№31 კითხვა-პასუხი
კითხვა: რა ასაკიდან იწყებს სახისა და ზოგადად, სხეულის კანი დაბერებას და როგორ გავახანგრძლოვოთ ეს პროცესი?
პასუხი: კანი დაბერებას 25 წლის ასაკში იწყებს და ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოთ კანის აქტიური მოვლა, რომ თავიდან აიცილოთ ნაოჭები და ნაადრევი დაბერება. კანი სხეულს გარეშე ნივთიერებების შეღწევისგან იცავს, ისევე, როგორც ინფექციებისა და დასხივებისგან. მას, რა თქმა უნდა, აქვს აღდგენის უნარი, თუმცა 25 წლის შემდგომ, ეს პროცესი ნელდება და რთულდება, რამდენადაც კანის უჯრედები უწინდელი ინტენსივობით აღარ იყოფიან. მარტივად რომ ვთქვათ, თანდათან წყვეტენ განახლებას. ზედა შრე თხელდება, ქსოვილში იკლებს სითხისა და ცხიმის შემცველობა. აუცილებელია, მოამარაგოთ ორგანიზმი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, მაგალითად, A, C, E და K ვიტამინები. უნდა გამოიყენოთ, თქვენი ასაკის შესაბამისი სახის კრემები და სხეულის მოვლის სხვა საშუალებები.
კითხვა: ხშირად, პარფიუმერიულ მაღაზიებში მისულს, კონსულტანტი სახის დასატენიანებლად შრატს მთავაზობს. რამდენად აუცილებელია სახეზე შრატის გამოყენება, ხომ არ აქვს ცხიმიანი ეფექტი, რომ გააპრიალოს სახის კანი?
პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. ისევე, როგორც ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე აკნესა და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აიჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი და ასე შემდეგ. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებთ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიეთ. ის აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ და შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებლად, ასევე კანის მოვლის სხვა პროდუქტებთან ერთად.