კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 დავით გიორგაძის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება – ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – დავით გიორგაძე მრავალი წელია, ქირურგიულ საქმიანობას ეწევა. სწორედ მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე მიენიჭა მას წლის რჩეული ექიმის სტატუსი და ნომინაცია. მისი მოღვაწეობის პერიოდში ინერგებოდა და ნელ-ნელა ვითარდებოდა თორაკალური და თორაკოსკოპიული ქირურგია საქართველოში და დღეს დავით გიორგაძე ამ მიმართულებით მუშაობის 32-წლიან საინტერესო და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას იხსენებს.
დავით გიორგაძე: ჩემი სამედიცინო სფეროში მოხვედრის ისტორია ცოტა უცნაურია. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვსწავლობდი და ექიმობა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება. 16 წლისაც არ ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და ჩემს პროფესიულ არჩევანზე გარკვეული გავლენა მშობლებმა და გარშემო მყოფებმა მოახდინეს. ჩემი ნათესავი, ძალიან ცნობილი ქირურგი დარია ბერეჟიანი, რომელიც  პირველი ქართველი ქირურგი პროფესორი ქალი გახლდათ, ხშირად მესაუბრებოდა თავის პროფესიაზე და საბოლოოდ გადავწყვიტე, ამ სფეროში მეცადა ბედი.  
1982 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ავირჩიე ონკოქირურგია და 1982-89 წლებში ვმუშაობდი და ვსწავლობდი მოსკოვის ონკოლოგიის საკავშრიო ცენტრში ორდინატურასა და ასპირანტურაში.
– ონკოქირურგიაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
– ამ სფეროში მუშაობის გადაწყვეტილება 22 წლის ასაკში მივიღე და, მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა ახალგაზრდები მაღალი მატერიებისკენ ისწრაფვიან. ექიმთა უმეტესობას აქვს კიბოს დამარცხების სურვილი და მეც გადავწყვიტე, ამ დაავადების წინააღმდეგ ქირურგიის საშუალებით მებრძოლა. 22 წლის ახალგაზრდა მოვხვდი მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში, სადაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულება იყო და იქ დიდი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება მივიღე.
– თბილისში დაბრუნება როდის და რატომ გადაწყვიტეთ?
– 1989 წელს 9 აპრილს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ მივიღე სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, მაშინ მოსკოვში ქართული
სათვისტომოს წევრი გახლდით, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის რუსეთის მასშტაბით გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში შემდგომი განვითარების საკმაოდ კარგი პერსპექტივა იყო,  ჩამოვედი თბილისში და მუშაობა ონკოლოგიის ცენტრში დავიწყე, სადაც ჩემი პედაგოგი, ბატონი რეზო გაგუა გახლდათ, რომლის საკუთარი პროფესიისადმი თავდადება იყო შემდგომში ჩემი კიდევ უფრო ვიწრო სპეციალიზაციის განმაპირობებელი თორაკალურ ქირურგიაში. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში.
– იმ რთულ პერიოდში მუშაობის პროცესს როგორ გაიხსენებთ?
– ბევრ სირთულესთან გვიწევდა გამკლავება, თუმცა მე არც ერთი წამი არ მიღალატია ჩემი პროფესიითვის. იყო პერიოდი, როდესაც ნებისმიერი ამინდის მიუხედავად, ფეხით დავდიოდით ონკოლოგიის ცენტრში, ლისის ტბაზე. ისეთ პირობებში ვაკეთებდით ოპერაციებს, რაც ამ გადმოსახედიდან, წარმოუდგენელია. პაციენტებს თვითონ მოჰქონდათ ოპერაციისთვის საჭირო ინვენტარი.
– თორაკალურ ქირურგიაში როგორ მოხვდით?
