კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მეზობლის ქალი ჩემს ქმარს ეპრანჭება და თვალწინ მართმევს

ჩემს ოჯახთან მშვიდად ვცხოვრობდი, სანამ მეზობლად ერთი ვულგარულად გადაპრანჭული ქალი არ გადმოვიდა. ძალიან მალე მისმა საქციელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და გინდა თუ არა, ყოველ წუთს მეზობლის საუბარს ისმენ, სუნით გრძნობ, რა საჭმელს აკეთებს და ვინაა მისი სტუმარი. ძალიან კარგი სამეზობლო მყავს და არ მახსოვს, ერთმანეთისთვის შენიშვნა მიგვეცა, ჩხუბზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მართლა ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით, სანამ ნანა არ შემოგვისახლდა ეზოში. ქალი მინახავს, მაგრამ ყველა კაცს ეპრანჭებოდეს, მიუხედავად ასაკისა და ცოლების თვალწინ „აბამდეს“, პირველად ვნახე. დამიჯერეთ, არასდროს მიეჭვიანია ჩემს ქმარზე და ახლა თითოეულ ნაბიჯს ვუკონტროლებ. ყოველ დილით მკერდმოშიშვლებული და გადაპრანჭული გადმოდგება ფანჯრიდან და თუ ეზოში მეზობლის კაცი დაინახა, ყავაზე ეპატიჟება. თავიდან, მეგონა მეგობრული ქალია, შინაურული და ალბათ, მეზობლებთან ურთიერთობა უყვარს-მეთქი, მაგრამ მერე დავაკვრიდი და, სახლში ქალებს კი არა, მარტო მამაკაცებს ეპატიჟება. ამას წინათ, სიცხემ არ დამაძინა, ალბათ, ღამის 4 საათი იქნებოდა, ავდექი და ფანჯარა გამოვაღე, ჰაერი შემოვიდეს სახლში-მეთქი და დავინახე, მისი ბინიდან როგორ გამოიძურწა მეზობლის კაცი, თან, შეშინებული აქეთ-იქით იცქირებოდა – არავინ დამინახოსო. ჩემს ქმარს ავუკრძალე, ქალბატონთან ვიზიტები, მაგრამ ამას წინათ მეჩხუბა: ქალო, ფეხბურთის საყურებლად დაგვპატიჟა სამეზობლო, ლუდი გვიყიდა და არ ავსულიყავიო? ამეშალა ნერვები. გეგონება, სხვა დროს არ ყოფილა ფეხბურთი, რომ მის საყურებლად, მარტოხელა ქალთან არ მოსულიყო. რის მეზობლის კაცები? ტყუილი! მხოლოდ ეს დაპატიჟა და ღმერთმა უწყოს, რა ქნეს. ყველა ჩივის, ეს რა შარი ავიკიდეთო, მაგრამ პირში არავინ არაფერს ეუბნება. ერთხელ, ეზოში ვისხედით ქალები, ჩამოვიდა, ჩამოჯდა და დაიწყო თავის ცხოვრებაზე საუბარი. აღმოჩნდა, რომ ორი ქმარი მოინელა და თუ კარგი კაცი გამოჩნდა, არ იტყვის უარს. თან, საყვარლობაზე კი არ თანხმდება, მხოლოდ ოფიციალურად, ცოლობა უნდა. გავარკვიე, რომ ის ორი ქმარიც სხვების გაუბედურებით იშოვა – ოჯახები დაუნგრია და თავად გაჰყვა. ორივე „გამოწველა“ – წაჰგლიჯა მთელი ფული. მერე, კი გაყარა. მოკლედ, არ აქვს მისთვის კაცის შესახედაობას და ასაკს მნიშვნელობა, მთავარია, ფული ჰქონდეს. როგორ არა, გამიგია, ასეთი ქალები რომ არსებობენ, მაგრამ მათაც იციან, რომ ახლობელს, მეზობელს და მეგობარს ქმარი არ უნდა წაართვან. ეს რა ჯიშია და რა „ჩამოსხმა“, ვერ გავიგე. ჩემ თვალწინ, ისე ეარშიყება და ეკეკლუცება ჩემს ქმარს, თითქოს იქვე არ ვიდგე. უკვე, მეშნია მისი, ყველაფერზეა წამსვლელი. ამ კაცებს კიდევ, ოღონდ დაინახონ მოვლილი და ვულგარული ქალი და მეტს ვერაფერს ხედავენ. ისე უბნელდებათ თვალები, აღარც ოჯახი ახსოვთ, არც ცოლი და არც შვილი. მერე, როცა შარში ამოყოფენ თავს, ხვდებიან დანაშაულს, მაგრამ გვიანია. მე და ჩემს ქმარს, დამეფიცება, ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს და ახლა, ამ ქალის გამო, სულ ჩხუბი გვაქვს, ჩემთან დაწოლაც აღარ უნდა. სულ მასზე ლაპარაკობს – რა ლამაზია, როგორი მოწესრიგებული, ჩაცმული და შეღებილი. რატომაც არა? ქმარი უშლის ხელს თუ შვილი? მარტო თავის მოვლაზე ფიქრობს და იმაზე აქვს დაჭყეტილი თვალები, ვის რა გამოსძალოს. ეს კაცები კი, ამას ვერ ამჩნევენ. ქალია, იწვევს და ესენიც, უტვინოდ ებმებინ მახეში.
ხათუნა, 38 წლის.скачать dle 11.3