№30 სხარტულები
რა ცოდოები არიან ჩინელები, ქიმიას სწავლობენ და თან – ჩინურად.
***
რა უსამართლოა ცხოვრება: ორშაბათიდან კვირამდე ექვსი დღეა, კვირიდან ორშაბათამდე – ერთი.
***
პრობლემები მქონდა და ბანკში სესხი ავიღე. აღმოჩნდა, რომ მანამდე პრობლემები არ მქონია.
***
ცოლს კარადაში იმდენი ტანსაცმელი უნდა ჰქონდეს, რომ საყვარლისთვის ადგილი აღარ დარჩეს.