კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა თვისებები ახასიათებთ „ტოქსიკურ მშობლებს” და როგორ წამლავენ ისინი შვილებს ემოციურად

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

მშობლებს დიდი გავლენა აქვთ ბავშვის განვითარებაზე. აღზრდის გზა, რომელსაც მშობელი ირჩევს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის ემოციურ სიჯანსაღეს. მშობლებს, რომლებიც არ აღიარებენ შეცდომებს შვილებთან ურთიერთობაში, ფსიქოლოგიაში „ტოქსიკურ მშობლებად“ მოიხსენიებენ. ასეთი მშობლის გვერდით ბავშვები მუდმივ ემოციურ და გონებრივ სტრესში იმყოფებიან. თუ როგორი მიდგომები არ შეიძლება ბავშვთან და როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური მშობელი, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებიც საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენენ შვილებზე, რაც პიროვნების ცხოვრების ხარისხზე ზრდასრულ ასაკშიც აისახება. ასეთ სტილს „ტოქსიკური აღზრდის“ სტილს უწოდებენ. ზოგიერთ ოჯახში უფრო მეტად არის შიში, ბავშვის მიმართ უპატივცემულობა, დადანაშაულება, ჩხუბი, აგრესია და ასე შემდეგ. ასეთ გარემოში ცხოვრება ბავშვს სერიოზულ ემოციურ ზიანს აყენებს. შესაძლოა, მშობელი ფიზიკურად არ ძალადობდეს ბავშვზე, მაგრამ არანაკლებ დამაზიანებელია ემოციური ძალადობა. ასეთი ტიპის მშობლები ხშირად ამბობენ, რომ უყვართ შვილები, თუმცა, მათ ქცევაში ეს არ გამოიხატება. ამგვარ გარემოში გაზრდილი ბავშვები, შემდგომ, ზრდასრულ ასაკში დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, ემოციური სირთულეების რისკქვეშ არიან. ხშირად აქვთ დანაშაულის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება და სირთულეები ურთიერთობებში. ტოქსიკურ, ემოციურად დამაზიანებელ ოჯახურ გარემოს აქვს დამახასიათებელი ნიშნები: შვილებმა უნდა დაუჯერონ მშობლებს ყოველთვის, მშობლები ყოველთვის მართლები არიან; არსებობს ორი გზა: მშობლის გზა და მეორე – არასწორი გზა; ბავშვები არ უნდა იყვნენენ მშობლებზე გაბრაზებულები; შვილები მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ მშობლების შეხედულებებისა და ინტერესების მიხედვით.
– რა ახასიათებთ ტოქსიკურ მშობლებს?
– ტოქსიკურ მშობლებს ახასიათებთ: მუდიმივი კრიტიკა, ალბათ, ყველა გაუკრიტიკებია მშობლებს, თუმცა, ბავშვის ყველა ქცევაზე გამუდმებული კრიტიკა არაჯანსაღი მიდგომის მანიშნებელია. კრიტიკა ბავშვს ართმევს დამოუკიდებლობის უნარს, უქვეითებს თვითშეფასებას. მანიპულაცია: ზოგჯერ ასეთი მშობლები ფულით მანიპულირებენ, შეიძლება, დააფინანსონ შვილის საჭიროებები, თუმცა, სამაგიეროდ, მათი წესების მიხედვით ცხოვრებას ითხოვენ და არ აძლევენ შვილს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. მანიპულაციის სხვა საშუალებაც არსებობს, ეს არის დადანაშაულება. თუ შვილი არ ითვალისწინებს მშობლის მოთხოვნას, ის ხდება „უმადური“ შვილი, მშობელი კი, „მსხვერპლის“ როლში გამოდის. პასიური აგრესია: ესეც აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა. პასუხი – „არ მწყენია, კარგად ვარ“, შეიძლება, გამოხატავდეს პროტესტს, ბრაზს. „აღარ გელაპარაკები, შენი დედა აღარ ვიქნები“ – დაუშვებელია ასეთი ტიპის ფრაზების გამოყენება. ბავშვისათვის ეს რთულად გადასატანია. მისთვის მშობელი ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო და დამცველი უნდა იყოს, რეალურად კი მშობელი საკუთარ სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ტოქსიკური მშობლის შემთხვევაში, ის ბავშვს ასწავლის, რომ მისი სიყვარული უნდა „დაიმსახუროს“. თუ კარგად და მშობლისათვის მისაღებად არ მოიქცევა, არ ეყვარება, „ცუდი შვილი“ იქნება. დამახასიათებელი ფრაზებია: „შენი მეგობარი/და/ძმა რა კარგად იქცევა, შენ რა დაგემართა? ნახე, ის რა კარგი შვილია, მე არ გამიმართლა. რატომ არ მიიღე ათიანი სკოლაში? მაჩანჩალა ხარ, ამდენი ხანია ხატვაზე დადიხარ და შენი პატარა ძმა შენზე კარგად ხატავს“...
