კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ გახდა ლიკა კვირიკაშვილი ბესტსელერი წიგნების ილუსტრატორი და როგორ გაიცნო მაიამმა საქართველო მისი საცურაო კოსტიუმებით

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

ლიკა კვირიკაშვილი უკვე ხუთი წელია, წიგნის ილუსტრირებით არის დაკავებული და უცხოურ ბაზარზე ძალიან წარმატებულად საქმიანობს. არაერთ ბესტსელერზე უმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდნენ, მიღწეული წარმატებით ყველას დაუმტკიცა, რომ ცდა ყოველთვის ღირს.
ლიკა კვირიკაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლიდი. მამა და ბიძა მხატვრები არიან, ასე რომ, მე ოჯახში მესამე ვარ. მეცხრე კლასიდან პროფესიულ კოლეჯში გადავედი დიზაინის განხრით და საშუალო დონეზე შევისწავლე ფერწერა და გრაფიკა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და ოთხი წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუტრირება. ლექტორმა მითხრა, წიგნის ილუსტრირებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეო. მომწონდა ეს ყველაფერი და ვგრძნობდი, რომ პოტენციალიც მქონდა. სტუდენტს, რომელიც მოდელირებაზე სწავლობს, სპეციფიკური ხელი აქვს და მისთვის რთულია ილუსტრაციის ხატვა, მე ეს შემეძლო. გადავწყვიტე, მეცადა და აკადემიის დამთავრების შემდეგ „ჯიპას“ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. ამის შემდეგ ილუსტრაციის შექმნა ვცადე და პირველივე ჯერზე ძალიან კარგად რომ გამოვიდა, მივხვდი, რა მიმართულებით წავიდოდი. მინდოდა,
საქართველოში ილუსტრატორად დამეწყო მუშაობა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს შევეჯახე. ყველას გამოცდილი კადრი უნდოდა და რამდენიმე უშედეგო გასაუბრების შემდეგ, მეგობარმა მირჩია, რომ ფრილანსერულ საიტებზე დავრეგისტრირებულიყავი. მართლაც, ჩემი პორტფოლიო განვათავსე. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრმა მითხრა, შენ ძალიან გაგიმართლაო, რადგან პირველი პროექტი დარეგისტრირებიდან ორ კვირაში შემიკვეთეს. მთავარი პირველი შეკვეთა და შესრულებულ სამუშაოზე დადებითი შეფასების მიღებაა, მერე უკვე ყველაფერი მარტივად ხდება. იზრდება რეიტინგი და გაყიდვების რაოდენობა. რამდენიმე დღეში მოიმატა შემოთავაზებებმა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არასერიოზულად ვუყურებდი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო არავის ვიცნობდი ისეთს, ვინც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა. არც ოჯახი აღიქვმდა ამას სერიოზულად და არც მე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, მოდი, ესეც იყოს-მეთქი და პარალელურად, აქ ვეძებდი სტაბილურ სამსახურს. ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ წარმოვიდგინე. თუმცა ისე გამოვიდა, რომ შვიდი-რვა საათის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან და ვმუშაობდი. იმდენი სამუშაო მქონდა, ვეღარ ავუდიოდი და არც სივის გაგზავნის დრო მრჩებოდა და მით უმეტეს, არც გასაუბრებებზე სიარულის. მივხვდი, რომ სამსახური უკვე მქონდა და შემოსავალიც სტაბილური გახდა. თავიდან ყველა ძალიან სკეპტიკურად
უყურებდა ამ ამბავს და სამსახურად ვერ აღიქვამდნენ, მაგრამ, როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში დაიჭირეს, დაიჯერეს. პირველი წიგნი 2013 წელს გერმანიაში დაიბეჭდა. ზუსტად მახსოვს ის დღე, მწერალმა რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გამომიგზავნა. წიგნის ფურცლებზე ჩემი ნახატები რომ დავინახე სასწაული შეგრძნება დამეუფლა. უკვე ხუთი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.
– და უკვე ძალიან სერიოზული მიღწევები გაქვს.
