კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა მიზეზებით გაიზარდა საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევები და რას მიგვანიშნებს დაავადების გავრცელების გეოგრაფია და დინამიკა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

საქართველოში უკვე მესამე წელია, კიბოს რეგისტრი ამოქმედდა და ეს არა მხოლოდ მონაცემების შეგროვებითაა განპირობებული, არამედ საგანგაშო მაჩვენებლებითაც.
თუმცა ქვეყანაში კიბოთი ავადობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 241-ია, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში კი დაავადებულთა რაოდენობა ქვეყნის საერთო მაჩვენებელსაც კი აღემატება: კერძოდ: ყველაზე მაღალი  მაჩვენებლებია ოზურგეთისა (370) და ახალციხის (344) რაიონებში, გორში – 323, ბათუმში – 322, ზუგდიდში – 317, ამბროლაურში – 313, ყაზბეგსა და თელავში – 301-301, თბილისში – 299, ონში – 290, ხელვაჩაურში – 274 ფოთში – 267, საჩხერეში – 265, ქუთაისსა და შუახევში – 262-262, სიღნაღში – 258, რუსთავში – 254.
აქვე გეტყვით, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა ყოველ 100 000 ქალზე 10 შემთხვევა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი, 2016 წლის მონაცემით, ყოველ 100 000 ქალზეა 39. თანაც, საგულისხმოა, რომ, როგორც გითხარით, ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას. და ეს საგანგაშო მონაცემი ქართველმა სპეციალისტებმა მხოლოდ 2016 წელს აღმოაჩინეს.
ქვეყანაში არსებობს საშვილოსნოსა და ძუძუს ავთვისებიანი წარმონაქმნის უფასო სკრინინგის პროგრამა, თუმცა მაინც ვერ ხერხდება მოსახლეობის ნახევარზე მეტის მოცვა, რაც ცუდი მაჩვენებელია. პრევენციის თვალსაზრისით, ჩიყვის უფასო სკრინინგის პროგრამა კი მხოლოდ თბილისში მოქმედებს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში საქმე გაცილებით მძიმედაა.
რა შეიძლება იყოს ამ საბედისწერო მაჩვენებლების მიზეზი და რა პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი? – ამ თემას მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარესთან, ნინო ჩხობაძესთან ერთად განვიხილავთ.

– თუ გადავხედავთ კიბოს ახალწარმონაქმნების გავრცელების არეალს, ფაქტია, რომ ეს არ უკავშირდება ჰაერის დაბინძურებას. თქვენი აზრით, რა შეიძლება, იყოს ასეთი სავალალო სტატისტიკის მიზეზი?
– ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მიზეზი შეიძლება, იყოს საქართველოზე ჩერნობილის ტრაგედიის გავლენა. ახლა დადგა სწორედ ის პერიოდი, როდესაც რადიაციის ზემოქმედების შედეგი კულმინაციას აღწევს, რაც ვლინდება სხვადასხვა დაავადებების გააქტიურებაში. ეს, ძირითადად, ჩიყვს ეხება. ასევე, გახშირებულია სისხლის გათეთრება, სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ასე შემდეგ. მეორე მიზეზი შესაძლოა, იყოს გარემოს დაბინძურებაც, რადგან ამ მონაცემებს ჰაერის დაბინძურებას ვერ დავუკავშირებთ.
– მაშინ თბილისში ყველაზე მაღალი უნდა იყოს დაავადებების მაჩვენებელი.
– აშკარად ისეთ ადგილებშია დაავადებათა სიხშირე, სადაც რადიაციული ფონი ხელოვნურად ან ბუნებრივად არის ძალიან მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მთაში რადიაციული ფონი უფრო მაღალია, მზის რადიაციის გამო და შესაძლოა, ამის გამოვლინებაც იყოს მაღალმთიან რეგიონებში ახალწარმონაქმნების სიმრავლე.
– ახალციხე არც ისე მაღლაა.
– ახალციხის მუნიციპლიტეტი არის პრობლემა, იმიტომ რომ იქ საბჭოთა კავშირის დროს განლაგებული იყო ქიმიური ნივთიერებების საწყობები. შემოწმება ჩატარდა, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ აღმოჩნდა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალწარმონაქმნი დაავადებების სიმრავლე სწორედ ქიმიური დაბინძურების შედეგი იყოს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოსა და გორის ტერიტორიას, ეს უფრო ჩერნობილის აფეთქების ზემოქმედების შედეგს ჰგავს.
– გორი რატომ?
– ეს რადიაციული ტალღა გორით გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენკენ ჩერნობილის აფეთქების ორი ტალღა წამოვიდა. თაობიდან თაობაში დაგროვდა და დღეს გამოვლინდა დაავადებების სახით.
– ანუ გენეტიკურად გადადის რადიაციული დასხივებით გამოწვეული დაავადებები?
