კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა კატეგორიის ადამიანებს ემართებათ მზის ალერგია და რას უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავი საცხები

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

„მზის ალერგიას“ უწოდებენ დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანს მზეზე გასვლისას ალერგიული გამონაყარი უჩნდება, ეწყება ქავილი და იძულებულია, მზის სხივებს თავი მოარიდოს. როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისგან, რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს მზის ალერგიას და როგორ მივიღოთ ზაფხულში რუჯი სწორად, გვესაუბრა ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი: მზეზე ყოფნისას შეიძლება, ადამიანს სხვადასხვა ტიპის გამონაყარი გაუჩნდეს. ეს შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე წუთში, შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგაც. გამონაყარი კი, რომელიც მზის ალერგიის დროს ჩნდება, შეიძლება იყოს ჭინჭრის ციების მსგავსი, ჭინჭრით დასუსხულის მსგავსი, ასევე – წვრილმარცვლოვანი, კანიდან წამოწეული ელემენტები; შეიძლება იყოს, პატარა წვრილმარცვლოვანი გამონაყარი ჩირქოვანი თავით, იგივე ფისტულები. მოკლედ, მზის ალერგიას  არაერთგვაროვანი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი ახასიათებს.
–  ვინ არიან მზის ალერგიის რისკის ქვეშ?
– რისკის ჯგუფში არიან: დაბალი იმუნიტეტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანები, ასევე, ფეხმძიმე ქალები, ბავშვები; თუ ადამიანს ღია ფერის თმა აქვს, ღია ფერის თვალი და თეთრი კანი, მას, რა თქმა უნდა მზის ალერგიისადმი და მზის ულტრაიისფერი სხივების რეაქციის მეტი ალბათობა აქვს, შედარებით მუქი ადამიანებისგან, რადგან მათ კანი დაცვით პიგმენტს ნაკლებად შეიცავს. ამიტომ ზაფხულის სეზონზე, რუჯის მიღების პირველ-რამდენიმე დღეს, სანამ მელანოციტები დაიწყებენ პიგმენტის გამუქებას და კანი ბუნებრივად დაიწყებს მზისგან დაცვას, არის კანის დამწვრობის რისკი. ბუნებრივად რომ შევხედოთ, რუჯი არის ჩვენი კანის დაცვა, არასასურველი დასხივებისგან. ევოლუციურად, ისე ჩაიდო კოდირება: როდესაც მზეზე ხანგრძლივად ვართ, წარმოიქმნება მუქი, დაცვითი ფერი, ასე რომ ვთქვათ, ფარდა ჩვენს კანსა და მზეს შორის, რათა ჩვენ ზიანი არ მოგვადგეს. გარკვეული ტიპის წამლებით – ტეტრაციკილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, შარდმდენებით, კონტრაცეპტივებით, მკურნალობის დროს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მზის სხივების მიმღებლობა მათ კანს გაათმაგებული და გაასმაგებული აქვს და ამიტომ დიდია საფრთხე, რომ მზის დამწვრობისადმი და დაზიანებისადმი მიდრეკილება გაძლიერდეს.
–  ექიმის გარეშე შეგვიძლია, მივხვდეთ, მზის ალერგიაა თუ არა?
– თუ მზეზე გასვლიდან გამონაყარი მალე ვითარდება, მიზეზის ამოცნობა მარტივია, მაგრამ თუ ეს მზის აბაზანების მიღებიდან სამ-ოთხ დღეში ხდება, ცოტა რთულდება, გავარკვიოთ, კვებითია თუ მზის ალერგიაა. რაც შეეხება მზის ულტრაიისფერ სხივს, ის სხვადასხვა სპექტრალური გამოსხივებისგან შედგება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სხივებია: „უვე ა“ და „უვე ბე“, ანუ ულტრაიისფერი ა და ულტრაიისფერი ბე სხივები. ულტრაიისფერ ა და ბე სხივებს სხვადასხვა მნიშვნელობები აქვთ. „უვე ბე“ სხივი იწვევს კანის დამწვრობას და ზრდის კანის კიბოს მელანომის განვითარების რისკს და „უვე ა“ სხივი, ძირითადად, კანის ღრმა შრეებში მდებარე ქსოვილებში აღწევს და ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კანის დაბერების სიმპტომატიკაში. როდესაც საუბარია, როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისგან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ალერგიული განწყობა საერთოდ არ ჰქონდეს  ადამიანს, მაგრამ ორივე,  „უვე ა“ და „უვე ბე“, მზის დამცავები მაინც უნდა გამოიყენოს.
– თუ ყურადღება არ მივაქციეთ, რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს მზის ალერგიას?
