№31 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 23 ივლისს, დილის 8 საათზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიაში ელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი მისი ყოფნა?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება ისეთი თვისებების წინ წამოწევასა და განვითარებას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, პრაქტიკულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, ნებისყოფა, სისუფთავე და წესრიგი. ასევე, უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, ჰქონდეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, იყოს დემოკრატი, თავისუფალი არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებს. ისწავლოს ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიურობა ურთიერთობაში: სადაც საჭიროა, შეძლოს სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება. უნდა დაეყრდნოს უანგარო პრინციპებს. ამით ის შეასრულებს კოსმიურ მისიას და წინ წავა ცხოვრებაში. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი; ტექნიკა-მექანიკის, ავტომატიკის, კავშირგაბმულობის სხვადასხვა სფერო, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, პროგრამული სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება; ავიაცია, საინჟინრო საქმიანობა. ეს პროფესიები მისთვის მეტად მისაღებია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისი კოსმიური მისია ან დიდი წარმატების ფაქტორი არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, კოლუმბია, ჩილე, სამხრეთი აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ფინეთი და ახალი ზელანდია.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 16 თებერვალს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად წარმატებული ასტროლოგიურად?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია: რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, პედიატრია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურა, საგამომძიებლო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები, პედაგოგიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, ფსიქოლოგია, ეთნოგრაფია, ასტროლოგია.