კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 „საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

სრულიად ახალი სერვისი – ბიზნესბანკირის მომსახურება ქვეყნის წამყვანი ბანკისგან

​ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამ მიზნით „საქართველოს ბანკმა“, დანერგა სრულიად ახალი სერვისი – ბიზნესბანკირის მომსახურება. ბიზნესბანკირი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პირდაპირი საკონტაქტო პირია, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში.
„საქართველოს ბანკი“, სპეციალურად შემუშავებული პროგრამების ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის პროდუქტების სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რაც გულისხმობს: დაფინანსების მიღებას 15 წლის ვადით, სექტორის წარმომადგენლებზე მორგებული დაფარვის გრაფიკსა და მოქნილ საოპერაციო პროდუქტებს: კონვერტაციის სპეციალურ კურსს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის სახელფასო პროექტსა და სწრაფი გადახდის ტერმინალზე ანგარიშსწორებას, როგორც VISA და MasterCard ბარათებით, ასევე, ექსკლუზიურად American Express  ბარათით ანგარიშსწორებას.
მათ, ვისაც სურს, ახლა დაიწყოს სასტუმრო ბიზნესი, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს შემდეგი სიახლეებით:
* სასტუმროს პროექტიდან გამომდინარე, ბანკმა შესაძლებელია, დამატებითი ფინანსური რესურსების წარმოდგენის გარეშე სრულიად დააფინანსოს პროექტი;
* დაფინანსების გაცემა შესაძლებელია, ასევე, სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში;
* სესხის დაფარვის წყაროდ გათვალისწინებული იქნება სასტუმროს მომავალი შემოსავლები;
* სესხის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ დაფინანსებული პროექტის არსებული და სამომავლო უძრავ/მოძრავი ქონება.
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს განვითარებისთვის სრულიად ახალ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს სამშენებლო სექტორშიც. მათ შორის:
* შედარებით მოკლევადიანი სესხი მშენებლობის დაფინანსებისთვის;
* დეველოპერის მიერ დაქირავებული სამშენებლო ან სერვისის გამწევი კომპანიის არსებობის შემთხვევაში, ამ კონტრაქტორის სესხით დაფინანსება;
* დეველოპერებისთვის ბინების რეალიზაციაში მხარდაჭერა;
* დამატებითი შეღავათები საოპერაციო ტარიფებზე.
რამაზ კუკულაძე („საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე): მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და  „საქართველოს ბანკს“ აქვს სურვილი, კიდევ უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე, ინტელექტუალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამის დასტურია ბიზნესბანკირის მომსახურების დანერგვა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებული პირობებისა და პროდუქტების შეთავაზება და მაქსიმალური ხელშეწყობა, დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია.

скачать dle 11.3