– მიეკუთვნებიან თუ არა ტოქსიკურ მშობლებს ისინი, ვინც ზრდასრული შვილის პირად ცხოვრებაშიც ერევა და ცდილობს, მისი ცხოვრება მართოს?
– „ჩემთვის ისევ ბავშვი ხარ“ – შეიძლება, ხშირად გაგვიგია მსგავსი ფრაზა, რომლსაც მშობელი ეუბნება უკვე საკმაოდ ზრდასრულ ქალს ან მამაკაცს. ამ დროს მშობელი ხელს უშლის შვილს, გაიზარდოს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები. შვილის აზრი, გადაწყვეტილება განიხილება, როგორც არასერიოზული, მნიშვნელობას მოკლებული. შვილი ხშირად მანამდე განიცდის ზეწოლას, სანამ არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.  ასეთი მშობლები არ სცემენ პატივს ბავშვის პირად სივრცეს, შეიძლება, მოულოდნელად შევიდნენ მის ოთახში, უპასუხონ მის ტელეფონს, წაიკითხონ მისი დღიური, სხვების თანდასწრებით მოყვნენ მისი ამბები და ასე შემდეგ. ამით მშობლები ცდილობენ ბავშვის დაცვას, სინამდვილეში კი, შვილის ნდობას კარგავენ. ბავშვი სწავლობს, რომ მშობელი სანდო არ არის და თვითონაც ნაკლებად სცემს პატივს. როდესაც მშობელი დაბადებიდან ზრუნავს ბავშვის ყველა საჭიროებაზე, მის მაგივრად აკეთებს და აგვარებს პრობლემებს, აჭმევს, ურეცხავს, ულაგებს, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, ურჩევს მეგობრებს, მეუღლეს და ასე შემდეგ. ამით ბავშვს საშულებას ართმევს, ისწავლოს დამოუკიდებლობა, გახდეს თავდაჯერებული, გაერკვეს საკუთარ თავში, რა უნდა, რა შეუძლია და რა არა. ზრდასრულ ასაკში ასეთ ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, უჭირს დამეგობრება, ურთიერთობები, მიდრეკილია დეპრესიისა და შფოთვისკენ.
– ტოქსიკური მშობლებისთვის რამდენად არის დამახასიათებელი ბავშვზე საკუთარი სურვილების მოხვევა?
– ასეთი მშობელი თავის სურვილებს, ამბიციებს, რომლებსაც ვერ მიაღწია, თავს ახვევს ბავშვს. მშობლის პოზიცია ასეთია, რომ თვითონ იცის, რა უფრო უკეთესია ბავშვისთვის, მიჰყავს თავის მიერ არჩეულ სპორტზე, მუსიკაზე, რაიმე წრეზე. თავად ურჩევს პროფესიას, სამუშაო პოზიციას, არ ითვალისწინებს ბავშვის რეალურ სურვილებსა და შესაძლებლობებს. ბავშვის ჯანსაღი ემოციური განვითარებისათვის აუცილებელია, მშობლისაგან უპირობო სიყვარულს გრძნობდეს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიქცევა ის, მშობელმა მაინც უნდა აგრძნობინოს, რომ ის უყვარს. შეიძლება, შევაფასოთ ბავშვის კონკრეტული ქცევა, მაგრამ მან ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ გვიყვარს.
скачать dle 11.3