კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ჩემი რძალი ცდილობს, ქმარი ჩემ წინააღმდეგ განაწყოს და შვილს დედა შეაძულოს



ჩემმა შვილმა ადრეულ ასაკში გადაწყვიტა ცოლის შერთვა. ვეუბნებოდი, ჯერ 19 წლის ხარ, რა დროს შენი ცოლი და შვილია-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. რაღას ვიზამდი? წინააღმდეგობა არ გამიწევია და რძალი საკუთარი შვილივით მივიღე.  ჩემი ბიჭი ყველაფერს მიყვებოდა, მაგრამ მანამდე ამ გოგოს სახელი არადროს უხსენებია. გამიკვირდა, ასე უცბად, როგორ შეუყვარდა და ცოლად დაისვა-მეთქი, მაგრამ მერე გავიგე, თურმე ორსულად ყოფილა და ამიტომ დააჩქარეს ქორწინება. ჩემს რძალს, ანის, მკაცრი მამა და ძმა ჰყავს და შეეშინდა, სანამ მუცელი დაეტყობოდა, სასწრაფოდ გამოჰყვა ჩემს შვილს. მათ დღესაც არ იციან, რომ ანი ორსული გათხოვდა, მაგრამ, მე ხომ ვიცი? არ ერიდება და ისე მიბრუნებს ენას და მეტლიკინება, ლამის გავგლიჯო შუაზე. ჩემი ბიჭიც გადარია, თავის ჭკუაზე გადაიყვანა და ზედმეტი რომ არ უთქვამს ჩემთვის, ახლა ხმას უმაღლებს და ისე მელაპარაკება, თითქოს მისი მტერი ვიყო. ამას წინათ, ბაზრობაზე გავიარე და ბავშვის ჩასაცმელები მომეწონა. ვიფიქრე, ბავშვის დაბადებამდე ჯერ ორი თვე წინაა, მაგრამ მაინც ვიყიდი-მეთქი. სახლში გახარებულმა მივიტანე და ჩემმა რძალმა რომ ნახა, მადლობაც კი არ მითხრა, შეიკეტა თავის ოთახში და ქმარი ისე „გაბერა“, გამომიხტა ჩემი შვილი და ერთი ამბავი დამაწია: სად გაგონილა, წინასწარ ბავშვის რაღაცების ყიდვა, ცუდის ნიშანია, თან, ბაზრობაზე ნაყიდს ბავშვს არ ჩავაცმევთ და რა გინდა, ეს გოგო ნერვიულობით გადაირიოსო? ისე მიწუნებს ნაყიდს, გეგონება, საფრანგეთშია გაზრდილი და იქ მოიჭრა ჭიპი. მოკლედ, ამის გამო მთელი სამი დღე გაბღუნძული დადიოდა. შვილის გული ვერ მოვიგე და რძალს რას ვერჩი. მე გამიზრდია უნიათო და უზრდელი შვილი, ამაში მე ვარ დამნაშავე. სულ იმაზე ვფიქრობ, რას ეუბნება ასეთს,  შვილს დედის წინააღმდეგ რომ განაწყობს. ჩემი ქმარი მეუბნება, დაანებე თავი, იყვნენ თავისთვის, ნურც ნურაფერს უყიდი და ნურც ელოლიავებიო. მე კი ასე არ შემიძლია. რამეს რომ ვნახავ და მომეწონება, მინდა, ჩემს რძალს მივუტანო და უბრალოდ, გავახარო, თორემ მისი გულის მოგებას კი არ ვცდილობ. დედამისი რომ მოდის, მაშინ კარგ ხასიათზე დგება, თორემ ისე, მთელი დღე, სახემოღუშული დადის. მეგონა, ორსულობის ბრალი იყო, მაგრამ არა! ასეთი უხასიათო და უჟმურია. მარტო ჩემი შვილი უნდა და ვერც მის მშობლებს იტანს, ვერც მის სანათესაოს და ვერც საძმაკაცო-სადაქალოს. ისე იქცევა, ყველას შეაძულა ჩვენთან მოსვლა. ყველას ეჭვის თვალით უყურებს. თუ რამეს იტყვიან სხვაზე, ჰგონია მის გასაგონად ამბობენ. მოკლედ, თბილი და ტკბილი ოჯახი, ისე გააცივა და დაძაბა, საკუთარ სახლში შესვლა აღარ მინდა. არადა, მეგონა, რძალი მეყოლებოდა, ერთად ვივლიდით საყიდლებზე, დაქალივით ამოვიყენებდი გვერდით და მისთვის ვიცოცხლებდი. რამ დაუბრმავა ჩემს შვილს თვალები, არ ვიცი. იმედია, ბავშვი რომ დაიბადება, ჩემი რძალი მასაც არ  შეაძულებს ჩემს თავს და ჩემი შვილივით არ წამართმევს.
ლელა, 47 წლის.скачать dle 11.3