კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რასთან უჭირს გამკლავება ლელა მებურიშვილს და როგორ მოიწყო მან მეუღლესთან ერთად ორთვიანი არდადეგები თურქეთში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ლელა მებურიშვილმა ოჯახთან ერთად თურქეთში ხანგრძლივი დასვენება მოიწყო. სოციალურ ქსელში ხშირად დებდა საკუთარ თუ ბავშვების ფოტოებსა და ვიდეობს მათი საზაფხულო არდადეგებიდან, რომლის შთაბეჭდილებებიც ჩვენ გაგვიზიარა.
ლელა მებურიშვილი: სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოვირჩევი, განსაკუთრებით ბავშვების ფოტოების დადებას ვერიდები ხოლმე. მაგრამ დაახლოებით, ორი თვით ვიყავით წასული დასასვენებლად და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვენატრებოდით, ხშირად მთხოვდნენ ფოტოების დადებას და ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, საშუალო დონეზე გავაქტიურებულიყავი. თურქეთში ვიყავით. მეგონა, რომ კარგად დასვენებას და განტვირთვას მოვახერხებდი, მაგრამ ისეთი გაცელქებულები არიან ბავშვები, რომ ცოტა დავიღალე (იცინის). თუმცა, საოცრად კარგი იყო. ბავშვებმაც, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ყველა გასართობით კარგად ისიამოვნეს. აღფრთოვანებულები იყვნენ. საღამოობით კონცერტები იმართებოდა ხოლმე და მთელი დღე განსაკუთრებულად ელოდნენ ამ მომენტს. სანდრო უკვე ოთხი წლის გახდა და შუადღეს აღარ იძინებდა ხოლმე, მაგრამ საღამოს ცეკვის ხათრით უსიტყვოდ იძინებდა (იცინის). მერე ორივე გამოიპრანჭებოდა და მივდიოდით. ძალიან ბევრი ბავშვი იყრიდა თავს და სხვადასხვა ქვეყნის ცეკვის, აკრობატების და ცირკის ყურებით ძალიან ბედნიერები იყვნენ. ყოველთვის ვცდილობდი, ბავშვები სიმშვიდეში მყოლოდა. რაც ლილიკო დაიბადა, ზამთარში თუ ზაფხულში, სულ წყნეთში ვართ და ამის შემდეგ უცებ ასეთ ხალხმრავლობასა და ხმაურში მოხვდნენ. მგონი, პირველად მოისმინეს ყვირილი. ლილიკომაც უცებ აითვისა ეს ყველაფერი და შედეგად, ჩემი მშვიდი ბავშვები ცელქები და ხმაურიანები გახდნენ (იცინის). რომ მეგონა, ჩამოვალთ და ისევ ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდებიან-მეთქი, ძალიან შევცდი, არ გადაუარათ, აქაც საოცრებებს აკეთებენ.
– უკვე გიჭირს გამკლავება?
– აქამდე არ მიჭირდა, ახლა ერთი წამით რომ შევტრიალდე, მობრუნებული ვხედავ, რომ ლოგინზე ხტუნაობენ, სავარძლებზე და კარადებში ხომ წამებში შედიან, შეიძლება გაიხედო და საშხაპეში იდგნენ ტანსაცმლით და ბანაობდნენ ან აივანზე გამეპარონ. მართლა ერთი წამი სჭირდება ამ ყველაფერს, საოცრებებს იგონებენ. პატარა ცდილობს, უფროსს მიბაძოს და ყველაფერი მასავით გააკეთოს. აშკარად, ამ ყველაფერთან გამკლავება უკვე მიჭირს (იცინის).
– ბავშვები უცხოეთში პირველად წაიყვანე, არა?
– სანდრო ესპანეთში რომ წავიყვანე, რვა თვის იყო. მაგრამ ლილიკოზე თავიდანვე ვფრთხილობდით. საქართველოშიც არსად წამიყვანია, ძირითადად, წყნეთში ვიყავით. წყნეთელს ვეძახი, იმიტომ რომ დაბადებიდან იქ ვართ (იცინის). სანდრო ისე გაიზარდა, პირველივე დღიდან რესტორნებსა და კაფეებში დამყავდა, ყველგან – სადაც მე მივდიოდი. ღმერთის წყალობით, ისე გაიზარდა, რომ არც ავად გამხდარა და არც ვირუსი ჰქონია. ლილიკო ძალიან პატარა,  თვე-ნახევრის იყო, როცა ვირუსი დაემართა და შეგვეშინდა. მაშინვე წყნეთში ავედით, რადგან იქ უფრო დაცული იქნებოდა და თან, სუფთა ჰაერს ისუნთქებდა. საცხოვრებლადაც იქ გადავედით. ცენტრალურ ქუჩებზე საშინელი გამონაბოლქვია. ჩემთვის ყველაზე მეტი საფიქრალი და სანერვიულო ზუსტად ის გარემოა, რომელშიც ბავშვები იზრდებიან.
