კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ქმნის ლიკა ხარებაშვილი ადამიანებისგან ვარსკვლავებს 12 წლის განმავლობაში და როგორ გახდა ის სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული გადაცემების პროდიუსერი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ლიკა ხარებაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი პროდიუსერია. მას საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. თითქმის ყველა რეიტინგული სატელევიზიო შოუს კადრს მიღმა სწორედ ის დგას. ლიკას სახელი მხოლოდ წარმატებასთან ასოცირდება და 12 წლის განმავლობაში ამ სფეროში პირველობას არავის უთმობს. იმ გადაცემების, მეგა-პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც ნიჭიერი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეზე შეყვარებული ლიკა მუშაობდა, ძალიან დიდია. ესენია:  „ვარსკვლავების აკადემია“, ,,ეკივოკი“, ,,იღბლიანი ბორბალი“, „X ფაქტორი“, „ექიმები“ და ასე შემდეგ.
– ლიკა, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ გადაცემით – „ექიმები“, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული სამედიცინო შოუა. როგორ ახერხებთ იმას, რომ 4 წლის განმავლობაში შოუს მიმართ ინტერესი არ განელდეს?
– „ექიმები“ ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაცემაა მათ შორის, რაც აქამდე მიკეთებია. ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობა და წარმატებაა, გადაცემამ 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს პოპულარობა და რეიტინგი. ამ ყველაფერს კი პროფესიონალიზმის ხარჯზე ვაღწევთ. შოუს წარმატებაზე ზრუნვა პროდიუსერის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, მეც მაქსიმალურად ვიხარჯები ხოლმე. ზოგჯერ უფრო მეტი ენერგია გჭირდება, ზოგჯერ – მეტი კრეატიულობა, უფრო მეტი სიახლე. ეს ყველაფერი კი გამოცდილებასთან ერთად მოდის. თემის მომზადების დროს ძალიან ბევრს ვკითხულობ, გავდივარ კონსულტაციებს სხვადასხვა დარგის ექიმებთან და ვცდილობ, სამედიცინო ტერმინოლოგია ისე გავამარტივო, რომ ბავშვებმაც გაიგონ, რაზე ელაპარაკებიან. „ექიმების“ პირველი გადაცემაც ასე დაიწყო: „ჩვენ ვისაუბრებთ თქვენთვის გასაგებ ენაზე“...
– არაერთი ჯილდოს მფლობელი ხარ. მათ შორის ყველაზე პრესტიჟულის – „ოქროს ფრთის“.
– აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც აფასებენ იმას, რასაც აკეთებ, ძალიან სასიხარულოა. პირადად ვიყავი ჩართული თამბაქოს მავნებლობის, C ჰეპატიტის პრევენციისა და მკურნალობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში, ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციაში, ტაბუდადებული თემების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოების წესების ცოდნისა და პირველადი დახმარების წესების მაყურებლისთვის მიწოდებაში, ასევე, სასწრაფოსთვის გზის დათმობის კამპანიაში. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამ თემებზე მუშაობის დროს მთელ ჩემს რესურსს ვიყენებ ხოლმე. ჯილდოები ადასტურებს, რომ რაღაც კარგად გააკეთე და რა თქმა უნდა, ეს ძალიან საამაყოა.
– „ექიმების“ პარალელურად, მუსიკალური მეგა-შოუს „X ფაქტორის“ წამყვანების პროდიუსერიც იყავი. არ არის რთული ერთდროულად ორი განსხვავებული ჟანრისა და ასეთი მასშტაბის პროექტზე მუშაობა?
– როდესაც აღმასრულებლმა პროდიუსერმა, გიორგი ხაბურზანიამ მითხრა, რომ პარალელურად, „X ფაქტორზეც“ უნდა მემუშავა, პანიკაში ჩავვარდი, იმდენად წამოუდგენლად მეჩვენებოდა. ჯერ კიდევ სამედიცინო შოუს სირთულეებთან ბრძოლაში ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად დამარწმუნა, რომ შევძლებდი.
მთელი დღე რეპეტიციები მქონდა წამყვანებთან, თან, ერთ-ერთი წამყვანი ამ სფეროში ახალბედა იყო და თვითონაც ნერვიულობდა. პირველივე კონცერტზე საეთეროში, პროექტის ბრიტანელი ავტორის საიმონ კოუველის პროდიუსერები გვესწრებოდნენ, სამი საათის განმავლობაში ყველაფერს აკვირდებოდნენ. როდესაც კონცერტი დამთავრდა და მითხრეს, რა მაგარი ხარო, მაშინ უკვე აღარ მახსოვდა, რომ მეშინოდა. გიორგი ხაბურზანია მეუბნება ხოლმე, ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ჯობნიო. მადლობელი ვარ, რომ მომცა საშუალება, ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პროექტებზე მემუშავა. საამაყო კი ის არის, რომ „X ფაქტორი“ არა მხოლოდ საქართველოშია პოპულარული, კონკურსანტების ნომრები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში ვირუსულად და მილიონობით ნახვა აქვს. გარდა ამისა, პროექტის ავტორები აღნიშნავენ ხოლმე, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული „X ფაქტორია“.
– მანამდე ასევე, ძალიან პოპულარული გეიმ-შოუს „იღბლიანი ბორბლის“ პროდიუსერიც იყავი? რამდენად საინტერესო იყო შენთვის ამ პროექტზე მუშაობა?
– ძალიან განსხვავებულ შოუებზე მომიხდა მუშაობა, მაგრამ ამ პროექტებს ერთი რამ აერთიანებთ – ეს არის მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და პოპულარობა. „იღბლიანი ბორბალი“ ცნობილი ამერიკული შოუს wheel of Fortune-ის ანალოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 30 წელზე მეტია, გადის. შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუს კეთების დროს ყველაზე მეტად ვერთობოდი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გადაცემაში მოდიან ადამიანები, ერთობიან, მიაქვთ პრიზები და ზოგიერთი მათგანი ბინისა და მანქანის მფლობელიც კი ხდება.
– „ეკივოკი“, „,ყველაზე ჭკვიანი“, „ჯეოსტარი“, „ვარსკვლავების აკადემია“ – დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველს ეს პროექტები კარგად ახსოვს. ამ შოუების მიღმაც შენ იდექი.
– „ეკივოკში“ იმდენი საინტერესო ბავშვი აღმოვაჩინეთ და ეს ბავშვები ერთ დღეში ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ მთელი საქართველო მათზე ლაპარაკობდა. „ყველაზე ჭკვიანზე“ მუშაობის დროს ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ბავშვებისთვის სწავლა ტრენდული ხდებოდა და ვინც უფრო მეტი იცოდა, ის უფრო მაგარი ტიპი იყო. რაც შეეხება, „ჯეოსტარსა“ და „ვარსკვლავების აკადემიას“, თანამედროვე ქართული ესტრადა, ძირითადად, ამ შოუების კონკურსანტებისგან შედგება. ასე რომ, ესეც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვარსკვლავების შექმნაში იღებ მონაწილეობას.

скачать dle 11.3