კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: ხშირად მისკდება ქუსლები. რა აღარ ვცადე, მაგრამ ამაოდ. ზაფხულში საკმაოდ ცუდი შესახედია ღია ფეხსაცმელში. ვფიქრობ, სოკოს ბრალია და რა ვუშველო?
პასუხი:
ღრმა ნახეთქების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, დახეთქილი ქუსლები ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი დაიმუშავეთ. წაისვით და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ. საერთოდ, ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ კრემებს, დინდგელის ან A და F ვიტამინების შემცველობით. მკურნალობის გარეშე, ქუსლის ნახეთქებში სოკო ჩაჯდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო რომელიმე მალამო, მაგალითად, კლოტრიმაზოლი, მიკოსეპტინი ან სხვა. ქუსლების მკურნალობა დაიწყეთ თბილი წყლის პროცედურებით. სოდიანი აბაზანები კარგად არბილებს კანს, არც სკრაბი დაივიწყოთ: დაორთქლილი ფეხები კარგად გაიხეხეთ სპეციალური ჯაგრისით. გარქოვანებული კანის დროულად მოცილება აუცილებელია. დახეთქილი ქუსლები დარბილდება და გლუვი გახდება, თუ ყოველდღე, თბილი აბაზანის შემდეგ, ნახეთქებში შეიზელთ ზეითუნის ზეთს. არაჩვეულებრივია, დროდადრო კანის ცხიმიანი კრემით დაზელა. ასეთი მასაჟი გააძლიერებს ქუსლებსა და ტერფებში სისხლის მიმოქცევას,  ხელს შეუწყობს ნახეთქების შეხორცებას.  პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ, მერე კი, ბამბის წინდები ამოიცვით.

скачать dle 11.3