კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რატომ მოსწონს დიდი „გაბარიტების“ ქალები გივი პაპავას და როგორ „აბამდა“ მას დედა-შვილი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

გივი პაპავამ, იგივე გელამ, „კომედი შოუს“ ყველაზე ტანდაბალმა წევრმა, თავისი სიმაღლითა და სახასიათო როლებით მაყურებლის კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა. სიმაღლის გამო ის ხშირად ვარდება როგორც კურიოზულ, ასევე სახიფათო სიტუაციებში. „მამალი“ ქალების ყურადღებას კი, არა მარტო სკეტჩებში, რეალურ ცხოვრებაშიც  იქცევს.
გივი პაპავა: „მანსანკანს“ ვთამაშობდი და 2016-2017 წლის საქართველოს ჩემპიონი გავხდი. აქედან ამიყვანეს „კომედი შოუში“, ნელ-ნელა ვვითარდები. ვცდილობ, ახალი ტიპაჟები შევქმნა. ცხოვრებაშიც ისეთივე ტიპი ვარ, სკეტჩებსა და რეალურ ცხოვრებას შორის დიდი განსხვავება არ არის. დაბადების დღის ცენტრშიც ვმუშაობ და ბავშვები მოდიან და მეკითხებიან შენ ცხოვრებაშიც გელა გქვიაო. ყველას ჰგონია, რომ სულ მხიარული ვარ, ასე არ არის. ზოგჯერ ძალიან სერიოზული ხასიათი მაქვს, სევდიანიც ვარ. არ მიყვარს სულ ღადაობა.
– ცხოვრებაში თუ მოგწონს ისეთი ქალები, როგორიც სკეტჩებში?
– არა, ასეთი „მამალი ქალები“ ნამდვილად არ მომწონს, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, დიდი „გაბარიტების“ მქონე ქალბატონები მომწონს, მაგრამ „მამალი ქალები“ დიდად არ მიზიდავს. თუმცა ცხოვრებაში მოვწონვარ და ყურადღებასაც მაქცევენ. ერთ მაგალითს მოგიყვები: რესტორანში ვიყავი და ცეკვის დროს ვიგრძენი, რომ ძალიან დიდი რაღაც მომიახლოვდა და დიდი რაღაცებით მეხახუნება. შევბრუნდი და... „მამალი ქალი“ იყო – დიდი ქალი დიდი მკერდით. მის გვერდით ძალიან პატარა ვჩანდი, მაგრამ რა მექნა, გავაგრძელე ცეკვა. ასეთი მომენტები მქონია, „ფეისბუქზეც“ მოუწერიათ „მამალ ქალებს“, მსგავსი ტექსტებით, როგორიც სკეტჩშია: როგორ ხარ, პატარა? „მოცუცქნულო გელა“, „პატარა კაცო“ და ასეთი ეპიტეთებით მომიხსენიებენ. ასეთი ქალები არ ზის ჩემს გემოვნებაში, თორემ „მოსულ ქალს“ რომ ეძახიან, „დამა ქალი“, რა თქმა უნდა, მომწონს, ზომის ფარგლებში. ოღონდ ძალიან „მამალი ქალი“ არ უნდა იყოს.
– თაყვანისმცემელი გოგონები შენ მიმართ სიმპათიას როგორ გამოხატავენ?
– გოგონები მწერენ: „ჩემო პატარა“, უარესებიც მოუწერიათ... უხერხული ესემსებიც ბევრი მოუწერიათ გოგონებს, საწოლშიც ასეთი მამაკაცური ხართ? მაგრამ ასეთ რაღაცებს დიდად არ ვაქცევ ყურდღებას. მართალია, ხშირად არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ, ყველას ვუპასუხო. არ მინდა იფიქრონ, რომ თავში მაქვს ავარდნილი ან რაღაც. არც თავში მაქვს ავარდნილი, მეტროთი დავდივარ. ერთი შემთხვევა მახსენდება, დედა-შვილი რომ მწერდნენ: დედა შვილს აქებდა, კარგ რაღაცებს მეუბნებოდა – გარიგების „პონტში“. ის გოგო ცალკე „მკერავდა“ და მე არ ვიცოდი, რომ დედა-შვილი იყვნენ. მერე ამ გოგოს წამოსცდა, დედაჩემიაო. ადრე უფრო მწერდნენ გოგონები „ფეისბუქზე“ რაღაცებს, მაგრამ, როდესაც გაიგეს, რომ შეყვარებული მყავს, იმდენად არ აქტიურობენ. ჩემს შეყვარებულსაც სწერენ ხოლმე, „ფეიკი“ გვერდი იყო ჩემი გაკეთებული და ვითომ მე ვწერდი, მაგრამ ჩემი შეყვარებული მენდობა და იცის, რომ საეჭვიანო არაფერი აქვს. ეჭვიანობის საბაბი არასდროს მიმიცია. ვცდილობ, რომ ყველაფერი იყოს ჩარჩოებში და გული არ ვატკინო.
– შენი შეყვარებული გენდობა?
