კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა ბლეფი დაუდგა „კაგებემ“ „ცეერუს“ და როგორ გადააყრევინა წყალში 2 მილიარდი დოლარი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია  გვიამბობს ქართველი „ჩეკისტების“ მიერ ბრწყინვალედ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა საბჭოეთ-ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობებზე.
გაქცევა
1971 წლის 23 თებერვალს „კაგებეს“ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. საბჭოთა უშიშროების ციხიდან ამერიკელი ჯაშუში არნოლდ ჯონსონი, იგივე „მეწაღე“ გაიქცა. საბჭოთა კონტრდაზვერვამ ის ერთი კვირით ადრე თბილისში, ლენინის მოედნის მეტროს სადგურზე იმ დროს დააპატიმრა, როდესაც საბჭოთა მოქალაქეს, გაგიკ პეტროსიანს ორი ათას ხუთასი მანეთი და ჯაშუშური ინსტრუქციები გადასცა. პეტროსიანი თბილისის რადიოქარხანაში მუშაობდა მუშად. „მეწაღემ“ ის ქალაქ კისლოვოდსკში გადაიბირა „ცეერუზე“ სამუშაოდ. ამერიკელებს საიდუმლო-სამხედრო საქმიანობები აინტერესებდათ, რომლებიც თბილისის რადიოქარხანაში, ერთ-ერთ დახურულ საამქროში მიმდინარეობდა და პეტროსიანისგან სწორედ ამის გარკვევას მოითხოვდნენ. თავად „მეწაღე“ კი „ცეერუს“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აგენტი იყო. ის შეერთებული შტატების საელჩოს მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ფარულად, ზოგჯერ აშკარადაც კი მოქმედებდა, გადაადგილდებოდა და მტრულ საქმიანობას ახორციელებდა. აგენტი „მაწაღე“ იმდენად ძლიერად ფლობდა ადამიანების დარწმუნების ხელოვნებას, რომ მან „კაგებეს“ გამომძიებელი კოვალიოვიც კი დაარწმუნა საკუთარი მისიის სისწორეში და მისი დახმარებით გაიქცა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „მეწაღემ“ ადრე გადამალული ინფორმაციაც თან წაიღო, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი თბილისის რადიოქარხნის დახურულ საამქროში მიმდინარე საიდუმლო სამუშაოები, რაც ასე ძალიან აინტერესებდათ ამერიკელებს. „მეწაღემ“ მონუსხული კოვალიოვიც თან წაიყვანა და ის „ლენგლიში“ („ცეერუს“ შტაბ-ბინა) თავის შეფებს წარუდგინა.

საიდუმლო სამუშაოები
პეტროსიანის გარდა, „მეწაღეს“ კიდევ ორი ადამიანი – პავლე სუვოროვი და გენო კოტრიკაძცე ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც თბილისის რადიოქარხანაში მუშაობდნენ. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიუტანეს „მეწაღეს“ საიდუმლო საამქროს სამუშაოების სქემა და სწორედ ეს ინფორმაციები წაიღო ამერიკელმა ჯაშუშმა „ცეერუში“. ინფორმაციის გაშიფვრის შემდეგ „ცეერუს“ ანალიტიკური სამსახური იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბჭოეთს, ეგრეთ წოდებული, სივრცული იარაღი ჰქონდა, რომელიც დიდ საშიშროებას წარმოადგენდა მთელი „ნატოს“ ბლოკისთვის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს მათ მთელ თავდაცვით სისტემას თავდაყირა აყენებდა.
თბილისის რადიოქარხნიდან წამოღებული საიდუმლო დოკუმენტაციის მიხედვით, სივრცულ იარაღს, ეგრეთ წოდებული, მონოგამიური ბგერების საშუალებით ნებისმიერ სისტემაში შეღწევა და მისი დაშლა შეეძლო. ეს ყველაფერი კი, პრაქტიკულად ასე ხდებოდა: მაგალითად, ნიუ-იორკის ყურიდან ამოქმედებულ მონოგამიურ ბგერას შეეძლო ქალაქის ცენტრში სასტიკი ნგრევა გამოეწვია, ანუ ბგერებს ოთხი კვადრატული კილომეტრის რადიუსში ყველაზე მონოლითური რკინა-ბეტონის კედლებში რღვევის გამოწვევა შეეძლო. აღწერილობის მიხედვით, ეს იარაღი ზომით ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფისოდენა იყო და მისი ტრანსპორტირების გაკონტროლება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. „ცეერუს“ ანალიტიკოსებმა შოკში ჩააგდეს ამერიკელი მაღალჩინოსნები. ერთი მხრივ, მათ მონოგამიური იარაღის საწინააღმდეგო სისტემაზე დაიწყეს მუშაობა, მეორე მხრივ კი – სპეციალური დივერსიული ჯგუფების მზადებას შეუდგნენ. ამ ჯგუფებს თბილისის რადიოქარხანაში უნდა შეეღწია და ის საამქრო გაენადგურებინათ, სადაც მონოგამიურ იარაღს ამზადებდნენ. 1971 წლის 11 მარტს ამერიკელებმა თორმეტი კაცი შეარჩიეს და თბილისის რადიოქარხნის ასაფეთქებლად სპეციალური მომზადება დაიწყეს. პარალელურად კი, „პენტაგონს“ მილიარდი დოლარი გამოუყვეს ანტიმონოგამიური იარაღის შესაქმნელად.

