კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 „მარიგოლდი“ – სიყვარულით შექმნილი სამოსი თქვენი დაუვიწყარი დღეებისთვის

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

სიყვარულით შექმნილი ბრენდი „მარიგოლდი“, 2008 წლიდან აწარმოებს საავტორო, ხელნაკეთ საქორწინო და სადღესასწაულო სამოსს, რომლიც დიდი ხანია, გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. „მარიგოლდში“ სასიამოვნო სიახლეა, ცოტა ხნის წინ  ბრენდი ძველი მისამართიდან ახალ, „სიყვარულის სახლში“ გადავიდა, სადაც ყველაფერი საოცრად გემოვნებითაა მოწყობილი.  მოდის ახალი სახლის შექმნაში დიდი შრომა ჩადო ბრენდის დამფუძნებელმა – ქალბატონმა თამარ ნადირაძემ, რომელიც უსაზღვრო ენერგიითა და თავისი საქმის მიმართ განუზომელი სიყვარულით გამოირჩევა. 19 ივნისს „მარიგოლდის სიყვარულის სახლი“ პეკინის ¹9-ში პომპეზურად გაიხსნა, სადაც საჯარო უწყებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქართული შოუბიზნესის ბევრ ცნობილ სახეს ნახავდით. „მარიგოლდის“ ახალი საწარმო და მოდის სახლი  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა – ქალბატონმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა და ბრენდის სამკერვალო საწარმო სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.
თამარ ნადირაძე: როდესაც ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს შენ განდობენ, შენს ბრენდზე აკეთებენ არჩევანს და აზრს გეკითხებიან, ეს დიდი ბედნიერება და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. აღმაშენებლის ფილიალში არ გვქონდა ჩვენი მომხმარებლისთვის ისეთ დონეზე დახვედრის საშუალება, როგორიც მინდოდა, ჩვენს ახალ მოდის
სახლში კი, ძირითადი აქცენტი მომსახურების კულტურაზე გავაკეთეთ.
– თქვენი ახალი მოდის სახლი საოცრად დახვეწილი გემოვნებითაა შექმნილი, ვინ იზრუნა ამ ყველაფერზე?
– ამ პროცესებში თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული, ძალიან ბევრი შავი სამუშაოები გავწიეთ, რამდენიმე თვის მუშაობა დაგვჭირდა, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მიგვეღო. თითოეული დეტალი, შეძლებისდაგვარად, მომხმარებლის კომფორტზე გავთვალეთ.  
– რით გამოირჩევა „მარიგოლდის“ ახალი სახლი ძველისგან?
– ჩვენს მოდის სახლში მომხმარებელს დახვდება სიყვარულით შექმნილი პროდუქტი, რომლის გამოხატულებაა ჩვენი სლოგანი „სიყვრულით შექმნილი“. სახელიც ასე დავარქვით „მარიგოლდი – სიყვარულის სახლი“. ბევრი ძალიან კარგი იდეა გვაქვს, სამომავლოდ ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომლის შესახებაც თქვენ ერთ-ერთი პირველები შეიტყობთ.
– რა არის თქვენთვის „მარიგოლდი“?
– „მარიგოლდი“ არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომლის სახელშიც ბევრი შრომა და უძილო ღამეები მაქვს ჩადებული. როგორც ბიზნესმენი, ძალიან ამაყი ვარ, რომ  „მარიგოლდი“ მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყანაშია. განსაკუთრებით მიყვარს ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მიმართულება  – „ჩაიცვი ქართული“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვქმით გათანამედროვებულ ტრადიციულ ქართულ სამოსს, რამაც თავის ბრენდბუქთან ერთად ძალიან ბევრი ქვეყანა მოიარა.
– საიდან წამოვიდა „მარიგოლდის“ ბრენდბუქის შექმნის იდეა?
– ჩვენი ბრენდბუქის შექმნის იდეა სტრასბურგში გაჩნდა, როდესაც გვკითხეს ამერიკის ჯორჯიიდან ხართო? მაშინ თითქოს რაღაც გადატრიალდა ჩემში და გადავწყვიტე, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით შემექმნა ბრენდბუქი, სადაც აღწერილია საქართველოს ისტორიული კუთხეები ტრადიციულ სამოსთან ერთად. ჩვენნაირი მცირებიუჯეტიანი კომპანიისთვის ცოტა რთულია ამხელა ბრენდბუქის გამოცემა, მაგრამ მე რითიც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი ისტორიითა და ტრადიციებით გაგვიცნოს და დაგვაფასოს მსოფლიომ. ქართულ საქმეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება.
– თქვენ გაქვთ ბავშვების ხაზიც, რა ასაკიდან მოდიან პატარები?
– სამოსს ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის ვქმნით და ძალიან მიხარია, რომ „მარიგოლდს“ ჰყავს თავისი პატარა,  მუდმივი მომხმარებლები, რომლებიც განსაკუთრებული დღეებისთვის მხოლოდ ჩვენთან იმოსებიან. რაც მთავარია, იციან, რა აცვიათ და ითხოვენ, რომ სწორედ „მარიგოლდში“
მოიყვანონ მშობლებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პატარები ბავშვობიდანვე ეზიარებიან გემოვნებასა და ხარისხს.
– „მარიგოლდმა“ არაერთი დაუვიწყარი ღონისძიება გვაჩუქა და ბევრ ადამიანს გაუხალისა, თუნდაც, ერთი დღე...
– ჩვენ გვაქვს უამრავი ისეთი მოგონება, რომელიც დარჩა როგორც „მარიგოლდის“, ისე დამსწრე საზოგადოების მეხსიერებაში.  ჩვენ გვქონდა პროექტი სახელწოდებით – „მარიგოლდი არის ყველგან“, რომლის ფარგლებშიც მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო და უსიცოცხლო, ჩაბნელებული ქალაქები გავაცოცხლეთ და ავახმაურეთ. დაუვიწყარია ჩვენი 5 წლის იუბილესადმი მოწყობილი ყველაზე დიდი პოდიუმი მსოფლიოში, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე, რომელზეც 50 მოდელი და ჟურნალისტი გამოდიოდა, ყველა ამბობდა, რომ ქალაქში საოცრება ხდებოდა, ეს იყო ნამდვილი ზეიმი. ჩვენი მიზანია, ძალიან დაძაბულ სოციალურ ფონზე, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ადამიანებს ცხოვრება. „მარიგოლდი“ ყოველგვარი გაჟღერების გარეშე მუდმივად აკეთებს პატარ-პატარა სიკეთეებს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
დიახ, „მარიგოლდი“ არის სიყვარულით აღიარებული ქართული ბრენდი, რომლის მთავარი ნიშაა ხარისხი და გემოვნება!
საკონტაქტო ტელ.:
599 56-51-76; 0322 95-29-29.
скачать dle 11.3