კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორია თქვენი ბედნიერებისა და ინტელექტის ხარისხი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გთავაზობთ ორ შეკითხვას ძალიან საინტერესო ტესტიდან. ნუ დაიზარებთ და გაეცით მათ გულწრფელი პასუხები. ნახეთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი შედეგები მაღალი IQ-ს მქონეთა პასუხებს.  მერე შეგიძლიათ იამაყოთ.
1. შეგიძლიათ, იცხოვროთ მჭიდროდ დასახლებულ მეგაპოლისში?
ა) არა, ბევრი ხალხი გარშემო ძალიან მძაბავს;
ბ) ჩემთვის სულერთია, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
2. განიცდით თუ არა დისკომფორტს, მარტოობასა და ნაღველს, როცა ყოველდღე ვერ ახერხებთ მეგობრებთან ურთიერთობას?
ა) ალბათ კი;
ბ) უფრო ხშირად არა.
ნახეთ  ტესტის შედეგები:
* თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად ა  ვარიანტები აირჩიეთ, დიდი ალბათობით, თქვენი პიროვნული „ბედნიერების ინდექსი“ საკმაოდ მაღალი დონისაა.
* თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად ბ ვარიანტები აირჩიეთ, ესე იგი, ტიპური მაღალი IQ-ს მფლობელი ადამიანი ბრძანდებით.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მაღალი ინტელექტუალური უნარების მქონე ადამიანები უკეთ ერკვევიან სიახლეებში, არ უჭირთ ცვლილებებთან შეგუება და უფრო სწრაფად ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან.
შესაბამისად, ასეთი ადამიანები იოლად იტანენ დიდი ქალაქების სტრესულ გარემოს და მეგობრების მხარდაჭერა დიდად არც სჭირდებათ. ისინი მეტად თვითკმარი ადამიანები არიან და საკუთარი ძალებით შეუძლიათ თავის გადარჩენა.
* თუ ორი შეკითხვიდან პასუხებად სხვადასხვა ვარიანტები აირჩიეთ, ესე იგი, ბედნიერებასა და ინტელექტს შორის ჰარმონია გაქვთ ნაპოვნი.

скачать dle 11.3