– მენდობა. ყველაზე ძალიან მიყვარს და ყველაზე მაგარი გოგოა ჩემთვის. ჩემსავით ტანმორჩილია. შეყვარებულთან მკაცრი არ ვარ. გიჟი წყვილი ვართ, ბევრ ნაყინს ვჭამთ, ბევრ ფილმს ვუყურებთ, ჩვენს გიჟობას უფრო ნაყინის ჭამაში გამოვხატავთ. რომანტიკული არ ვარ, არ ვუკეთებ რომანტიკულ სიგიჟეებს, არ მიყვარს ბუშტები და რომანტიკული რაღაცები. ხანდახან კი გამხეთქია სიყვარულის ბუშტი და ვყოფილვარ რომანტიკულ განწყობაზე. აი, მაგალითად, შარშან, დაბადების დღეზე ასეთი სიურპრიზი გავუკეთე, მეგობრები არ ჰყავდა დიდი ხანი ნანახი და ის მეგობრები შევუკრიბე, ბევრი შოკოლადი მივუტანე და ბოლოს ოცნებაც ავუსრულე – ტელეფონი ვაჩუქე, რომელიც ძალიან უნდოდა და მისი ოცნება იყო.
– შეყვარებულთან არა, მაგრამ ცხოვრებაში თუ ხარ მკაცრი?
– კონფლიქტური და ფსიხი ვარ. არ მიყვარს ჩემი ხასიათი – რაც არ მომწონს, იმაზე შეიძლება, ადვილად  გავბრაზდე. ხონელი ვარ და ფიცხი ხასიათი მაქვს. სუფრასთანაც ხშირად მიჩხუბია, მაგრამ რაც „კომედი შოუში“ მოვედი არ ვჩხუბობ. ბოლოს ძმაკაცის დაბადების დღეზე ვიჩხუბე. ეგრეთ წოდებული, „ბაბულიკა ტიპები“ იყვნენ შემოსული და უნდოდათ, თავიანთი თავისუფალი ცხოვრება ცეკვით გამოეხატათ – ცუდი ჟესტიკულაციით ცეკვავდნენ, უადგილო ადგილას იკიდებდნენ ხელს. იქ ყველას თავის შეყვარებული, საცოლე, ცოლი ჰყავდა წამოყვანილი და ასე რომ იქცეოდნენ, არ მესიამოვნა. რადგან პატარა ვარ, ჰგონიათ, მომერევიან. მაგრამ ვისთანაც მიჩხუბია, იმას ვკითხოთ... ერთხელ მეც მცემეს, ხელი ვის არ მოხვედრია, ხანდახან უნდა გამოსცადო. არ მიყვარს ზედმეტს რომ იტყვიან, თუნდაც სუფრასთან ბილწსიტყვაობა ან ქართველებს რაც გვაქვს – დალიე, დალიე, პატივს არ მცემ... სკოლა ხონში დავამთავრე, მაგრამ ძველბიჭობის მომენტი არ მქონია, იყვნენ ხონში ძველი ბიჭები, ახლაც არიან. სკოლაში მომსვლია ხოლმე კონფლიქტი, ეგრეთ წოდებულ, ძველ ბიჭებთან, მაგრამ მე არასდროს ვმდგარვარ ქუჩაში.
– შენს სიმაღლესთან დაკავშირებით ხშირად ვარდები კურიოზულ სიტუაციაში?
– ერთი სკეტჩის გადაღებისას,  მიშა ანდღულაძეს, რომელიც ძალიან დიდი, კუნთმაგარია, საკიდზე უნდა დავეკიდებინე, მოტყდა საკიდი სკეტჩის გადაღების დროს და თავი გამიტყდა. ერთხელ, როცა კარადაზე შემომაგდო გადმოვვარდი. მე მიშასი მჯერა – აწი მოზომავს და არაფერს დამიშავებს. ჩემი ტანის მქონე და კუნთმაგარი ადამიანის სკეტჩის გადაღებისას ხშირად შეიძლება, მსგავსი შემთხვევა მოხდეს. სიმაღლესთან დაკავშირებით ყოველდღე რაღაც ისტორიებია. ზოგი მაჩერებს და მეუბნება ცხოვრებაში უფრო მაღალი ხარო, ზოგი მეუბნება ცხოვრებაში უფრო დაბალი ყოფილხარო. ალბათ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვარ მაღალი, შაბათ-კვირას – დაბალი. ერთხელ, 14 წლის ბავშვმა გამაჩერა, რომელიც ჩემზე მაღალი იყო და მითხრა: „მაგარი კაცი ხარ, ბრატ“, ცოტა „გამიტყდასავით“. თუმცა, ჩემი სიმაღლე არასდროს მაკომპლექსებს, პირიქით, მომწონს, იმიტომ მოვწონვარ მაყურებელს, რომ პატარა ვარ და მოხერხებული. რომ მომიხსენიებენ ხოლმე, თუნდაც კომენტარებში – ის პატარა რა კარგიაო, მსიამოვნებს. შეიძლება, სხვაც იყოს პატარა, მაგრამ იმ პატარაში მე ვიგულსხმები.
скачать dle 11.3