– შესაძლოა, გამოუვლინდეს მეორე ან მესამე თაობას, ანუ ისეთ ადამიანს, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც აფეთქება მოხდა, არც კი იყო დაბადებული. იმ რადიაციული ზემოქმედების შედეგი დედ-მამას შეიძლება, არ გამოუვლინდეს, შვილთან ან შვილიშვილთან იჩინოს თავი.
– და ამის პრევენცია არ არსებობს?
– პრევენცია მაშინ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ინფორმაცია დახურული იყო, აფეთქების შესახებაც უცხოური წყაროებიდან შევიტყვეთ და ოფიციალური განმარტებები არც შემდეგ მიგვიღია. პრევენციული ღონისძიებების ჩატარების საშუალება ხელიდანაა გაშვებული და ამას უკვე ვერ შეცვლი.
2001 წელს ატომურმა სააგენტომ, რომელიც ჩვენ მოვიწვიეთ, ზემოდან, ვერტმფრენით შეამოწმა რადიაციის დონე ზედაპირული დაკვირვებით და მათი მონაცემებით, თერჯოლის ტყეებში იყო რადიაციული დანალექები. ფრანგი მეცნიერების დასკვნით, ეს არის ჩერნობილის აფეთქების შედეგი. წესით, თერჯოლაში რადიაციის არანაირი კვალი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნაშთები აფეთქებიდან 15 წლის შემდეგაც კი აღმოჩნდა. ვიმეორებ: უნდა ვიცოდეთ, რომ შედეგებს ახლა ვიმკით.
დაავადებების გახშირების მიზეზი, ასევე, შეიძლება, იყოს დაბინძურებული წყალი. რადგან წყლის სისუფთავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თან, წყალი ყველგან გვაქვს.
– წყლის რადიაციულ დაბინძურებას გულისხმობთ?
– წყლის დაბინძურებას ქიმიური ნივთიერებებით ან სოფლის მეურნეობის ქიმიკატებით. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში აზოტისა და სხვა ქიმიური სასუქების გამოყენებამ შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. მეტს ვერაფერს დავაბრალებთ.
– ამასვე უკავშირდება წარმონაქმნები ფარისებრ ჯირყვალზეც?
– ეს ფაქტორები უპირველესად იწვევს ფარისებრი ჯირყვლის დაზიანებას და მისი გადაზრდა ავთვისებიან სიმსივნედ რადიაციული ტალღის შედეგია.
– აზერბაიჯანსა და სომხეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა. ეს რით იხსნება?
– გარემო იქ რადიაციულად არ დიბინძურებულა, ამის გამოც ვუკავშირებ დაავადებების გაზრდას ჩერნობილის ტრაგედიას.
– როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში აღმოფხვრილა იოდდეფიციტი, პირიქით, ჭარბადაცაა. ეს იოდიზებული მარილის შედეგია მხოლოდ?
– არც იოდის დეფიციტია კარგი და არც მეტობა, ნორმაში უნდა იყოს. ჩვენ იოდდეფიციტის ენდემური ზონა ვიყავით და იოდიზებული მარილის გამოყენებამ ამიტომ იქონია ასეთი ზემოქმედება. იოდიზებული მარილი კარგია, მაგრამ რადიაციული ტალღით გააქტიურებული იოდის შემოსვლამ ყველაზე დიდი დარტყმა მოგვაყენა. შვიდ დღეში, წესით, უნდა გამქრალიყო, თუმცა მან თავისი უარყოფითი კვალი მაინც დატოვა. ახლა, ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, როგორც გითხარით, არის პიკი, ამის შემდეგ, წესითა და რიგით, რადიაციით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი უნდა დაეცეს.
– ანუ პრევენციის სხვა საშუალება არ არის, მხოლოდ ამ დაავადების კლების ბუნებრივ დინამიკაზე ვართ დამოკიდებულები?
– არა, სიფრთხილე მართებთ ადამიანებს, რადგან არის ასეთი საშიშროება და ამ დაავადებების კერაა.
– რას ნიშნავს ფრთხილად ყოფნა?
– გამოკვლევების დროულად ჩატარება, პროცესის კონტროლი, სანამ წარმონაქმნი გადაგვარდება, მანიპულაციების მანამდე ჩატარება. თავდაპირველად პროცესი იწყება ჩიყვის ჩვეულებრივი დაავადებით და შემდეგ ხდება გადაგვარება.
– არ ფიქრობთ, რომ მაჩვენებლები იმდენად საგანგაშოა, რომ სახელმწიფომ პრევენციისთვის რაღაც პროგრამა უნდა შეიმუშაოს?
– ეს აუცილებლობაა, რომ არსებულ კრიტიკულ ზონებზე მუდმივი დაკვირვება იყოს. ამას ემატება ბოლოდროინდელი ინფორმაცია, რომ სისხლში ბევრს აღმოაჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა, რაც ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, ასევე, იწვევს დაავადებების პროვოცირებას. და ვიმეორებ: ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩერნობილის ტრაგედიის ზემოქმედების პიკზე სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ დაავადებების რაოდენობა არ გაზრდილა.
скачать dle 11.3