კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ალცჰაიმერის დაავადება და მისი პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მეხსიერების ცვლილებები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ტემპს მნიშვნელოვნად არღვევს; რთული გამოწვევების წარმოდგენა მარტივი პრობლემების გადაჭრის დროს; მარტივი დავალებების შესრულების უნარის დაქვეითება შინ, სამსახურში ან თავისუფალ დროს; დაბნეულობის განცდა დროსთან და ადგილთან მიმართებაში; პრობლემები სივრცითი განლაგებების და ვიზუალური გარემოს აღქმაში; პრობლემები სიტყვებთან საუბრის ან წერის დროს; ნივთების არასწორ ადგილას განლაგება და საკუთარი ნაბიჯების დავიწყება ან არევა; მსჯელობის უნარის შემცირება ან გაუარესება; მუშაობის ან სოციალური აქტიურობის მინიმუმამდე შემცირება; განწყობის ან პიროვნული ნიშნების ძლიერი ცვლილება – ყველა ეს სიმპტომი ალცჰაიმერის დაავადებაზე მიუთითებს. ალცჰაიმერის დაავადება არის თავის ტვინის ნელა პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების, მეტყველების და ზოგადად, აზროვნების მკვეთრი გაუარესებით. მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს დაავადება გამოწვეულია თავის ტვინში სპეციფიკური პროტეინის (ბეტა-ამილოიდური ცილა) სინთეზის გაზრდით, რაც იწვევს თავის ტვინში ნერვული უჯრედების სიკვდილს.
მრავალწლიანმა კვლევამ გამოავლინა ალცჰაიმერის დაავადების გენეტიკური განწყობა: მისი განვითარების სიხშირე უფრო მაღალია იმ ადამიანებთან, რომელთა ნათესავებსაც ეს დაავადება აღენიშნებოდათ. ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში „ადანაშაულებენ“ 1-ლ, მე-14, მე-19 და 21-ე ქრომოსომების ცვლილებებს. 21-ე ქრომოსომის მუტაცია იწვევს დაუნის დაავადებას.  
ადრეული სტადია: პრედემენცია – ამ სტადიის ძირითადი სიმპტომია მეხსიერების ხანმოკლე დარღვევა: ადამიანი ვეღარ იმახსოვრებს საყიდელი პროდუქტების მოკლე სიას, დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალს.
ადრეული დემენცია – ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში ხდება კლინიკური დიაგნოზის დადგენა. ტვინის უჯრედებისა და ნეირონული კავშირების რღვევა ვრცელდება ჰიპოკამპიდან ტვინის სხვა ზონებზე. სიმპტომები იზრდება, რაც უკვე ვეღარ აიხსნება დაღლილობით ან გადაძაბვით. ადამიანი თავად ან ახლობლების დახმარებით მიმართავს ექიმს. ადამიანს ავიწყდება საგნები ან ერევა ჟღერადობით მსგავსი დასახელება. ემატება მოტორული დარღვევები: ფუჭდება ხელწერა, რთულდება თაროზე, ჩანთაში საგნების განთავსება, საჭმლის გაკეთება. შენელება და მოუხერხებლობა გამოწვეულია ტვინის განყოფილებებში დისტროფიისა და წვრილ მოტორიკაზე პასუხისმგებელი უჯრედების კვდომის გამო.
ზომიერი დემენციის სტადია – აღინიშნება მოხუცებულთა ჭკუასუსტობის გამოხატული ნიშნები, გონებრივი პროცესების დარღვევა: ლოგიკური კავშირების აგების დარღვევა. ირღვევა სივრცითი ორიენტაცია, სახლს გარეთ ვეღარ არკვევენ, სად არიან. ადამიანი ვერ იხსენებს, როგორ მოხვდა ამ ადგილზე და სად ცხოვრობს. მეხსიერების ხანგრძლივი დარღვევის გამო ავიწყდებათ ნათესავების, ახლობლების სახელები და სახეები, საკუთარი მონაცემები. ხანმოკლე მეხსიერება იმდენად ქვეითდება, რომ აღარ ახსოვთ რამდენიმე წუთის წინ მიღებული საკვები, ავიწყდებათ შუქის, წყლის, გაზის გამორთვა. ამ სტადიაში პაციენტებს მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, თუმცა ზოგიერთს თავის მოვლის უნარი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს.
მძიმე დემენცია – ამ სტადიაში სრულად იკარგება თავის მოვლის, დამოუკიდებლად ჭამის, ფიზიოლოგიური პროცესების მართვის (შარდის, განავლის შეუკავებლობა) უნარი. სრულად იკარგება მოძრაობის, ყლაპვის უნარი. ავადმყოფს მუდმივი მოვლა სჭირდება.
 თავად ალცჰაიმერის დაავადება არ იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება პნევმონია, სეპტიკური, ნეკროზული პროცესები ნაწოლების განვითარების გამო.
პროფილაქტიკა – ადამიანის ტვინი საკმაოდ პლასტიკურია, ტვინის უჯრედებმა და უბნებმა შეიძლება, ნაწილობრვ ჩაანაცვლონ დაზიანებულები და შეასრულონ დამატებითი ფუნქციები. ტვინისთვის ასეთი თვითკომპენსაციის შესაძლებლობის მისაცემად ნეირონული კავშირების რაოდენობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რაც ხდება გონებრივი სახის მოღვაწეობის, ინტელექტუალური ჰობის, მრავალფეროვანი ინტერესების შემთხვევაში. კვლევები ამტკიცებს, რომ ალცჰაიმერის დაავადება პირდაპირ კორელაციაშია ინტელექტუალურ დონესთან: რაც მაღალია ინტელექტი, მით მეტია ტვინში მყარი ნეირონული კავშირების რაოდენობა და ეს დაავადებაც იშვიათად ვლინდება.
ცნობილია კავშირი უცხო ენების შესწავლასა და მოხუცებულთა დემენციის განვითარებასთან. რაც მეტია ცოდნა, მით ნაკლებია დაავადების რისკი. დაავადების სტადიის არსებობისასაც კი შეიძლება სიმპტომების განვითარების შენელება, თუ აქტიურად დავიწყებთ მეხსიერების ვარჯიშს, ინფორმაციის კითხვასა და თხრობას, კროსვორდების ამოხსნას. ალცჰაიმერის დაავადება ნეირონული კავშირების დარღვევით მიმდინარე დაავადებაა, ხოლო ამ პროცესის საწინააღმდეგოდ ახლის შექმნაა საჭირო.
ალცჰაიმერის დაავადება არღვევს არა მარტო დაავადებულის, არამედ მისი ახლობლებისა და ნათესავების ცხოვრების ხარისხს. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული რაციონი; ალკოჰოლზე, თამბაქოზე უარის თქმა, ასევე, ტრავმის თავიდან აცილება.скачать dle 11.3