კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 მეგობრული კვანტი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ სითავხედე გოდოლებს ამსხვრევს

​მართალია, რფ-მ საქართველოს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში უკვე სამი სახელმწიფო აღიარა, მაგრამ, რაკი სითავხედე გოდოლებს ამსხვრევს, გასულ კვირას სტავროპოლის მხარეში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, არც მეტი, არც ნაკლები, გეორგიევსკის  ტრაქტატის 235-ე წლისთავისადმი მიძღვნილი.
და, როგორც რუსული მედია იუწყება, ეს შეთანხმება, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატი ეხება რუსეთ-საქართველოს მეგობრობას (თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ტამბოვსკიი ვოლკ ტებე ტოვარიშჩ“).
ერთი სიტყვით, 24 ივლისს გეორგიევსკის სტელასთან ადგილობრივები და სტუმრები შეკრებილან. იმ საბედისწერო სტელას კი, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსთაველის ციტატები ამშვენებს. ერთი მხრივ, „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, მეორე მხრივ კი, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
ყველაზე საინტერესო მაინც გეორგიევსკის ტრაქტატის პოლიტიკური მნიშვნელობის შეფასების რუსული ვერსიაა: „რუსეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოზე პროტექტორატის დამყარება, რამაც სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად შეამცირა ირანისა და თურქეთის გავლენა. სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა, რომლის სიგრძეზეც არაერთი გამაგრება მოეწყო, მათ შორის, ვლადიკავკაზის ციხესიმაგრე.“
თუმცა რუსეთს მეგობრობაზე ფრიად სპეციფიკური წარმოდგენა აქვს, რადგან შოთა რუსთაველი მოუშველიებიათ, ვფიქრობ, გეორგიევსკის სტელას ეს ციტატა უფრო მოუხდებოდა: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“!скачать dle 11.3