– დედას ჰგვანან თუ მამას, თქვენ როგორები იყავით ბავშვობაში?
– როგორც მიყვებიან, თავიდან ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი – ეტლში რომ ჩამსვავდნენ გაუნძრევლად ვიწექი, ჩემი ტყუპისცალისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან აქტიური იყო და ხელში ვერავინ იჭერდა. ეტლის ასაკში სანდროც და ლილიკოც ძალიან მშვიდები იყვნენ, მაგრამ სიარული რაც დაიწყეს, ძალიან აქტიურები გახდნენ. ბაჩოც ძალიან ცელქი ყოფილა და ამით, ალბათ, ორივე მას ჰგავს. მე, როგორც დედა მეუბნება, არ ვყოფილვარ ცელქი. მშვიდი ყოველთვის იყავი, მაგრამ თუ ატირდებოდი ან წუწუნს დაიწყებდი, ამას ძალიან ხმამაღლა აკეთებდიო და მგონი, ამაში ლილიკო მგავს (იცინის).
– ტრადიციულად, ახლობლები არ გეკითხებიან, კიდევ ერთი შვილის გაჩენას არ აპირებთო?
– ჩვენთან დამახასიათებელია, თუ დაქორწინებული არ ხარ, გეკითხებიან: ცოლი როდის მოგყავს, როდის თხოვდები? დაქორწინების შემდეგ, როდის აპირებთ შვილის გაჩენას? და შემდეგ – მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ, არ აპირებთ? შვილები ძალიან დიდი ბედნიერებაა და დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ბევრს, მაგრამ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც უამრავი შრომა სჭირდება. ბევრი უნდა ჩადო, რომ კარგ ადამიანებად გაზარდო, მარტო ბევრი შვილის ყოლის სურვილი არ კმარა, ვნახოთ.
– მიუხედავად იმისა, რომ პროფესიის გამო ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვს, ახერხებ, შვილებს ყურადღება არ მოაკლო?
– ვფიქრობ, რომ რაღაცებზე უარი უნდა ვთქვა. ჩემი ადრინდელი რეჟიმი უფრო დატვირთული იყო. სანამ ბავშვებს გავაჩენდი, შეიძლება, მთელი ღამე გადაღება მქონოდა და ეს თვეები გაგრძელებულიყო. ახლა, მაქსიმუმ, ერთთვიან დატვირთულ პროექტს დავთანხმდე.  მინდა, ყველა წუთი და წამი გამოვიყენო, მარტო იმისთვის კი არა, რომ კარგ ადამიანებად გავზარდო, ჩემთვის ყველაზე მთავარია, თვითონ იყვნენ ბედნიერები.
– საქართველოში, თითქოს, დედას აქვს შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა. მამები უფრო საგარეო საქმეებით არიან დაკავებულები. ბაჩო როგორი მამაა?
– კი, ჩვენთან ასეთი სტერეოტიპია. მაგრამ ახლა, როგორც ვხედავ, დამოკიდებულებები იცვლება და ბიჭებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდაში. ჩემ გარშემო ბევრისგან მომისმენია, რომ სახლში ყოფნას შაბათ-კვირასაც მუშაობა მირჩევნიაო. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, გიჟდებიან საკუთარ შვილებზე, მაინც ერთი სული აქვთ, გარეთ როდის გავლენ. მე ვფიქრობ, კაციც და ქალიც უნდა მიხვდეს, რამხელა საოცრებაა ეს ასაკი, როცა შვილისთვის შენზე საყვარელი, საოცარი და სასურველი არავინაა. ასეთი სიყვარულით არავინ არ შემოგხედავს. წლების გასვლასთან ერთად მშობლის ავტორიტეტი იკლებს, 11-12 წლის შემდეგ მეგობრები და უამრავი სხვა ინტერესი უჩნდებათ და ამიტომ არ მესმის, ეს ასაკი როგორ არ უნდა გამოიყენო. ყველაზე დიდი სიამოვნება მათთან ერთად ყოფნა,  ურთიერთობაა, მიუხედავად იმისა, როგორი ცელქებიც არ უნდა იყვნენ და როგორც არ უნდა დამღალონ. ბაჩო ძალიან აქტიურად არის ჩართული მათ აღზრდაში და გიჟდება მათთან თამაშზე. სამწუხაროდ, 24 საათი ვერ ვართ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი დრო გაატაროს მათთან, ეთამაშოს. მე უფრო სიღრმისეულად ვუდგები მათ აღზრდას, სულ რაღაცებს ვუყურებ, ვკითხულობ – რისი სწავლა, თამაში, ყურება შეიძლება ამ ასაკში, მაინტერესებს ფსიქოლოგების აზრები, ახალი გამოკვლევები და ასე შემდეგ. საერთო ჯამში, ვთანხმდებით ხოლმე, რა იქნება უკეთესი მათთვის.
скачать dle 11.3