– ახლახან იტალიურ რესტორან Capry Italian Eatery-ში ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერად, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ეს უკვე ჩემი რეიტინგის, შესრულებული სამუშაოებისა და დადებითი გამოხმაურებების ხარჯზე მოხდა. რამდენიმე კანდიდატს შორის მე ამარჩიეს. ჩემი პორტფოლიო ისევ ონლაინსივრცეში დევს. დაინტერესებული კომპანია შემოდის, ათვალიერებს მას და მერე მიკავშირდება.
– ძალიან ბევრი წიგნის ილუსტრაციის ავტორი ხარ.
– ახლახან ამერიკაში გამოვიდა ჩემი 43-ე წიგნი. ვარ 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორი. ვიმუშავე ამერიკელი ტელეწამყვანისა და მამოტივირებელი სპიკერის Jacqui Phillips-ის წიგნზე RESET, რომელიც ამერიკაში ძალიან მოთხოვნადია. მან რთული ცხოვრებისეული გზა გაიარა და შემდეგ ყველაფერი თავის წიგნში აღწერა. ილუსტრირება, წიგნის ქავერი, სავიზიტო ბარათიც კი – ვიზუალური მხარე მთლიანად მე მომანდო და ეს წიგნი, გაყიდვების მიხედვით, ბესტსელერი გახდა. შემდეგ ამ პიროვნებამ დამაკავშირა კუნფუს მსოფლიოს ჩემპიონს და ტრენერს Sifu Romain-ს, რომელმაც ასევე
ავტობიოგრაფიული წიგნი Unbreakable დაწერა და ილუსტრაციები მე გავუკეთე, ძალიან რეიტინგული ნაშრომი გამოვიდა.
– რამდენადაც ვიცი, საცურაო კოსტიუმების დიზაინზეც მუშაობ.
– ეს კომპანია ფლორიდაშია და მათაც ონლაინ მომძებნეს. ამ შემთხვევაში, უშუალოდ პროფესიით დავსაქმდი, რადგან მოდის დიზაინერი ვარ. რამდენიმე დიზაინერთან მუშაობენ და ერთ-ერთი მე ვარ. საქართველოს არსებობის შესახებ საერთოდ ჩემგან გაიგეს. მაიამიში ჰქონდათ ერთი კვირის წინ საცურაო კოსტიუმების ჩვენება და მითხრეს, რომ ჩემი დიზაინი ძალიან გაყიდვადია.
– რადგან უცხოურ ბაზარზე მუშაობ, არ გიფიქრია კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება?
– ადრე არ მჯეროდა, რომ ინტერნეტით დასაქმება შესაძლებელი იყო. ვფიქრობდი, რომ კონკრეტულ ქვეყანაში წასვლა იქნებოდა საჭირო, მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. სურვილიც არ მაქვს. თავს ასე ძალიან კარგად ვგრძნობ. იმდენად მარტივად ავეწყვე და ფრილანსერული საიტების სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამჟამად ვმუშაობ გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრიასა და ამერიკაში. ერთ-ერთი, სადაც პირველად დავიწყე მუშაობა, ინგლისში მდებარეობს და ყოველი გაყიდული ნამუშევრიდან თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში ირიცხება და ბედნიერი ვარ, რომ მათთვის უკვე ათი წიგნი მაქვს გაკეთებული.  
– შემდგარი და ფინანსურად დამოუკიდებელი გოგო ხარ, რა ხდება პირად ცხოვრებაში? თუ ახერხებ ამისთვის დროის პოვნას?

– დრო ძალიან დიდი პრობლემაა და ზოგჯერ ძილისთვისაც არ მრჩება. ოჯახი იშვიათად მხედავს, რადგან წელიწადზე მეტია, მარტო გადავედი საცხოვრებლად. ჩემი მუშაობის რიტმი მათთვის არ იყო მარტივი და ჩემთვისაც დამოუკიდებლად ყოფნა ჯობდა. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ესეც ჩემს საქმიანობას უკავშირდება. ჩემმა შეყვარებულმა პირველად ონლაინპლატფორმაზე მნახა, სადაც ვლიკა კვირიკაშვილი უკვე ხუთი წელია, წიგნის ილუსტრირებით არის დაკავებული და უცხოურ ბაზარზე ძალიან წარმატებულად საქმიანობს. არაერთ ბესტსელერზე უმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდნენ, მიღწეული წარმატებით ყველას დაუმტკიცა, რომ ცდა ყოველთვის ღირს.
