№31 ეს საინტერესოა
* ევროპაში ებრაელების დევნა განსაკუთრებით 1348 წელს გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპმა კლიმენტ მეექვსემ მოუწოდა თავის მრევლს, შეეწყვიტათ უდანაშაულოთა მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება, სტრასბურში 2 000-მდე ებრაელი ჩამოახრჩვეს. მათ შავი ჭირის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ – ჭები მოწამლესო. სწორედ ამის მერე მოხდა ებრაელთა სასწრაფო ემიგრაცია პოლონეთსა და რუსეთში.
* რომის პაპმა – სილვესტერ პირველმა ევროპაში ჩამოიტანა არაბული ციფრები, რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სულაც არ იყო არაბული და ინდური წარმომავლობა ჰქონდა.
* ბიბლიურმა სამსონმა და ქართული წარმართული ეპოსის ნადირობის ქალღმერთმა, დალიმ, ორივემ, ძალა მაშინ დაკარგეს, როდესაც ძილში თმა მოაჭრეს.
* როდესაც საკასი ამ ექსპერიმენტს ატარებდა, 50-მა მამაკაცმა თავიანთი ბრინჯაოს ფარები ერთი ნავისკენ მიმართეს. ორ წუთში ნავი ცეცხლის ალში გაეხვია. ასე მან არქიმედეს აღმოჩენა შეამოწმა – მზის სხივების ფარებზე არეკვლით მტრის ხომალდებს წვავდნენ.