კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რაში ბაძავს მთელი ვაკე თაკო ჭანუყვაძეს და ვის უნდა, რომ ის ასხივებდეს

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

მსახიობი თაკო ჭანუყვაძე საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო კეკეს როლში. თაკომ განსაკუთრებული ყურადღება თავისი გარეგნობითა და ჩაცმის სტილით მიიქცია. იმხელა ინტერესი წამოვიდა თაკოს ტანსაცმლის მიმართ, რომ მან გადაწყვიტა, დიზაინერობა დაეწყო და იმ სტილის სამოსს, რასაც თვითონ იცვამს, უკვე ყველასთვის ქმნის, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნილებაა.
თაკო ჭანუყვაძე: პროფესიით მსახიობი ვარ, ვმუშაობ მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ძალიან აქტიურად ვარ დაკავებული სხვადასხვა სპექტაკლში. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხელოვანი ადამიანები და ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, როდესაც მათ გარემოცვაში ვიყავი. არ მახსოვს, ზუსტად რომელ კლასში ვიყავი, მაგრამ დაახლოებით მეხუთე, მეექვსე კლასიდან დავიწყე ამაზე ფიქრი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი მსახიობი, რა თქმა უნდა, ეს ოცნება ავიხდინე, ჩავაბარე და მოვხვდი ადგილას, სადაც არაჩვეულებრივი ოთხი წელი მაქვს გატარებული. ვერ აგიხსნით, როგორ მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველდღიურად რამხელა სიამოვნებას ვიღებ. ეს არის ადგილი, სადაც სულ უნდა ვიყო. მუშაობის პროცესში ძალიან ბედნიერი ვარ. კი, დიდ შორმას მოითხოვს ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთ სიამოვნებას ვიღებ, რომ მიღირს. პრემიერა ჩემთვის რა არის, იცით? ვერ გადმოგცემთ, რთულია სიტყვებით ახსნა ის ემოცია, რაც მე პრემიერის დროს მემართება.
– როგორ მოხვდი „ჩემი ცოლის დაქალებში“?
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ შემდეგნაირად მოვხვდი, დამირეკა ეკა მჟავანაძემ, დამიბარა ქასთინგზე და გავიარე ჩვეულებრივად, პირველი ორი ტურის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ დამტკიცებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან დამაინტერესა ამ პერსონაჟმა. მიმაჩნია, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ არის ყველაზე ყურებადი და მოთხოვნადი სერიალი და ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ამ პერსონაჟში ბევრი რამ დავინახე, რაც შემეძლო, გამეფერადებინა სხვადასხვა ფერად. მსახიობისთვის ეს ძალიან საინტერესოა. იმ დღიდან, როდესაც მითხრეს - ხარ კეკე, ჩემს მეგობრებში, სანაცნობოში საჭირო თვისებების მოძიება დავიწყე; მსგავსი ტიპის ქალებს ვეძებდი და აღმოჩნდა, რომ ასეთები საკმაოდ ბევრნი არიან.
– ძალიან განსხვავებული ჩაცმის სტილი გაქვს, მთელი ვაკე შენნაირი ჩალმებით დადის...