ლიკა კვირიკაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ, პირველივე კლასიდან ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში ვისწავლიდი. მამა და ბიძა მხატვრები არიან, ასე რომ, მე ოჯახში მესამე ვარ. მეცხრე კლასიდან პროფესიულ კოლეჯში გადავედი დიზაინის განხრით და საშუალო დონეზე შევისწავლე ფერწერა და გრაფიკა. ამის შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და ოთხი წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუტრირება. ლექტორმა მითხრა, წიგნის ილუსტრირებაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეო. მომწონდა ეს ყველაფერი და ვგრძნობდი, რომ პოტენციალიც მქონდა. სტუდენტს, რომელიც მოდელირებაზე სწავლობს, სპეციფიკური ხელი აქვს და მისთვის რთულია ილუსტრაციის ხატვა, მე ეს შემეძლო. გადავწყვიტე, მეცადა და აკადემიის დამთავრების შემდეგ „ჯიპას“ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. ამის შემდეგ ილუსტრაციის შექმნა ვცადე და პირველივე ჯერზე ძალიან კარგად რომ გამოვიდა, მივხვდი, რა მიმართულებით წავიდოდი. მინდოდა, საქართველოში ილუსტრატორად დამეწყო მუშაობა, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს შევეჯახე. ყველას გამოცდილი კადრი უნდოდა და რამდენიმე უშედეგო გასაუბრების შემდეგ, მეგობარმა მირჩია, რომ ფრილანსერულ საიტებზე დავრეგისტრირებულიყავი. მართლაც, ჩემი პორტფოლიო განვათავსე. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ბევრმა მითხრა, შენ ძალიან გაგიმართლაო, რადგან პირველი პროექტი დარეგისტრირებიდან ორ კვირაში შემიკვეთეს. მთავარი პირველი შეკვეთა და შესრულებულ სამუშაოზე დადებითი შეფასების მიღებაა, მერე უკვე ყველაფერი მარტივად ხდება. იზრდება რეიტინგი და გაყიდვების რაოდენობა. რამდენიმე დღეში მოიმატა შემოთავაზებებმა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არასერიოზულად ვუყურებდი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო არავის ვიცნობდი ისეთს, ვინც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მუშაობდა. არც ოჯახი აღიქვმდა ამას სერიოზულად და არც მე, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, მოდი
, ესეც იყოს-მეთქი და პარალელურად, აქ ვეძებდი სტაბილურ სამსახურს. ეს დამატებითი შემოსავლის წყაროდ წარმოვიდგინე. თუმცა ისე გამოვიდა, რომ შვიდი-რვა საათის განმავლობაში ვიჯექი კომპიუტერთან და ვმუშაობდი. იმდენი სამუშაო მქონდა, ვეღარ ავუდიოდი და არც სივის გაგზავნის დრო მრჩებოდა და მით უმეტეს, არც გასაუბრებებზე სიარულის. მივხვდი, რომ სამსახური უკვე მქონდა და შემოსავალიც სტაბილური გახდა. თავიდან ყველა ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ამ ამბავს და სამსახურად ვერ აღიქვამდნენ, მაგრამ, როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში დაიჭირეს, დაიჯერეს. პირველი წიგნი 2013 წელს გერმანიაში დაიბეჭდა. ზუსტად მახსოვს ის დღე, მწერალმა რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი გამომიგზავნა. წიგნის ფურცლებზე ჩემი ნახატები რომ დავინახე სასწაული შეგრძნება დამეუფლა. უკვე ხუთი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.
– და უკვე ძალიან სერიოზული მიღწევები გაქვს.
– ახლახან იტალიურ რესტორან Capry Italian Eatery-ში ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერად, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ეს უკვე ჩემი რეიტინგის, შესრულებული სამუშაოებისა და დადებითი გამოხმაურებების ხარჯზე მოხდა. რამდენიმე კანდიდატს შორის მე ამარჩიეს. ჩემი პორტფოლიო ისევ ონლაინსივრცეში დევს. დაინტერესებული კომპანია შემოდის, ათვალიერებს მას და მერე მიკავშირდება.
– ძალიან ბევრი წიგნის ილუსტრაციის ავტორი ხარ.