დაკავება
თბილისში გამოსაგზავნი თორმეტკაციანი ტერორისტული ჯგუფი ოთხ თვეში მზად იყო და ისინი 1971 წლის 25 ივლისს თბილისში გადმოსასროლად მოამზადეს. თბილისის რადიოქარხანა დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარეობდა და „ცეერუს“ დივერსანტებს ის უახლესი პლასტიკური ასაფეთქებლებლით „ც 4-ით“ უნდა აეწიათ ჰაერში. დივერსიული ჯგუფის თითოეული წევრი ინდივიდუალური მარშრუტით სათითაოდ გადმოიყვანეს საბჭოთა კავშირში. ერთად ისინი 29 აგვისტოს შეიკრიბნენ საქართველოს დედაქალაქში. დივერსანტებმა საღამოს 10 საათზე ერთობლივი თათბირი გამართეს კონსპირაციულ ბინაში, რომელიც დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მდებარეობდა, შემდეგ კი დავალების შესასრულებლად გაემართნენ. დივერსია დიდუბეში 1971 წლის 30 აგვისტოს, ღამის 3 საათზე იყო დანიშნული. დივერსანტები ღამის პირველ საათზე შეიკრიბნენ რადიოქარხანასთან და ის იყო დანაღმვა უნდა დაეწყოთ, რომ თორმეტივე დივერსანტი საბჭოთა უშიშროების სპეცრაზმმა „ალფამ“ დააკავა. დივერსანტები მანამდე განაიარაღეს, სანამ ისინი გონზე მოსვლას მოასწრებდნენ. შემდეგ კი ჯერ საქართველოს „კაგებეს“ შენობაში დაკითხეს, ბოლოს სპეცრეისით მოსკოვში გადააფრინეს და ლუბიანკაზე მიიყვანეს.

წყალში გადაყრილი მილიონები
თბილისში დაკავებულმა დივერსანტებმა დანაშაული უყოყმანოდ აღიარეს და ხელი „ცეერუსკენ“ გაიშვირეს. საბჭოთა მთავრობამ კი მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ არანაირი მონოგამიური იარაღი მათ არ ჰქონიათ და თბილისის  რადიოქარხანაშიც არანაირი საიდუმლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. თან, ამერიკელებს მტრულ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი. თავის მხრივ კი, ამერიკელებმა უარყვეს რაიმე კავშირი დაკავებულ დივერსანტებთან და საბჭოთა კავშირის განცხადება პროვოკაციად მონათლეს. „ცეერუში“ფიქრობდნენ, რომ საბჭოელები ტყუოდნენ, როცა მონოგამიური იარაღის არარსებობაზე საუბროდნენ. ამიტომ, ანტიმონოგამიური სისტემის დასაფინანსებლად კიდევ ერთი მილიარდი დოლარი გამოყვეს.
საბოლოო ჯამში, ამენრიკელების ანტიმონოგამიური პროექტი ორი წელიწადი გრძელდებოდა. ორი მილიარდი დოლარი წყალში გადაიყარა. მონოგამიური იარაღი სინამდვილეში ბლეფი იყო და საბჭოთა დაზვერვამ ეს ყველაფერი ყურადღების გადასატანად გამოიყენა. ამ დროის განმავლობაში კი, საბჭოთა მეცნიერებამ უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიები შექმნეს და ამ სფეროში ამერიკის შეერთებულ შტატებს საგრძნობლად გაუსწრეს. „მეწაღის“ გაქცევა და გადაბირებული საბჭოთა მოქალაქეები კი იმ დიდი სპექტაკლის ნაწილი იყო, რომელიც „კაგებემ“ „ცეერუს“ დაუდგა. ამ სპექტაკლის ავტორი პოლკოვნიკი ზურაბ მშვენიერაძე იყო და საბჭოთა კონტრდაზვერვის არქივში ის ოპერაცია „მონოგამიას“ სახელწოდებითაა ცნობილი.
скачать dle 11.3