კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როდის ფიქრობს ქალი, რომ ღალატი ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

იცით, რომ ზოგჯერ ღალატიც შეიძლება, პოზიტიური იყოს? არსებობენ ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ღალატმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. რეალურად, ამაში გასაკვირი არაფერია. „მუშაობს“ პრინციპი – ცუდსაც მოჰყვება რაღაც კარგი. მთავარია, ამ კარგის დანახვა შეძლო და არც რეალობა აღიქვა ტრაგედიად. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

თინიკო (31 წლის): ჩემი ცხოვრება აბსურდის თეატრს ჰგავდა და ვერც წარმოვიდგენდი, ასე იდეალურად თუ დალაგდებოდა ყველაფერი. როცა გიყვარს, ვერ იფიქრებ, უფრო სწორად, ვერ დაუშვებ, რომ შეიძლება, გიღალატოს. მით უმეტეს, ვერ იფიქრებ, რომ ღალატი ცხოვრებას უკეთესობისკენ შეგიცვლის და სიხარულს მოგიტანს.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ღალატმა გაგაბედნიერათ?
– „სასტიკად“ ჟღერს? ძნელი დასაჯერებელია, ხომ? მეც რომ მომესმინა სხვა ქალისგან ან გამეცინებოდა, ან ვიტყოდი, სულელია-მეთქი. ცხოვრება ძალიან უცნაური რამე ყოფილა. ვერასოდეს წარმოიდგენ, როდის რა გელოდება. ვერ გათვლი, ვერ გაითვალისწინებ. ვერც იმას იტყვი, კონკრეტულად რა მოგიტანს ბედნიერებას.
– ნამდვილად მეუღლის ღალატზე საუბრობთ?
– დიახ. მე და ჩემი ქმარი ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ძალიან მცირე ასაკიდან და ეს არც ისეთი კარგია, როგორც თავიდან ჩანდა. ზოგადად, შეჩვევა კლავს ყველანაირ რომანტიკას ურთიერთობაში. რომანტიკა კი აუცილებელია, ამის გარეშე ყველაფერი ზედმეტად ჩვეულებრივი ხდება. როცა გადავწყვიტე, ცოლად გავყოლოდი, იმდენად კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, რომ ფორმალური საუბრები საჭირო არც იყო. არც იმას უთხოვია ჩემი ხელი, არც მე დამჭირდა თანხმობის თქმა. უბრალოდ, ერთ დღეს გამომიარა და მასთან გადავედი საცხოვრებლად.
– ანუ, აუცილებელია, ყველა ეტაპი გაიაროს წყვილმა? ასე უფრო საიმედოა და სწორი?
– ეს უკვე  აღარ ვიცი. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ  რაც ცხოვრებაში გამოვიარე, საინტერესო რომანს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ხომ ხვდებით, მინდა, სწორად გამიგოთ. აუცილებელია რაღაც უცხო და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ემოციური ფონი ყოველთვის „ტონუსში“ იყოს. მე ამას გვიან მივხვდი, მაშინ, როცა გრძელი გზა გავიარე, ათწლიანი თანაცხოვრების გზა. იყო იმედგაცრუება, ტკივილი, წყენა. ვაღიარებ, საკმაოდ რთული პერიოდებიც მქონდა, როცა ჩვენი ურთიერთობა დანგრევის ზღვარზე იყო.
– ეს იმის ბრალია, რომ ზედმეტად კარგად იცნობდით ერთმანეთს?
– ვფიქრობ, კი. თანაც, იმავდროულად, არც ვიცნობდით. ცოლ-ქმარი და-ძმასავით არ უნდა იყოს. ერთმანეთში რაღაც ახალს უნდა ეძებდნენ და მაშინვე ვერ პოულობდნენ. მე არ შემეძლო ქმრის გაოცება ქორწინების არცერთ ეტაპზე. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად ჩამოვყალიბდით პიროვნებებად.
– რამდენი წელი იცნობდით ერთმანეთს, სანამ ოჯახს შექმნიდით?
– თერთმეტი წელი, ანუ ზუსტად, ათი წლისები ვიყავით. ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთის მეზობლად იყიდეს აგარაკები და ზაფხულში სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. მანამდეც რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მამები ერთად მუშაობდნენ. ორჯერ-სამჯერ მის დაბადების დღეზე წამიყვანეს. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ის ჩემთვის ბავშვობიდანვე ახლობელი იყო. ჩვეულებრივად აღვიქვამდი. სიყვარულიც თავისით, ბუნებრივად მოვიდა. შეიძლება, ცოტა ჩვენმა მშობლებმაც გვიბიძგეს. ოღონდ მე ეს არ შემინიშნავს... როცა მიღალატა, დიახ, მიღალატა სხვა ქალთან და ამის შესახებ ისე მითხრა, თითქოს მისი მეგობარი ვყოფილიყავი. პირველი რეაქცია ისტერიკა იყო. ცოტა დამაკლდა, თავ-პირი არ ჩამოვაკაწრე. ვიჩხუბეთ, რა თქმა უნდა. უფრო სწორად, მე ვეჩხუბე. ის განცვიფრებული, თვალებგაფართოებული მიყურებდა და ერთბაშად მივხვდი, ვერ გაიგო, რა დააშავა.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რაც ვთქვი. ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, რა დააშავა. მე ის უკვე ქალადაც ვეღარ აღმიქვამდა. მეგობარი უფრო ვიყავი, ვიდრე სასურველი ქალი. ღალატის მიზეზიც სწორედ ეს იყო.
– გიყვართ და გინდათ პასუხისმგებლობას აარიდოთ?
– არა, ნამდვილად. მინდა, სხვებისთვისაც მაგალითი იყოს. ქმართან მეგობრობა, ქმარზე ზრუნვა კარგია, მაგრამ ისე არ უნდა გააკეთო, რომ შენში ქალი ვეღარ დაინახოს. თვალები მხოლოდ მისი ღალატის შემდეგ ამეხილა. როგორ გითხრათ, თითქოს ვიღაცამ მაგრად შემაჯანჯღარა. საკუთარ თავს ვუთხარი, რა კარგია, რომ მიღალატა-მეთქი.
– კარგი რატომ იყო?!
– იმიტომ, რომ ეს ღალატი არ იყო სერიოზული. შეიძლებოდა, რაღაც გაცილებით სერიოზულიც მომხდარიყო – მაგალითად, შეყვარებოდა ვინმე. რაც მართლა კატასტროფა იქნებოდა. გადავრჩი საყვარელი ადამიანის დაკარგვას. თან, თვალებიც ამეხილა. ასეთი ბედნიერი დამთხვევები ყოველთვის არ ხდება. დიახ, უნდა გამხარებოდა. კიდევ კარგი, რომ არ გადავირიე და აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია მქონდა. დღეს ზუსტად ვიცი, რა მინდა ცხოვრებაში და რაც მთავარია, ჩემს ქმარს რა უნდა. ეს ძალიან დამეხმარა ურთიერთობის ჰარმონიულად გაგრძელებაში.
– აპატიეთ ღალატი?
– საპატიებელი არც იყო. გულწრფელად გეუბნებით. უკვე მაშინვე ნანობდა და ნერვიულობდა. თანაც, ეს ყველაფერი ძალიან გულწრფელი იყო. იცით, მე საერთოდ აღარ ვაპირებ ამ ამბის გახსენებას. მით უმეტეს, ნეგატიურ ჭრილში. დიახ, ღალატიც ზოგჯერ კარგ საქმეს აკეთებს.
скачать dle 11.3