– ახლახან ამერიკაში გამოვიდა ჩემი 43-ე წიგნი. ვარ 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორი. ვიმუშავე ამერიკელი ტელეწამყვანისა და მამოტივირებელი სპიკერის Jacqui Phillips-ის წიგნზე RESET, რომელიც ამერიკაში ძალიან მოთხოვნადია. მან რთული ცხოვრებისეული გზა გაიარა და შემდეგ ყველაფერი თავის წიგნში აღწერა. ილუსტრირება, წიგნის ქავერი, სავიზიტო ბარათიც კი – ვიზუალური მხარე მთლიანად მე მომანდო და ეს წიგნი, გაყიდვების მიხედვით, ბესტსელერი გახდა. შემდეგ ამ პიროვნებამ დამაკავშირა კუნფუს მსოფლიოს ჩემპიონს და ტრენერს Sifu Romain-ს, რომელმაც ასევე ავტობიოგრაფიული წიგნი Unbreakable დაწერა და ილუსტრაციები მე გავუკეთე, ძალიან რეიტინგული ნაშრომი გამოვიდა.
– რამდენადაც ვიცი, საცურაო კოსტიუმების დიზაინზეც მუშაობ.
– ეს კომპანია ფლორიდაშია და მათაც ონლაინ მომძებნეს. ამ შემთხვევაში, უშუალოდ პროფესიით დავსაქმდი, რადგან მოდის დიზაინერი ვარ. რამდენიმე
დიზაინერთან მუშაობენ და ერთ-ერთი მე ვარ. საქართველოს არსებობის შესახებ საერთოდ ჩემგან გაიგეს. მაიამიში ჰქონდათ ერთი კვირის წინ საცურაო
კოსტიუმების ჩვენება და მითხრეს, რომ ჩემი დიზაინი ძალიან გაყიდვადია.
– რადგან უცხოურ ბაზარზე მუშაობ, არ გიფიქრია კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება?
– ადრე არ მჯეროდა, რომ ინტერნეტით დასაქმება შესაძლებელი იყო. ვფიქრობდი, რომ კონკრეტულ ქვეყანაში წასვლა იქნებოდა საჭირო, მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. სურვილიც არ მაქვს. თავს ასე ძალიან კარგად ვგრძნობ. იმდენად მარტივად ავეწყვე და ფრილანსერული საიტების სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამჟამად ვმუშაობ გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრიასა და ამერიკაში. ერთ-ერთი, სადაც პირველად დავიწყე მუშაობა, ინგლისში მდებარეობს და ყოველი გაყიდული ნამუშევრიდან თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში ირიცხება და ბედნიერი ვარ, რომ მათთვის უკვე ათი წიგნი მაქვს გაკეთებული.  
– შემდგარი და ფინანსურად დამოუკიდებელი გოგო ხარ, რა ხდება პირად ცხოვრებაში? თუ ახერხებ ამისთვის დროის პოვნას?
– დრო ძალიან დიდი პრობლემაა და ზოგჯერ ძილისთვისაც არ მრჩება. ოჯახი იშვიათად მხედავს, რადგან წელიწადზე მეტია, მარტო გადავედი საცხოვრებლად. ჩემი მუშაობის რიტმი მათთვის არ იყო მარტივი და ჩემთვისაც დამოუკიდებლად ყოფნა ჯობდა. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ესეც ჩემს საქმიანობას უკავშირდება. ჩემმა შეყვარებულმა პირველად ონლაინპლატფორმაზე მნახა, სადაც ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული არტისტები რეგისტრირდებიან. თვითონაც მხატვარია. შემდეგ სოციალურ ქსელებში დამიმეგობრდა და მას შემდეგ კი, რაც ქუჩაში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ვიცანი, ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, (იცინის). მთავარი მონდომებაა და ერთად ყოფნისთვის დრო ყოველთვის გამოინახება (გამოყენებულია მაია ტოჩილაშვილის ფოტო).
ქეთი მოდებაძეიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული არტისტები რეგისტრირდებიან. თვითონაც მხატვარია. შემდეგ სოციალურ ქსელებში დამიმეგობრდა და მას შემდეგ კი, რაც ქუჩაში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ვიცანი, ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, (იცინის). მთავარი მონდომებაა და ერთად ყოფნისთვის დრო ყოველთვის გამოინახება (გამოყენებულია მაია ტოჩილაშვილის ფოტო).
скачать dle 11.3