კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ხასიათი სასმელში

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გაინტერესებთ, როგორ უნდა ამოიცნოთ საყვარელი ადამიანის ხასიათი იმ სასმელის მიხედვით, რომელსაც ის უპირატესობას ანიჭებს? მაშინ, ეს ტესტი თქვენთვის არის. ნუ დაიზარებთ, უპასუხეთ შეკითხვებს და „ისიამოვნეთ“ შედეგებით.
1. სამსახურში, შესვენებაზე თქვენი რჩეული ხშირად მიირთმევს:
ა) ჩაის ან ჩვეულებრივ წყალს;
ბ) ყავას;
გ) წვენს, ტკბილ, გაზიან სასმელს.
2. როცა სტუმრად ხართ და არის არჩევნის საშუალება, როგორი ფორმის ჭიქას შეარჩევს?
ა) ყველაზე დიდს;
ბ) იმას, რომელიც მასთან ახლოს არის;
გ) ორიგინალურს.
3. უპირატესობას ანიჭებს ჩაის...
ა) რომელიც საგანგებოდ უნდა იყოს დაყენებული;
ბ) ჩვეულებრივს, ერთჯერად შეკვრებში;
გ) რომელსაც სხვადასხვა არომატი აქვს.
4. როდესაც თქვენი რჩეული ლანჩზე გეპატიჟებათ, იცით, რომ აღმოჩნდებით:
ა) მის საყვარელ რესტორანში;
ბ) მყუდრო კაფეში;
გ) სწრაფი კვების ობიექტში.
5. ხსნადი ყავის ერთჯერად შეკვრაზე მისი აზრი ასეთია:
ა) საშინელი ქიმიაა, ნამდვილი საწამლავი;
ბ) ზარმაცების სასმელი;
გ) უგემური სითხე.
6. როგორი დამოკიდებულება აქვს სპირტიანი სასმელების მიმართ:
ა) საერთოდ არ ეტანება;
ბ) სვამს მხოლოდ „გამოუვალ“ სიტუაციებში;
გ) ხშირად სვამს რელაქსისთვის.
7. უყვარს თქვენს რჩეულს სპორტი?
ა) უყვარს. აქტიურად არის დაკავებული სპორტით;
ბ) ზოგჯერ ეზოში ფეხბურთს თამაშობს;
გ) რეგულარულად დადის სპორტდარბაზში.
8. რა შემთხვევაში სვამს თქვენი რჩეული ყავას?
ა) როცა უნდა, რომ გამოფხიზლდეს;
ბ) ყოველთვის, როცა თავისუფალ მომენტს იპოვის;
გ) თუ სხვა სასმელი არ მოეპოვება.
9. მოსწონს თქვენს პარტნიორს „თერმო ჭიქები“?
ა) არა. დიდ სისულელედ მიაჩნია;
ბ) დიახ. რამდენიმე ცალი აქვს და თან დააქვს;
გ) აქვს და თუ შორ გზაზე მიდის, მიაქვს.
ნახეთ შედეგები:
პასუხების უმრავლესობაა „ა“: თქვენი რჩეული ძალიან მომთმენი, მშვიდი და გაწონასწორებულია. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანიც არის. ცხოვრების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. ნამდვილად კარგი მეუღლე იქნება. თუმცა, სიჯიუტეს ვერ „წაართმევ“.
პასუხების უმრავლესობა არის „ბ“: მოდური ტენდენციების მიმდევარია. მისი ყავის მიმართ სიყვარული გამონაკლისი არ არის. უყვარს ტონუსში ყოფნა. ემოციურია. ადვილად სწყინს რაღაცები. ჭკვიანია, რაციონალური. თუმცა ფეთქებადიც.
პასუხების უმრავლესობაა „გ“: პატივს სცემს სხვის ინტერესებს, თქვენს თავისუფალ აზროვნებას და პიროვნულ სივრცეს. სძულს რუტინა. ჩარჩოები და ერთხელ დადგენილი წესები. თუ ეცდებით, თავისუფლება შეუზღუდოთ, საშინელ ბუნტს მოგიწყობთ.

скачать dle 11.3