანობაშიც. ასე რომ, თუ გსურთ, ბედი სასიკეთოდ შემოატრიალოთ, გაითვალისწინეთ ანზორის რეკომენდაციები და თავად დარწმუნდით, რომ არც ისე უიღბლო და წარუმატებელი ხართ.
– ჩვენ გარშემო ბევრი გარეგნულად მიმზიდველი, კარგი ოჯახიშვილი და ეკონომიურად შემდგარი ადამიანია, რომლებსაც სიყვარულში არ უმართლებთ და სასურველ მეორე ნახევარს ვერ პოულობენ.
– ნამდვილად ასეა. ბევრი სექსუალური, მიმზიდველი, პროფესიულად შემდგარი ადამიანია ჩვენ გარშემო, რომლებიც სიყვარულში წარუმატებელი არიან და იმდენად შეგუებულები ამ გარემოებას, ფიქრობენ, ბედს მაინც ვერ შევცვლით და რაც არის, არისო. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არსებობს ასტროლოგიურ-ეზოთერიკული პატარა რიტუალები, რომლის ჩატარებაც არ გაგიჭირდებათ და სასურველ და საყვარელ მეორე ნახევარსაც, ადვილად იპოვით. ზოგადად, სიყვარულში უიღბლობა, ბევრი პრობლემისგან მოდის. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ჩემს პრაქტიკაში ვხვდები, ესაა გამოცდილება – როცა ადამიანს არ გაუმართლა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ახალ გაცნობილ ადამიანსაც, ქვეცნობიერად, ასევე აღიქვამს. ამ დროს ჩანასახშივე უკვდება ის ემოცია, რაც რეალურად უნდა ჰქონდეს და უჩნდება შიში. ამით კი ბედნიერებას ქვეცნობიერად განიზიდავს. ახლა მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გაზარდოთ იღბლიანობა სიყვარულში, გამოისწროთ ბედის ხაზი და რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრება. მაგალითად, ვარდისფერი კვარცი არის მინერალი, რომელიც აწესრიგებს ადამიანის შინაგან სამყაროს, ემოციებს, ხდის ქალურს, აძლევს სიყვარულის ენერგიას და ეშხს. თუ ამ მინერალს გოგონა გულზე დაკიდებულს ატარებს, მას სასიყვარულო პარტნიორის პოვნა გაუადვილდება. ასევე, აიღეთ შვიდი გასაღები და შვიდი სხვადასხვა ფერის ძაფი. თითოეულ გასაღებს გაუყარეთ ძაფი და თან თქვით შემდეგი სიტყვები: „მზად ვარ ჰარმონიული, სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობისთვის“. შვიდჯერ განასკვეთ ძაფი და როცა შვიდივე გასაღებს შეაბამთ ძაფს, ბალიშის ქვეშ დადეთ და დატოვეთ შვიდი დღის განმავლობაში. შემდეგ სხვადასხვა ადგილებში, ხეებზე დაკიდეთ და თან თქვით: „ჩემკენ მომავალი გზები ღიაა და მზად ვარ სასიყვარულო-ჰარმონიული ურთიერთობისთვის“. რომ დაკიდებთ გასაღებებს და სახლში დაბრუნდებით, იმ დღეს არ დაიბანოთ. დაახლოებით, 21 დღის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი გამოჩნდება, გაიზრდება თქვენ მიმართ ყურადღება და დაინტერესება, კოლეგებთან ურთიერთობა გამოსწორდება. ასე რომ, ძალიან ძლიერი რიტუალია. შემიძლია, კიდევ ერთი რიტუალი ვასწავლო მათ, ვისაც გათხოვება უნდა. მოკლედ, თუ გინდათ, როგორც პირადში, ასევე კარიერაში წარმატებული იყოთ, მარცხენა ხელის მაჯაზე უნდა დაიწეროთ სპეციალური კოდი, რომელიც გაააქტიურებს თქვენს იღბლიანობას. სახლიდან გასვლისას აიღეთ პასტა, გადმოაბრუნეთ მარცხენა ხელი და მტევანთან ახლოს, მაჯაზე დაიწერეთ შემდეგი ციფრები – 1225. თუ არ გინდათ, ის შესამჩნევი იყოს, შეგიძლიათ, სამაჯურით ან საათით დაფაროთ. ხშირად წარუმატებელი სიყვარული მშობლების ურთიერთობიდან მოდის და თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, ეს მთავარი საწყისია. ასეთი მოსაზრება არსებობს: დღეს ვინც არიან შენი  მშობლები, ის იყავი შენ წინა ცხოვრებაში. თუ მშობლებს ქორწინებაში პრობლემები აქვთ და ჰარმონიულ თანაცხოვრებას ვერ ახერხებენ ან გაშორებულები არიან, შვილსაც ეს ნეგატიური ენერგია მოჰყვება და სასიყვარულო პარტნიორებთან ამ ენერგიით ურთიერთობს.
– გამიგია, ადამიანის ბედზე დაბადების თვე და რიცხვიც მოქმედებსო. ასეა?
