კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ბრძნული აზრები

ლაო ძი: იდეალისკენ სწრაფვისას ცხოვრება არ დაივიწყოთ.
პოლ ვალერი: მოძღვრები ისინი არიან, ვინც გვიჩვენებენ, რა არის შესაძლო შეუძლებლის სფეროში.
შოპენჰაუერი: ამქვეყნად ყველაზე დიდ ბოროტებას ბოროტმოქმედები როდი სჩადიან. არამედ ხელმოცარულნი, გულგრილნი და მალემრწმენნი. ბოროტმოქმედნი უმწეონი იქნებოდნენ „კეთილთა“ სიმრავლის გარეშე.
ნიცშე: ხანდახან იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ჩემ მიერ ნათქვამ ვერცერთ სიტყვას ვერ ვხვდები.
პლატონი: სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
რემარკი: ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.
ოთარ ჭილაძე: დანაშაულია, როცა არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი: ვიციო.
შილერი: გლოვა უფრო აბრძენებს ადამიანს, ვიდრე სიხარული.
ეპიკურე: უკეთესია, ზოგიერთი სატანჯველი მოვითმინოთ, რომ დავტკბეთ უფრო დიდი სიამოვნებით, სასარგებლოა, თავი შევიკავოთ ზოგიერთი სიამოვნებისგან, რომ არ განვიცადოთ უფრო მძიმე სატანჯველი.
მონტესკიე: როცა მეცნიერება ნაბიჯს წინ დგამს, ღმერთი ერთი ნაბიჯით უკან იხევს.
პითაგორა: ხუმრობა ზომიერად იხმარე, როგორც მარილი.
ბუდა: ნუ ფიქრობ წარსულზე, ნუ ოცნებობ მომავალზე, იცხოვრე აწმყოთი.
ჰაინე: მტრებს მხოლოდ მაშინ უნდა მიუტევო, როცა სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ.
აგატა კრისტი: ყველა მკვლელი ვიღაცის საუკეთესო ნაცნობია.
ჩერჩილი: არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა.
ჰიტლერი: გაიტანეთ საათები ჩემი ოთახიდან, მე თვითონ გადავწყვეტ რა დროა.
ჰეპბერნი: დამოკიდებულებების შეცვლა თუ გინდა, ეს საქმე ქცევის ცვლილებით დაიწყე.
ამადუ: ქორწინება ორი ადამიანის სწრაფვაა ერთიანობისკენ, შემდეგ – ბრძოლა თანასწორობისთვის და ბოლოს – დამოუკიდებლობისთვის.
უაილდი: მსოფლიოს რომ ქალები მართავდნენ, ომი აღარ იქნებოდა. იქნებოდა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც არ ილაპარაკებდნენ ერთმანეთთან.скачать dle 11.3