– ალერგია შეიძლება, გახანგრძლივდეს და უფრო რთული ფორმა მიიღოს. ქავილმა კი ზაფხულში შეიძლება მეორადი მაღალი რისკი გამოიწვიოს – ჩვენი ხელიდან, ფრჩხილიდან მიკრობები ღრმად შევიდეს ქსოვილებში და ლოკალური ინფიცირება განავითაროს. ეს არასასურველია და რასაკვირველია, შეიძლება ორგანიზმისთვის უფრო საშიში ინფექციებიც მოჰყვეს.
– მზის ალერგია ეხება თუ არა სოლარიუმს?
– მსოფლიოს ონკოლოგიური ასოციაციის და ბევრი ორგანიზაციის მიერ სოლარიუმი ოფიციალურ კარცენოგენად არის დარეგისტრირებული, იმიტომ რომ კანის კიბოს რისკს ზრდის და სოლარიუმთან სიფრთხილე გვმართებს. ექიმები სოლარიუმს რეკომენდაციას არ ვუწევთ.
– რა სასარგებლო თვისებები აქვს მზეს?
– მზეზე ყოფნა ჯანმრთელობის ხელშეწყობაა და განწყობასაც აუმჯობესებს, რადგან წარმოიქმნება სეროტონინი, იგივე კმაყოფილების ჰორმონი. იმ ქვეყნებში სადაც მზეა, დეპრესიები და სუიციდები ნაკლებია. ჩრდილოეთის ქვეყნებში, მაგალითად, სკანდინავიაში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მაღალია და ერთ-ერთი დაცული და განვითრებული ქვეყანაა სოციალური კუთხით, თვითმკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებლია. მზე ამაღლებს ფიზიკურ ქმედითუნარიანობას, შრომის უნარს და ხალისს მატებს ადამიანს. და რაც მთავარია, D ვიტამინების 80-90 პროცენტამდე ჩვენს ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ვიტამინი იმუნიტეტის მთავარი ფაქტორია, ანტიანთებითია. მზე ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვისხდეთ სახლში,  მაგრამ ზომიერად ვიყოთ მზეზეც. ზომიერება არის ის ოქროს შუალედი, რომლის დროსაც არავითარ ცუდ ზეგავლენას მზე არ მოგვიტანს.
– რა რეკომენდაციებს მოგვცემდით რომ თავიდან ავირიდოთ მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გამოწვეული გართულებები?
– ბავშვებს, განსაკუთრებით სამ წლამდე, უმწიფრობის გამო გამუქების პიგმენტის წარმოქმნა არ შეუძლიათ, მზის დასხივების მავნე ზემოქმედების მიმართ დაუცველნი არიან და ამიტომ ექიმები მცირეწლოვანი ბავშვების ზღვის სეზონზე დიდხანს გაყვანას რეკომენდაციას არ ვაძლევთ, თორემ დღის განმავლობაში 10-15 წუთი მზეზე  ყოფნა ძალიან კარგია. მზის სხივები ჩვილი ბავშვის კანზე აუცილებელიცაა, მათში D ვიტამინის დეფიციტის გამო. მთავარია სწორი პრევენცია. მზის აბაზანები სასურველია მივიღოთ დღის 12 საათამდე და საღამოს 4-5 საათიდან მერე, რადგან მათ შუალედში „უვე“ სხივები ყველაზე აგრესიულია. სწორად უნდა შეირჩეს მზის დამცავები და აუცილებლად ხარისხიანი. პროდუქციაზე უნდა ეწეროს, რომ იცავს „უვე ა“ და „უვე ბე“ სხივებისგან. იყოს წყალმედეგი, სხეულიდან წყალში პირველივე ჩასვლისთანავე არ ჩამოიბანებოდეს. ეს ეკონომიურიც იქნება, საჭირო არ იქნება ბევრის გამოყენება. მზის დამცავში არ უნდა შედიოდეს პარაბინი, არ უნდა იყოს კომოდეგენური, ანუ არ უნდა იწვევდეს გამონაყარს. ბავშვს არ უნდა ჩავაცვათ გამჭვირვალე ტანსაცმელი. სასურველია, ეცვას თეთრი ფერის და ბამბის ქსოვილისგან შეკერილი. „ესპეფეი“ უნდა იყოს 30 და მეტი. მზის დამცავი პროდუქტები სხეულზე მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე დავიტანოთ. გამოვიყენოთ ქუდი ან კეპი, თვალები დავიცვათ მზის სათვალით. დავლიოთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ ორგანიზმში ნორმალური ტენიანობა შენარჩუნდეს.
скачать dle 11.3