№31 ორგანიზმიდან ტოქსინების გამომყვანი ყაბაყის წვნიანის დიეტა
ყაბაყის წვნიანის დიეტა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასუფთავებს და ამდიდრებს ორგანიზმს მიკროელემენტებით, გამოდევნის შლაკებს და ტოქსინებს, ძალას მატებს სხეულს და რასაკვირველია, ზედმეტ კილოგრამებსაც ეფექტურად ებრძვის. თუ ამ დიეტას ერთი კვირის განმავლობაში დაიცავთ, შედეგს თავად დაინახავთ. სასურველია, ყოველდღიურად ახალი მოამზადოთ. დიეტის პერიოდში წვნიანთან ერთად შეარჩიეთ დაბალკალორიული მენიუ. მაგალითად, მიირთვით ზეითუნის ზეთით მომზადებული ბოსტნეულის სალათა, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, ხილი და ასე შემდეგ. რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული და შემწვარი პროდუქტები.
წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 4 ცალი კარტოფილი, 2 კბილი ნიორი და 1 ცალი ყაბაყი. ყაბაყი და სტაფილო, მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი კი საშუალო ზომებად დაჭერით. ქვაბში ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ. როგორც კი წყალი ადუღდება, ჩაუმატეთ ცოტა მარილი და ჩაყარეთ კარტოფილი. კარტოფილის მოხარშვამდე კი, ცალკე ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. კარტოფილი რომ მოიხარშება, დაამატეთ გახეხილი ყაბაყი და სტაფილო, შემდეგ – ნიორთან ერთად მოშუშული ხახვი. 10 წუთით წამოადუღეთ. გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში მიირთვით.