– 1986 წლიდან თორაკალურ ონკოქირურგიაში ვმუშაობ, ანუ გულ-მკერდის არეში არსებული სხვადასხვა სიმსიმნეების ქირურგიული მკურნალობით ვარ დაკავებული. 32 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და ამ ხნის განმავლობაში ეს მიმართულება ნელ-ნელა ვითარდებოდა. დღეს თორაკალური ქირურგიის ახალ მწვერვალებს ვიპყრობთ, რაც გულისხმობს ოპერაციების თორაკოსკოპიული ანუ ენდო-ვიდეო ქირურგიული მეთოდებით ჩატარებას. სწორედ ეს არის თორაკალური ქირურგიის მომავალი, რომლის პრაქტიკაც მსოფლიოში 25 წლის წინ დაიწყო და ბოლო 5 წელია, საქართველოშიც დავნერგეთ. დღეის მდგომარეობით, ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდება, როგორც თორაკოსკოპიული, ისე ღია წესით, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებშია დანერგილი  და აღიარებული.
ოპერაციების თითქმის 10 პროცენტს უკვე თორაკოსკოპიური მეთოდით ვაკეთებთ, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია საქართველოს პირობებისთვის.

– ხომ არ დაგვიკონკრეტებთ თორაკოსკოპიური მეთოდის არსს?
– თორაკოსკოპიური ანუ ენდო-ვიდეოქირურგია გულისხმობს სხვადასხვა მასშტაბის ოპერაციების ჩატარებას დიდი განაკვეთების გარეშე, რაც იწვევს პაციენტების ნაკლებ ტრავმირებას და კლინიკაში მათი ყოფნის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად შემცირებას.
– უცხოელ კოლეგებთან რამდენად მჭიდრო კავშირი გაქვთ და რაში გეხმარებათ მათთან ურთიერთობა?
– უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გარეშე ამ მეთოდის დანერგვა და შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. მჭიდრო კავშირი გვაქვს იტალიის, თურქეთის, ისრაელისა და სხვა არაერთი ქვეყნის წამყვან მედიკოსებთან. თანამედროვე მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ხშირად ვესწრები სხვადასხვა კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს.
– რა განსაკუთრებული დამოკიდებულებაა საჭირო პაციენტებთან ურთიერთობისას?
– ყველა პაციენტთან განსაკუთრებული და გულისხმიერი დამოკიდებულებაა საჭირო. ვფიქრობ, ყველა ექიმი საკუთარი ოჯახის წევრივით უნდა ექცეოდეს თითოეულ პაციენტს. ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტმა ზუსტად იცოდეს თავისი მდგომარეობა და პერსპექტივები, ასეთ დროს ისინი ჩვენი დამხმარეები არიან დაავადებასთან ბრძოლაში.  
– თქვენი ოჯახი გაგვაცანით, მონაწილეობდით შვილის პროფესიის არჩევის პროცესში?
– როგორც მოგახსენეთ, ჩემი პროფესიული ჩამოყალიბების პროცესი ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებას დაემთხვა,  ამიტომ შედარებით გვიან შევქმენი ოჯახი. მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი, რომელიც ამჟამად სტუდენტია და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჩემი მეუღ;ლისა და ჩემი მხრიდან, მან  არ აირჩია ექიმის პროფესია. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსს ამთავრებს და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით აპირებს მუშაობას. მეუღლე რუსული ენის პედაგოგი გახლავთ და ამჟამად შვილის განათლების უზრუნველყოფითაა დაკავებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მშობლებს, მეუღლეს, შვილს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ჩემს პროფესიას და მასთან დაკავშირებულ სიძნელეებს,  მათთან გატარებულ დროის ნაკლებობას. ასევე, ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც ვიმუშავე და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. თორაკალური ქირურგია ერთი ექიმის საქმე არაა, ეს არის ქირურგებით, რადილოგებით, თერაპევტებით,  ანესთეზიოლოგებითა და რეანიმატოლოგებით დაკომპლექტებული გუნდი და ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემ გვერდით მუშაობს.
скачать dle 11.3