– ჩალმით რომ დადის მთელი თბილისი ეგ ნამდვილად ვიცი, უამრავი ადამიანი მიგდებს ჩალმამოხვეულ ფოტოებს და აინტერესებთ, რამდენად მომწონს მათზე... სამოსზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით სერიალში რაც მეცვა, იმაზეა დიდი ინტერესი. ბავშვობიდან განსხვავებულად ვიცვამ, ოღონდ მაშინ ვერ ვხვდებოდი, სხვანაირად თუ მეცვა. ახლა კი არის მოდაში შარვალზე კაბა, კაბაზე – მაისური, მაგრამ მაშინ ასე არავინ იცვამდა. ჩემი სკოლის პერიოდში მხოლოდ მე ვიცვამდი, საოცრებებს ვაკეთებდი და ეს  ყველაფერი ძალიან მომწონდა, მსიამოვნებდა. თითქოს ჩემი სამყარო მქონდა, თმასაც რაღაც საოცრებებს ვუკეთებდი ხოლმე, შარფები სულ სხვადასხვანაირად მეკეთა. როცა ჩემი მეგობრები სადმე მიდიან, სულ მეკითხებიან, თაკო, რამე მოგვიფიქრეო და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ რაღაცას გავაკეთებ-მეთქი. ახლა რასაც ჩემთვის შევიკერავდი, იმას ვქმნი, მაქვს „ფეისბუქ-გვერდი“, სადაც ვათავსებ კაბებს, ჩანთებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით ჩემს გულს ვახარებ. ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული, ბევრი მსურველია და ავიწყდებათ ხოლმე, რომ რეალურად მე მსახიობი ვარ,  იმდენ დროს ვუთმობ თეატრს – მართლა მთელი დღე თეატრში ვარ და ამ ყველაფრისთვის დრო არ მრჩება.
– თაკო, შენი ქმარი ვინ არის?
– ჩემი ქმარი ჩემი პროფესიიდან რადიკალურად განსხვავებული პროფესიისაა, ეკონომისტია და ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ჩემი ქმარი ჩემზე შვიდი წლით უფროსია. 28 წლის ვარ. არასდროს მომწონდა ჩემი ასაკის ბიჭები. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კაცი შენზე დიდია, მით უმეტეს, იმ ასაკში, რა ასაკშიც ჩვენ დავქორწინდით. ჩემი ქმარი არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს იმაზე, მე როგორ ვიყო ბედნიერი და ჩემი საქმისგან როგორ მივიღო სიამოვნება. არც მსახიობის ცოლობაა მარტივი და არც ქმრობა. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, როცა ყოველ ჯერზე მირეკავს, მგულშემატკივრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რასაც ვაკეთებ, უფრო გამართული ვარ.
– მსახიობები ემოციური ხალხი ხართ, რამდენად ადვილია შენი მეუღლისთვის შენი ქმრობა?
– ჩემი ქმარი ძალიან მეხმარებოდა, რომ უნივერსიტეტი  დამემთავრებინა, შემდეგ სამსახური მქონოდა. თან მსახიობი მალევე თუ არ მოხვდი რომელიმე თეატრში, მერე ისე არ გამოვა. ეამაყება რომ ვარ ძლიერი ქალი. თითოეული სპექტაკლის მსვლელობის დროს მომსვლია მესიჯი – „მეამაყები“ და სცენაზე ასმაგი ენერგიით გამოვდივარ. ემოციური ვარ, როცა რაღაც მიხარია, მთელი გულით მიხარია. თუნდაც, იყოს პატარა წვრილმანი, ისიც მაბედნიერებს. ვცდილობ, ყველაფერში დადებითი დავინახო. ყველაფერს გაასმაგებულად ემოციურად აღვიქვამ, ოღონდ კარგ ემოციას ვგულისხმობ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და კარგი მეუღლე ვარ. მიმაჩნია, რომ როდესაც ბევრი ინტერესი გაქვს, უკვე საინტერესოა შენთან ერთად ცხოვრება. ჩემს შემთხვევაში არის ასეთი რაღაცები და ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ, სამზარეულოს ქალი არ ვარ. არ მომივიდა ის ასაკი, რომ მომინდეს, ავდგე და ვიფუსფუსო. მირჩევნია, გარეთ მივირთვა, ჩემს მეუღლესაც არავითარი პრეტენზია არ აქვს ამაზე.
– ათი წელია, ერთად ხართ, კრიზისული პერიოდები არ გქონიათ?
– კრიზისული პერიოდი არასდროს გვქონია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო კარგად ვიყოთ. ძალიან დიდი სიყვარული, ნდობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემაა ამისთვის საჭირო. მაშინ ეს ყველაფერი კი არ მკრთალდება, პირიქით, უფრო ღრმავდება და იმატებს. ჩემი მეუღლე რომანტიკული სიურპრიზებით მანებივრებს, უნდა, რომ ვასხივებდე.
скачать dle 11.3