– ნამდვილად, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც 10, 13 ან 20 რიცხვში დაიბადნენ, სიყვარულში უიღბლოები არიან და პრობლემები აქვთ. ასევე, თუ ადამიანი მეექვსე თვეში დაიბადა, მისი მისიაა, დაეხმაროს მშობლებს ურთიერთობის დარეგულირებაში. იანვარში დაბადებულებს დედმამიშველებთან უწევთ ბრძოლა. მარტში დაბადებული ადამიანისთვის დედასთან ურთიერთობაა მთავარი და თუ ამ მხრივ არ აქვს ჰარმონიული ურთიერთობა, პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი იქნება. აპრილში დაბადებულისთვის მამა კარმული მეგობარია და მასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. თებერვალში, იანვარსა და ივნისში დაბადებულ ადამიანებს სიყვარულში რომ გაუმართლოთ, აუცილებლად უნდა შეასრულონ კარმული მისია. თუ თქვენს დაბადების თვეში ან რიცხვში 0 და 6 ურევია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედის მხრივ, ყველაფერი წესრიგში ვერ გექნებათ. თუმცა, ამის გამოსწორებაც შესაძლებელია. ჩემთან ხშირად მოდიან მსგავსი პრობლემებით ცნობადი ადამიანები და ნუმეროლოგიის შეცვლით მათი ცხოვრება სასიკეთოდ წარმართულა. მაგალითად, თუ დაბადებული ხართ 13 რიცხვში, დაბადების დღე  აღნიშნეთ არა 13, არამედ, 11 რიცხვში. ერთი მოვიდა და მითხრა, 13 რიცხვში ვარ დაბადებული, დავიტანჯე, ხან მიმართლებს, ხან ფერხდება წინსვლა და რა გავაკეთოო. ვურჩიე, დაბადების დღე სხვა დღეს გადაეხადა და დღეს სტაბილურად წარმატებული და ცნობადი ადამიანია.
– რაც შეეხება მატერიალურ მდგომარებას, მართალია, რომ საფულეში ჩალაგებული ნივთები ფულის მოზიდვა-განზიდვას უწყობს ხელს?
– იმისთვის, რომ ფული მოიზიდოთ, საფულეში მუდმივად უნდა გედოთ ხუთლარიანი კუპიურა. ეს იმის გარანტიაა, რომ თქვენს საფულეში წარმატების ენერგია დაისადგურებს. ასევე, კარგია ოქროს ნივთის ჩადება საფულეში, მასზე სხვა ადამიანს ხელი არ უნდა ჰქონდეს მოკიდებული. გარეცხეთ ოქრო სოდიანი ან მარილიანი წყლით და სანამ საფულეში ჩადებთ, შემდეგი სიტყვები თქვით: „ოქრო – ოქროსთან, ფული – ფულთან“. ჩადეთ და ატარეთ. ასევე, საფულეში არ უნდა გქონდეთ სხვადასხვა ნივთები, მაგალითად, ადამიანების ფოტოები, გასაღებები, ჩეკები, ჩანაწერები და ასე შემდეგ. უნდა გედოთ, მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ბარათები და ფული. ასე რომ, საფულე არის ფულისა და ბარათების სახლი, რაც ფულს იზიდავს და სასწრაფოდ ამოალაგეთ ის ნივთები, რაც მათ მოზიდვას და ენერგიებს უშლის ხელს. იმისთვის, რომ მუდამ ფული გქონდეთ, საფულეში, ოქროს ნივთთან ერთად, ჩადეთ ორასლარიანი კუპიურა, რომელსაც კოდში ნულიანი არ უნდა ჰქონდეს და ის არ უნდა დახარჯოთ. აგრეთვე, ტომსიკაში ჩაყარეთ ცოტა მარილი და ჩადეთ საფულეში. მარილი თავის თავზე იღებს იმ ნეგატიურ ენერგიებს, რაც სხვებისგან მოდის და თან, ფულს მოიზიდავს. თუ წითელ ძაფს შვიდჯერ გამონასკვავთ  და იტყვით: „მე მზად ვარ ღვთაებრივი საჩუქრების მისაღებად“, ჩადებთ საფულეში და ატარებთ, მოულოდნელი სიხარული, პრემიები და საჩუქრები არ მოგაკლდებათ. ყოველ ახალ მთვარეზე ფულის ენერეგია მოიზიდეთ და გადათვალეთ ის რიტუალური წესით – გახსენით საფულე, ამოალაგეთ ფული და დაითვალეთ ზრდის მიხედვით, შვიდჯერ – ათი, თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი, ორმოცდაათი.... შემდეგ, ფულის კუპიურები ამავე თანმიმდევრობით ჩაალაგეთ საფულეში. ზოგადად, კარგია ფულის ყოველ საღამოს დათვლა, ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ შემოატრიალეთ და ისევ დაითვალეთ. ასე გააკეთეთ შვიდჯერ და დააბრუნეთ საფულეში. ეს ძლიერი რიტუალია, ფული გრძნობს თქვენს ენერგიას და მართლა იწყებს თქვენთან მოსვლას და ზრდას. როცა ფული გიყვართ, ხარჯავთ ბედნიერებაში, ხოლო როცა მას ხელის ჭუჭყად მოიხსენიებთ, ის ავადმყოფობასა და წამლებში მიდის.
скачать dle 11.3